makeup artist

1.2K 91 80
                                    

ჯონგუკი მორიგი დამღლელი გადაღებების შემდეგ კვლავ საგრიმიოროში ბრუნდება. სავარძელში  მოშვებულად ზის, თვალები დახუჭული აქვს და თავის ვიზაჟისტს ელოდება. ჯიმინი ფრთხილად ხურავს ოთახის კარს და მასთან ახლოს მიდის. ესმის ჯონგუკი როგორ მშვიდად სუნთქავს. ის ფიქრობს, რომ ბიჭს ჩაეძინა ამიტომ ფრთხილობს, მაგრამ როგორც კი უახლოვდება შავგრემანი მაშინვე ახელს თვალებს ზანტად. ჯიმინი უღიმის. ხელში მაკიაჟის მოსაცილებელ ბამბის დისკს იღებს და ბიჭის სახის გაწმენდას ფაქიზად იწყებს. ჯონგუკი ფეხებს ფართოდ შლის და თვალებს ისევ ხუჭავს. საშუალებას აძლევს თვალებიდან მუქი ჩრდილები მოაცილოს. მას სძულს ასეთი მუქი მაკიაჟი, რომლებიც ინტენსიური გადაღებებისთვისაა, მაგრამ ის თვლის, რომ თუ მისი ვიზაჟისტი და დიზაინერები ასე გადაწყვეტენ ეს მისთვისაც კარგია. ისინი მისი ჯგუფის წევრები არიან. ერთი დიდი ოჯახი. მან იცის, რომ თუ ჯონგუკის თმა, ჩაცმულობა ან მაკიაჟი კრიტიკას დაიმსახურებს ეს რა თქმა უნდა, მათ რეპუტაციაზეც აისახება. ამიტომ ის ბოლომდე ენდობა მისი გუნდის წევრებს, რომელბიც ცდილობენ ჯონგუკი ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურებოდეს.

როცა ხვდება, რომ ჯიმინი თავის საქმეს მორჩა ზლაზვნით დგება ფეხზე, მოკლე "მადლობას" უხდის, ტუჩის კუთხეებს ზანტად წელავს და თავს უკრავს.

ჯონგუკი მიდის, ჯიმინი კი ისევ თავის ადგილს უბრუნდება. ის უკმაყოფილოა საკუთარი თავით, რადგან ორ წელზე მეტია, რაც ჯონგუკის ვიზაჟისტია, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ბიჭთან დაახლოება. ვერ გაუგია ეს ჯონგუკს არ უნდა თუ თავად მასშია პრობლემა. ჯიმინი ცდილობს თავისი გატაცება დააიგნოროს და არასოდეს მოახვიოს ბიჭს უპასუხო გრძნობები. მაგრამ ჯონგუკი ამის გარეშეც დისტანციას იჭერს მასთან და ეს ჯიმინის გულს კიდევ უფრო მეტ ნაწილად ამსხვრევს. სულ რაღაც ერთი წელი გავიდა, რაც ახალი თმის სტილისტი მოიყვანეს, უფრო ნაკლები, რაც დიზაინერი შეუცვალეს, მაგრამ ჯონგუკი მათთან უფრო ხშირად ხუმრობს და იჩენს მეგობრულ დამოკიდებულებას. ჯიმინთან კი მუდამ დუმს. ეს დუმილი საშინლად სტკენს გულს. მას არაფერი დაუშავებია ბიჭისთვის, მაგრამ ის ყოველთვის ასე იქცევა. ძალით უღიმის, მოკლე მადლობას უხდის და მიდის.

ვანშოთების კრებულიWhere stories live. Discover now