თავი 10

60 5 0
                                    

ჩემი დაბადების დღეს ძალიან კარგი იყო, არასდროს დამავიწყდება ეს დღეს. ჩემი დაბადების დღიდან უკვე 10 დღე გავიდა, და ხვალ დილით 5ზე მივფრინავთ. მანამდე კი მე და საბა უნდა წავსულიყავით მოლში, სამოგზაუროთ რაღაცეები უნდა გვეყიდა, ჩემოდანი, სამოგზაურო ბალიშები და ა.შ. ხელს კი ორივემ რაღაცა გამოვაყოლეთ მე ლამაზი წითელი კაბა, საბამ კი ,,უძერსკესი'' შავი პიჯაკი. რომელიც ისე უხდებოდა რომ არ ვიცი რომ დავინახე იმწამსვე ვუთხარი

-ახლა სალაროსთან.

 სამ საათიან ბოდიალის შემდეგ ავტო სადგომზე მივდივართ. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ საბა რაღაც ყუთს მაძლევს, ყუთში ყელსაბამია ,,T''  ინიციალით. 

-როდის მოასწარი?

-რამდენიმეჯერ დაგინახე რომ უყურებდი და შევედი და ვიყიდე.

-ოხ საბა, ყველაფერს როგორ აკვირდები..

-არა საჭირო მადლობა-მასწრებს უცებ, და თან იცინის.

ნახევარ საათში სახლში ვიყავით. ნიცას დავპირდი რომ მოვალ მოგწერთქო. მითხრა დაგეხმარები ჩალაგებაშიო, მეც უარს როგორ ვეტყოდი, მივწერე უკვე სახლში ვართქო, მანას არ დააყოვნა და 10 წუთში მოვიდა. თანაც თავისი საფირმო ღიმილით რომელიც რაც ის და ლუკა წყვილია არ მოშორებია სახეზე. საბა სახლიდან გავიდა ბიჭებს უნდა შევხვდეო. მეც გავაკეთე ყაბა და დავიწყეთ ჩალაგება და ამავდროულად ლაპარაკიც.

-შენ და ლუკა რას შვებით?

-რავი როგორც ვიყავით ისე ვართ ისევ, ბედნიერად.

-სულ ბედნიერი უნდა იყო.

-შენც თეკლა, შენ საუკეთესოს იმსახურებ იმ ამბების შემდეგ... ხო არ დაურეკავს ან მოუწერია?

-არა და არც ველოდები-სინამდვილეში ყოველ წუთას მქონდა იმის იმედი რომ დარეკავდა, ჩემი ერთი ნაწილი მას პატიობს ხოლო მეორე ვერა და ვერც ვერასოდეს აპატიებს. უცებ ხასიათი მეცვლება ამ ფიქრების გამო, ნიცა ამას ხვდება და უნდა თავისი ნათქვამი გამოასწოროს

-კაი თეკლა რა მაგის გამო არ მოიღუშო, უბრალოდ დაიკიდე. ხვალ შენი ოცნება ახდება და პარისზში ჩახვალ ნუთუ ეს არ არის საოცრება, ეს რომ ერთი ერთი თვისწინ ეკითხათ შენთვის წარმოიდგენდი, ამდენ რამეს თუ გაბედავდი,  საბასნაირი ბიჭი თუ შენი შეყვარებული იქნებოდა და ამდენ ოცნებას აისრულებდი? მოდი მე გავცემ პასუხს, არა. ხო მართალი ვარ?

-კიი...

-მაშინ მოვიშოროთ მოწყენი სახის ემონჯი, ჩავრთოთ მუსიკა და გავიღიმოთ

მუსიკას რთავს, იცის რომ მუსიკა კარგ ხასიათზე დამაყენებს და იარაღად იყინებს, მეც რათქმაუნდა მოვდივარ ხასიათზე და ცეკვას ვიწყებთ და თან შემოდანსაც ვალაგებთ. საბასთან ერთად ბავშვებიც მოდიან უნდა გაგაცილოთო, რადგანაც ფრენა დილის 5 საათზე იყო დაძინებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც გართობა და ლაპარაკი გადავწყვიტეთ.  დრო მალე გავიდა საამზე უკვე აეროპორტში ვიყავით. ბავშვებს ვუთხარით რომ წასულიყვნენ ძალიან დაიღლებოდნენ ლოდინით, საფასურად კი დავპირდით რომ უამრავ ფოტოს გადავიღებდით, ასევე ნიცამ მითხრა დრო რომ გექნება დამირეკეო. ლოდის ვერ ვიტან მართალია მაგრამ იმის მოლოდინში რომ მალე თვითფრინავში ვიქნებოდი რადგან პარიზში მივდიოდით წარმოუდგელ სიამოვნება იყო. ორ საათიანი ლოდინის შემდეგ თვითფრინავში ავედით და მალევე ავფრინდით.

-ხომ არ გეშინია?

-მეშინია? მეღადავები? ასეთ პეიზაჟს რომ ადამიანი დაინახავს უნდა შეეშინდეს თუ უნდა ესიამნოს?

-რათქმაუნდა უნდა ესიამოვნოს

-მე მასე ვარ, შეხედე ცაში ვარ, ვუყურებ თუ როგორ ამოდის მზე და როგორ ერევა ნარირნჯისფერი, ციფერი და ვარდისფერი ფერები ერთმანეთს. -საბა გაოცებულია ასე კარგად  რომ ავღწერე პეიზაჟი.

-მწერლობაზე არ გიფიქრია?

-მაგ მხოლოდ ჰობია ჩემთვის 

 მთელი დღე ვიფრინეთ, და მეორე დღეს ჩამოვედით დახლოებით დილის 12 საათზე. თვითფრინავიდან ჩამოსვლისას კი ვყვირი.

-მე პარიზში ვარ.-საბას ეცინება მაგრამ ისიც მყვება და ერთხმად ვყვირივართ

-ჩვენ პარიზში ვართ.



ღიმილის უკან დამალული ცრემლებიWhere stories live. Discover now