დაქირავებული სიყვარული

2K 133 195
                                    

ვიცი, რომ მელოდით.. 👀🫣

ხოდა მოვედი 🌚

(8000-ზე მეტი სიტყვა დაგიწერეთ და მეტი არ მინდა, რომ შემოვალ კომენტარები არ დამხვდეს!!!

პს. დავოუთებაც ნუ დაგავიწყდებათ! 💋)

************

როცა სახლში სამსახურიდან კვლავ განადგურებული დავბრუნდი, გამწარებულმა მივიჯახუნე ოთახის კარი და მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს ერთიანად ძირს გადმოვუძახე.

-ჯიმინ რა მოხდა? კარგად ხარ? -რამდენჯერმე ფრთხილად მომიკაკუნა კარზე ჩემი ოთახის მეზობელმა და უახლოესმა მეგობრმა, რადგან იცოდა, როცა სამსახურში ასე მამწარებდნენ მთელი არსებით მინდოდა ტირილი და სახლის თავზე დამხობა. -მისმინე, კაკაოს მოგიმზადებ, შენ კიდევ გამოდი, შხაპი მიიღე და ყველაფერი მომიყევი.

თეჰიონი მართალი იყო. ცრემლებით და ყვირილით ვერაფერს შევცვლიდი. იუნგი მაინც ყველაზე დიდი ნაბიჭვარი იყო, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ და ამას არაფერი ეშველებოდა.

ოთახიდან თავდამძიმებული და თვალებჩაწითლებული გამოვედი. თეჰიონს ჩემთვის ჩემი თბილი საღამურები და პირსახოცი დივანზე დაეტოვებინა. თვითონ კი სამზარეულოში ტრიალებდა.

ბანაობის შემდეგ თეჰიონს გვერდით მივუჯექი. ტელევიზორთან იჯდა და მე მელოდებოდა.  კალთაში თბილი სითხით სავსე ჭიქა, რომ ჩამიდო თვალებში ცრემლები ჩამიდგა. ყოველთვის,  როცა თავს ასე საშინლად ვგრძნობდი მხოლოდ მას გამოსდიოდა ჩემი დამშვიდება და მდგომარეობიდან გამოყვანა. ფეხზე წამოდგა, მხრებიდან პირსახოცი მომაცილა და თმის გამშრალებას შეუდგა.

-მიდი, დაიწყე.

-დღეს იახტაზე ვიყავით. წესით მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამშრომელი უნდა ვყოფილიყავით. იტალიელ კომპანიონებთან გვქონდა შეხვედრა. მაგრამ იუნგიმ, როგორც ყოველთვის ახლაც თან წამოათრია ის ბოზი. უნდა გენახა რა ეცვა. ნამდვილ კახპას ჰგავდა. მთელი საღამო შარვალზე ეხვეოდა. ღმერთო, საშინლად ამაზრზენია მათი ყურება ყოველდღე! ძალიან დავიღალე. -დრამატულად ამოვიოხრე.

ვანშოთების კრებულიWhere stories live. Discover now