Car accident

3.8K 152 105
                                    


-ხომ გითხარი მარჯვნივ არ უნდა გადაგეხვია. -ჯიმინმა უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა,  ხელები მკერდზე დაილაგა და ფანჯარიდან  უცნობ გარემოს გაღიზიანებული სახე მოავლო.

-თავიდან ნუ დაიწყებ გენიოსობას! გამომივიდა ესეც შერლოკი! -გაცხარდა ჯონგუკი და საჭეს თითები ძლიერად მოუჭირა, როცა მათ ქვეშ ასფალტი დასრულდა და მანქანა რყევით უსწორმასწორო გზაზე გადავიდა.

-მგონი ამას მე უნდა ვამბობდე! რას გადაუხვიე მთავარი გზიდან?! შენ არ იძახდი მოკლე გზა ვიციო?! ახლა კი ისიც არ ვიცით სად ჯანდაბაში ვართ! -ჯიმინმა ტონს აუწია.

-მე რა შუაში ვარ? ინტერნეტი აღარ  იჭერდა ვერ ხედავ? ნავიგაციაც აღარ მუშაობს! -ჯონგუკმაც არ დააკლო ყვირილი. -თუმცა გვერდით როცა შენნაირი უიღბლო მიზის ბედისგან მეტს რას უნდა ველოდებოდე?! -ხელები გაასავსავა და მანქანა გააჩერა.

-როგორც ჩანს მეხსიერება გღალატობს ჯონ, რადგან უკვე დაგავიწყდა შენ თვითონ, რომ შემომთავაზე გამოყოლა! ამიტომ ამასთან დაკავშირებით პრეტენზიებს არ ვიღებ! - ჯიმინმა ტელეფონზე რამდენჯერმე უკმაყოფილოდ დააკაკუნა თითები. -საერთოდაც, სად ჯანდაბაში მომათრიე, რომ ტელეფონიც კი არ იჭერს!

-ხო, რა თქმა უნდა, მალე იმასაც იტყვი, რომ შეგეხვეწე და ხელების დაკოცვნით მოგაცილე მანქანის კარამდე! -ჯონგუკმა გააჯავრა და სავარძელზე გადაწვა.

-ასეც იყო! -ჯიმინმა გაღიზიანებულმა ჩატენა ტელეფონი ჩანთაში. -ჩემსა და ჯეი პარკს შორის გიწევდა არჩევნის გაკეთება. ამიტომ შენც მეტ-ნაკლებად იმაზე შეაჩერე არჩევანი ვინც შედარებით ნაკლებად გეზიზღებიდა. გილოცავ, დიდებული არჩევანია. -ჯიმინმა მოჩვენებითი ტაში შემოჰკრა და სახეზე ცინიზმი მოეფინა. -მეც იდიოტივით დაგთანხმდი. ახლა კი შენნაირ უიღბლოსთან ერთად დავიკარგე!

-გიკრძალავ ჩემს საყვარელ მანქანაში მისი სახელის ხსენებას! -კბილებში გამოსცრა ჯონგუკმა. -თვითკმაყოფილი იდიოტი! -დაიღრინა და ხელები საჭეს დაჰკრა. -მას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ყველაფერში საუკეთესოა.. -გაიკრიჭა და თავი გააქნია. -არაუშავს! მალე საკუთარი თვალით ნახავს, რომ მასზე ბევრად უკეთესი ვარ! -თმა უკან გადაიწია და ღვედი მოიხსნა.

ვანშოთების კრებულიWhere stories live. Discover now