•თავი 4•

378 38 26
                                    

ვგრძნობ როგორ მიახლოვდება და მკლავში მავლებს ხელს, ვცდილობდი თავი დამეხსნა მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, ძალით მომაშორა ჯიმინს და ამაყენა.

"ხელი მანახე, გტკივა?" გაჭრილ ხელს იღებს და თავის ხელს ატარებს, ვცდილობ თავი შევიკავო და მის მკლავებში არ დავდნე.

"ახლა ფიქრობ მასზე ხომ?" ჯიმინი ჩემს გვერდით დგება და ხელს მკიდებს.

"მე მასზე სულ ვფიქრობ" ვცნობ ამ ეჭვიან ხმასა და გამოხედვას, არ ვიცი რატომ მაგრამ ჯონგუკი მასზე თავიდანვე ეჭვიანობდა, არ მოსწონდა მასთან რომ ვიყავი.

"მასე რომ ყოფილიყო, ახლა იქ სხვა გოგოსთან ერთად არ იდგებოდი და არ აკოცებდი, წამოდი შ/ს" უკან მექაჩება, მეც წასაყოლად ვემზადები მაგრამ მეორე ხელზეც ვგრძნობ ჩაჭიდებას.

"ის არსად წამოვა" ჯიმინს ამაზე ჩაეცინა.

"აიძულებ აქ დარჩეს და თქვენ ორის ფლირტს უყუროს?"

"ის ჩემთან მოდის" მისკენ მექაჩება, ახლა მე უნდა გადავწყვიტო ვის გავყვები, გული კის მეუბნება, გონება კი არას. ამჯერად და ცხოვრებაში პირველად ჯონგუკთან მიმართებაში, გონებას მივენდე.

"ჯიმინთან ერთად წავალ" ხელი გავაშვებინე, მისი სახისთვის არ შემიხედავს, ამის ნაცვლად ის მომღიმარი სახე გავიხსენე, იონჯუს რომ უღიმოდა, როცა მეგონა ეს ღიმილი მხოლოდ მე მეკუთვნოდა. მან დამპირდა რომ ასე მხოლოდ მე შემომხედავდა, მაგრამ პირობა დაარღვია.

მანქანაში ვისხედით, ჯიმინი სპეციალურად ატარებდა ნელა. ცივი ქარი ნაზად მეხებოდა სახეზე, ხელს ფანჯრიდან ვწევ და ქარს ვაძლევ საშუალებას თითქოსდა ხელი ჩამომართვას.

და ახლა რა მოხდებოდა? დავშორდებოდით? რაც არ უნდა გაბრაზებული ან უფრო ნაწყენი ვიყო მასზე, მის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია. ის დიდი ხანია ჩემი ჟანგბადი გახდა, მის გარეშე ვერ ვისუნთქებ.

Do you love me?Where stories live. Discover now