საბას ჩახუტებამ მიშველა, გავიაზრე რომ ამდენ ყალბ ადამიანში არსებობს ერთი გულწრფერი რომელც სულ შენ გვერდით იქნება. მანქანაში აღარ მიტირია, მაგრამ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, მეგონა რომ ვეღარ ვსუნთქავდი, საბას ვთხოვე ფანჯარა ჩაეწია, გაზაფხულის ქარი მესიამოვნა, ცოტაც გამომაფხიზლა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ეს რეალობა იყო. არ ვიცი ასე მალე როგორ გადის დრო, მაგრამ საბა მანქანნას აჩერებს. პატარა მაგრამ მყუდრო სახლთან, საბამ მითხრა რომ მარტო ცხოვრობდა, მშობლები საფრანგეთში არიანო, ჩემს პატარა დასთან ერთადო. სახლი კომფორტული იყო, ორი საძინებლით, სამზარეულოთი, აბაზანით და პატარა მისაღებით. საძინებლები მეორე სართულზე ჰქონდა, ლამაზი ხის კიბეები აკავშერებდა სართულებს ერთმანეთან, მისაღებში ბუხარი იყო. ვაბოდებ ასეთი სტილის სახლზე.
-ესეც ასე ეს არის ჩემი სახლი, ადგილი სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ყოფნა.-მითხრა საბამ ღიმილიან სახით მაგრამ ვერ მალავდა მის უსაზღვრო ინტერეს და დაამატა-მგონი ჯობს ყავა მოგიმზადო, თუ გინდა აბასაზანაც გამოიყენე, საჭირო ნივთები იქაა.
-ხო მასე ჯობია, ცოტაც გამოვფხიზლდები.-შემდეგ მანიშნა სად იყო აბაზანა მეც ავედი. შხაპმა მართლა მიშველა. სამზარეულოში ჩასვლისას საბამ მანიშნა აივანზე გადიო და გამოვალ მეცო, მითითება შევასრულე და გავედი. გაზაფხულის თბილი საღამო იდგა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე და ჩავფიქრდი, როგორ მალე შეიცვალა ყველაფერი. ერთი საათის წინ ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენ. მაგრამ ცხოვრება ასეთია.. მოულოდნელობიებით აღსავსე. საბას მოსვლა უცებ ფიქრებიდან მარკვევს.
-ცოტა უკეთ ხარ/-მკითხა მზრუნველი ხმით.
-კი ნამდვილად მიშველა.
-ძაან შემეშინდა ისეტი ხმით დამირეკე.
-ხო ბოდიში რომ შეგაშინე
-დედაშენთან იჩხუბე?
-შენ საიდან იცი?
-რომ გამოდიო რაღაცეები გავიგე.
YOU ARE READING
ღიმილის უკან დამალული ცრემლები
Romanceცხოვრება ლაბირინთს გავს, არ იცი როგორია შიგნით, არ იცი რა დაბრკოლება დაგხვდება წინ, არ იცი ლაბირითის ბოლოს რა ხდება ახალი ცხოვრება იწყება თუ არის უსასრულობა სადაც თავს ვერ დაახწევთ?!