Blame

1.2K 80 93
                                    

(ძველ დრაფტებს გადავხედე და თურმე ეს დასრულებული მქონია და არ მედო.... ;დ

ცოტახანი იდოს მერე წავშლი ;დდ)

ცხვირის ნესტოებში თმის ღერების შეგრძნებას გონს მოვყავარ და ვცდილობ სახე ბალიშზე ხახუნით მოვიფხანო, რომ არ გამოვფხიზლდე, მაგრამ ინსტიქტურად მაინც ვახელ თვალებს და როგორც კი ქერა თმებს ვხედავ უნებურად მეღიმება.

ნაცნობი სურნელის ტკბობას მოწყურებული ახლოს ვიწევი და ჩემს წინ მწოლიარე ტასიას ხელებს გარშემო მხვევ, მკერდზე ვიკრავ და მის თმაში ვრგავ სახეს.

მხოლოდ რამდენიმე წამი მჭირდება იმის გასააზრებლად, რომ არც ანასტასიას სუნი ასდის, თმაც მოკლეა, სხეული კი... ამის დედაც! მას მკერდი არ აქვს?

პანიკურად ვიწევი უკან და საბანში გახვეულ ქერათმიანს ფრთხილად ვწევ საბანს სახიდან. შოკისგან გული ისე სწრაფად მიცემს მგონია მალე ნეკნებს გამომიმტვრევს. ამის დედაც! რა მივქარე?! ხელს სახეზე ვიფარებ და ვცდილობ ხმა არ ამოვიღო და არ გავაღვიძო ჩემს გვერდით მძინარე ბიჭი, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ვხედავდი.

თავში თავდაცვითი ინსტიქტები მერთვება და საწოლიდან მოჩვენებასავეთ ვძვრები - ფრთხილად და უხმაუროდ. სხეული უცნაურად მითრთის შიშისა და აღელვებისგან. ჯანდაბა! ჯანდაბა! ეს როგორ მოხდა? ვცდილობ გავიხსენო, თუმცა წინა ღამის მოგონებებიდან ყველაფერი ბუნდოვანია. მხოლოდ ის მახსოვს, რომ კლუბში ბიჭებთან ერთად ვიყავი, მერე ბევრი დავლიეთ, მერე კიდევ დავლით, მერე კიდევ და ამის დედაც! სად ჯანდაბაშია ჩემი საცვლები, ან სად ვარ საერთოდ? გამწარებული ვირტყამ თავში ხელს, რომ რამე ხელჩასაჭიდი მაინც გამახსენდეს, მაგრამ თავი ცარიელი ქვევრივით მაქვს.

ისე ფრთხილად ვიცმევ აბაზანაში შეყუჟული, რომ ვცდილობ შრიალის ხმაც კი არ გამოვცე. ფეხის ცერებით მივიპარები გასასვლელთან და როგორც კი კარს ვაღებ ქარიშხალივით ვუჩინარდები ნომერიდან. კიდევ კარგი ტელეფონი მაინც, რომ შემომრჩა.

ვანშოთების კრებულიWhere stories live. Discover now