ქურდი

1.4K 116 44
                                    

კარის გამოღებისთანავე სახეზე გაყინული ჰაერი შემასკდა. ზამთარი ლამაზი თვეა, თუმცა ჩემი სხეული მსგავს სიცივეს ვერაფრით ეგუებოდა.
-ხვალამდე. -მივაძახე თანამშრომელს, ხელები ჯიბეებში ჩავილაგე და კიბეები სხარტად ჩავირბინე.

სამსახურის ბოლოს ცუდი ჩვევა ავიკიდე. ავტობუსზე ლოდინი მეზარებოდა და ფეხით დავბოდიალობდი მანამ, სანამ სამგზავრო მარშუტი უკან არ წამომეწეოდა. ამჯერადაც არ ვუღალატე ჩვევას. ყურსასმენები მოვირგე თუ არა ხელები ჯიბეებში, ხოლო ცხვირი მაღალყელიან მანტოში ჩავმალე და ტროტუარს გავუყევი.

ქუჩის გადაკვეთისას სრულიად შემთხვევით შევავლე მზერა მაღალ,  უცნაურ ტიპს, რომელიც აქამდე არასდროს მენახა. ნამდვილი მძარცველივით გამოიყურებოდა. შავებში გამოწყობილს თავზე ქუდი ეფარა, რომელიც მთელ სახეს უფარავდა. მხოლოდ თვალები და ტუჩებიღა მოუჩანდა. ჩვენი მზერები წამით, თუმცა საკმაოდ უსიამოვნოდ  გადაიკვეთა. მაღაზიის შესასვლელთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. თვალი მაშინვე ავარიდე და ნაბიჯს ავუჩქარე. შეხედვისთანავე ცუდი შეგრძნება დამეუფლა. არ მინდოდა რამე უბედურების მომსწრე გავმხდარიყავი.

ოცი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, როცა მუსიკა დასრულდა და ახლის დაწყების შუალედში ვიღაცის ძახილის ხმა მომესმა.

-ჰეი! ჰეი! შენ! საით გაგიწევია?! -არ ვიცი რა ძალამ მაიძულა ან რა ინსტიქტით მივიხედე უკან. ის ტიპი იყო. ზუსტად ჩემს მოპირდაპირედ იდგა. შავი თვალებით პირდაპირ სულში მიყურებდა და დაუმთავრებელ სიგარეტს ხარბად ექაჩებოდა.  ირგვლივ მიმოვიხედე იმ იმედით, რომ მე არ მომმართავდა ან ვინმეში ვერეოდი. გაიცინა და კიდევ უფრო მომიახლოვდა. -სადმე გეჩქარება?

-მიცნობ? -მოვროშე. მისი განზრახვა უკვე 5 თითივით ვიცოდი ამიტომ ვცდილობდი დისტანცია და სიმშვიდე  შემენარჩუნებინა. ირგვლივ  სულიერიც კი არავინ მოძრაობდა. ყინვის გამო არავინ რისკავდა ჩემს მსგავსად იდიოტივით გარეთ სეირნობას. საკმაოდ გვიანიც იყო. ამ დროს სამარშუტო ავტომანქანებიც იშვიათად დადიოდნენ. თვალებით  გამვლელებს უიმედოდ ვეძებდი, რომ ვინმეს შევკედლებოდი და თავიდან ამერიდებინა  მოსალოდნელი უბედურება.

ვანშოთების კრებულიWhere stories live. Discover now