I wanna be yours

1.6K 101 112
                                    

აი, ხომ არიან ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები და შენთან დაკავშირებული ხალხის მთელი ქსელი, მაგ ქსელში კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც პირადად არ იცნობ მაგრამ დაგსიზმრებიან.

შენი სახელიც არ იციან, მხოლოდ უნივერსიტეტის მიმავალ გზაზე, რომ ხედავ ხოლმე, დგას მეტროში ან ავტობუსის გაჩერებასთან. შენ შენი საქმე გაქვს, იმას მითუმეტეს, მაგრამ მერე სიზმარში მოდის და ცხენების სახეობებს გასწავლის და როცა არაბულამდე მივა სამყარო ნგრევას იწყებს, ცა იბზარება და ბზარებიდან წყალი წვეთავს, სანამ ყველაფერს წარღვნა წაიღებს მიყვირის რაღაც უნდა გითხრაო, მაგრამ მოვარდება ტალღა, იტაცებს და უცებ იღვიძებ, თურმე გეფსია ბოლო ორი საათია.

ან სხვა ვარიანტიცაა, საფრანგეთის რევოლუციაში ხარ და ბარიკადებზე რომ ადიხარ უცებ შორს ხედავ, მორბის და რასაც გამოცდება ყველაფერს ცეცხლი ეკიდება, გიყვირის რაღაცის თქმა მინდაო, მაგრამ ამ დროს რბილდება მიწა, იწყებს შენს ჩათრევას, სანამ მოაღწევს შენამდე, უკვე ჩაკარგული ხარ და უცებ იღვიძებ, თურმე საწოლიდან ვარდები.

ჰოდა ასეთი სიზმრები მიტრიალებს, ადამიანს კი არ ვიცნობ ნორმალურად, დგას თავისთვის გაჩერებაზე, მე კიდე მინდა მივიდე ვკითხო რის თქმას ცდილობს. მარა გიჟი ვეგონები და მართალიც იქნება. წარმოიდგინეთ მის ადგილას თავი აბა.

გუშინწინ ხდება ასეთი რამე, რომ როგორც იქნა ვბედავ ბოლოსდაბოლოს. მასთან მივდივარ. ჯერ ვეკითხები რომელი საათია მეთქი. ისე რა, ნიადაგის მოსასინჯად. ისიც მობეზრებით მპასუხობს. ვამჩნევ დიდად საუბრის სურვილი, რომ არ აქვს. არადა უნივერსიტეტის ეზოში და ბუფეტში სულ მხედავს ხოლმე. დედამისიც ხშირად მოსულა ჩვენთან დედაჩემის სადღესასწაულო ნამცხვარზე.

საბოლოდ დღეებისა და კვირეების განმავლობაში ნაკრეფი ძალისხმევითა და მობოდიშებით ვუხსნი, რომ ძაან უცნაური და უჩვეულო კია, მაგრამ სიზმარში გხედავ ბოლო დროს და რას უნდა ნიშნავდეს მეთქი?

ვანშოთების კრებულიWhere stories live. Discover now