•თავი 8•

295 36 11
                                    

საშინლად არეული ვარ, უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო. რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული? უკვე საკმარისი გამოვიარე, არ ეყო ბედს ჩემთან თამაში?

გაბრაზებულ და განაწყენებულ გულზე დალევა ცუდი გადაწყვეტილებაა, რატომ? რადგან უმეტესად აკეთებ იმას, რასაც სიფხიზლეში ვერ გააკეთებდი. სწორედ ეს არის მიზეზი, ჩაძინებულ ჯიმინს რომ მოვპარე მანქანის გასაღები და სახლიდან ჩუმად გავიპარე.
გზად თან ვლოცულობდი პოლიციას არ გამოვეჭირე, რადგან აზრზე არ ვიყავი წესებს ვარღვევდი თუ არა. საბედნიეროდ გადავრჩი, მაგრამ საინტერესოა შიგნით შესვლით თუ გადავრჩები.

მანქანიდან გადმოვდივარ და ჯეონების სახლს გავყურებ, რომელიც სასახლეს უფრო მოგაგონებდათ მისი სიდიდიდან გამომდინარე, შინაგანად ვგრძნობ არასწორად რომ ვიქცევი, ასე მალე არ უნდა მოვახდინო რეაგირება, მაგრამ თავშეკავებულობით არ გამოვირჩევი, ასე რომ სიამაყით მივაბიჯებ შესასვლელისკენ.

"ვის ბრძანდებით?" მეკითხება იქვე მდგარი მცველი, თავიდან ვაიგნორებ და ნაბიჯების გადადგმას ვაგრძელებ, მაგრამ მკლავზე მიჭერს და კითხვას მიმეორებს. "ჯონგუკთან მოვედი, გამიშვი!" არ ვიცი ამ საწყალ მცველს რას ვერჩი, ის ხომ თავის მოვალეობას ასრულებს, სწორედ ამაში უხდიან, მაგრამ ახლა მე ვერაფერი შემაჩერებს. 

კარებზე ზარს ვრეკავ და ველოდები, მალევე ჯონგუკის დედა მიღებს კარს. სახეზე გაფითრდა და რამოდენიმე წამი მე მიყურებდა, შემდეგ უკან გაიხედა და მომიახლოვდა. "აქ შენი ყოფნა არ შეიძლება შ/ს, ახლა არა." სანამ შევეპასუხებოდი, მის უკან კიდევ ერთი ადანიანის ჩრდილი გამოჩნდა, ვინ იქნებოდა ეს თუ არა იონჯუ. ქედმაღლურად, მოდელივით მოაბიჯებდა ჩემსკენ, ღმერთმა უწყის იმ წამს როგორ მინდოდა იმ ქერა თმებით მეთრია.

"შენ თეჰიონის და არ ხარ?" ისეთი ხმამაღალი ტონით თქვა, მომეჩვენა რომ ყველა სახლში მყოფთაგანმა გაიგო.

Do you love me?Место, где живут истории. Откройте их для себя