გატაცება

978 84 246
                                    

(*ლეს გოუუ :* კიდევ ერთი უზარმაზარი ვანშოთით უნდა გამოვკვებო თქვენი დელულუები ;დდ)

(დავოუთება და დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ 🥹💞
მიყვარს თქვენი ემოციები🌟🤌🏻)

***

ცხოვრებას ისე უნდა გაუძალიანდე კაცი, როგორც კომში შეჭმას. ყელზე რომ დაგადგება ზუსტად  ეგეთი უნდა იყო! ნამდვილი "კერკეტი კაკალი".

ჯონგუკიც ამ ცხოვრებისეულ დევიზს მისდევდა მთელი ცხოვრება. რადგან მამამისმა სწორედ ასე აღზარდა. "კაცები არ ტირიან!", "თუ წაიქცევი ფეხზე წამოდექი და არავის არასოდეს მისცე უფლება ფეხები შეგაწმინდონ" , "ყოველთვის დაიცავი საკუთარი პრინციპები და თავაწეულმა იარე, თუნდაც ჯიბეში გროში არ გეგდოს". ჯონგუკის მამაც მანამდე იყო კერკეტი კაკალი, სანამ ბზარი არ გაუჩნდა. ზედმეტმა პატივმოყვარეობამ ჯერ ცოლი, შემდეგ კი სამსახური დააკარგვინა. აი, ასე გატყდა საბოლოოდ, შუახნის ასაკში და დატოვა 25 წელს ვერ მიღწეული ჭაბუკი ბედის ანაბარა. ახლა კი მამის პრინციპებზე აღზრდილი შავგრემანი მარტო ცდილობდა ცხოვრების ბარიკადების მსხვრევას, რომ წინ გაეკვლია გზა და წარმატების მწვერვალებს თუ ვერ მიაღწვდა — იქ, სადაც ყველაფერს ფული და გავლენა წყვეტდა, შიმშილს მაინც არ ემსხვერპლა.

ჯონგუკმა მოულოდნელად ამოვარდნილ ქარიშხალს და კოკისპირულ წვიმას ბარში შეაფარა თავი და პირდაპირ დახლთან ჩამოჯდა.

-ორმაგი ვისკი. -ხელის აწევით ანიშნა ბარმენს და ბარათი გადასახდელად გაამზადა.

სამსახურში ამ ბოლო დროს მისგან ორმაგი დატვირთვით მუშაობას მოითხოვდნენ, ამიტომ მეგობრებისთვის დრო ფაქტიურად აღარ რჩებოდა. გასართობად ბოლოს როდის იყო არც ეგ ახსოვდა. განტვირთვას მხოლოდ ასე მარტო დალავით თუ ახერხებდა.

წინ დადგმულ ჭიქას ხელი სწრაფად დასტაცა და აგრესიულად მიიყუდა მისაყოლებლის გარეშე. ასე უფრო მალე და სარფიანად ახერხებდა თვრობას.

ვანშოთების კრებულიWhere stories live. Discover now