Stay

1.3K 86 47
                                    

ცოტა ძაან სევდიანი გამომივიდა მგონი... 🥲

*******

ოქროს მაკნე ისევ ლაივშია და მალევე ექცევა მილიონობით ადამიანთა ყურადღების ეპიცენტრში. მის მხიარულ პირდაპირ ეთერს წევრებიც არ აკლდებიან. ჯონგუკი რამდენიმე კომენტარს ხმამაღლა კითხულობს, იცინის, ცეკვავს, მუსიკას ხმამაღლა უსმენს, მღერის, სვამს და გულშემატკივრებს ეფლირტავება, როცა თანაგუნდელის კომენტარს ამჩნევს "მომენატრე", ჯონგუკი ყურებამდე იღიმის, "ჯიმინ ჰიონ, მოდი, ერთად დავლიოთ" სთავაზობს ის მაშინვე.

როცა საბოლოოდ ეცლება ენერგია ფანებს ემშვიდობება და ტელოვიზორის წინ დივანზე კომფორტულად კალათდება, საწოლში გადაწოლა ეზარება, ამიტომ წყვეტს, რომ იქვე დაიძინოს, თუმცა კარზე ზარის ხმა მის ძილს აფრთხობს.

ბოლო დროს მის სახლს ბევრი უცნობი სტუმარი ჰყავს, რაც თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს და აბრაზებს კიდეც. მას რა თქმა უნდა, უყვარს საკუთარი თაყვანისმცემლები, პატივს სცემს მათ და მადლიერია ყველა იმ სითბოსა და სიყვარულისთვის რასაც მისთვის გასცემენ, თუმცა ის დაიღალა იმით, რომ ისინი სახლში უგზავნიან საჭმელს, ალკოჰოლს და გაურკვეველი სახის ნივთებს, რომელთა მიღებაც მას არ შეუძლია. ის ვერ ენდობა ყველას თვალდახუჭული. სტაფმაც მკაცრად გააფრთხილა, რომ შეიძლებოდა ხშირად საკვები კეთილმოსურნე ფანების გამოგზავნილი სულაც არ ყოფილიყო და მოწამლული ყოფილიყო ის, რასაც უგზავნდიდმენ. ამიტომ მათგან არასდროს, არაფერი გაუსინჯავს.

მსგავსი შემთხვევა მოხდა დღესაც. მას სასმელების მთელი შეკვრა გამოუგზავნეს. ჯონი გაბრაზდა და აპირებდა შეკვეთა უკან გაეტანებინა კურიერისთვის. არწმუნებდა, რომ ეს შეცდომა იყო. მაგრამ უარი უთხრეს უკან წაღებაზე, რადგან კიდევ ერთი შეკვეთა ჰქონდათ მისატანი. ამიტომ ჯონგუკმა სასმელი სამზარეულოში გაიტანა და გადაწყვიტა, რომ დილით, როცა დამლაგებელი მოვიდოდა მისთვის ეთხოვა ნაგავთან ერთად გაეტანა გარეთ.

ვანშოთების კრებულიWhere stories live. Discover now