•თავი 9•

362 41 24
                                    

ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში, აწ უკვე ჩემი საყვარელი წყვილის წინ ვზივართ მე და ჯიმინი ხელჩაკიდებულები.
საერთოდ ვინმესთვის რომ მეთქვა ჩემი შეყვარებული თავის საცოლესთან და მე კიდე ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად რომელიც შეყვარებულად გავასაღე პაემანზე ვიყავი მეთქი, არ დამიჯერებდა. მეც სასაცილოდ მეჩვენება ეს სიტუაცია, მაგრამ სრულიადაც არ მეცინება, პირიქით.

"რაღაც უხერხულობას ვგრძნობ, რა ხდება?" თავს მაღლა სწევს იონჯუ და თმებს ისწორებს.

"ორმაგი პაემნის ბრალია"  სწრაფადვე ვპასუხობ და ჯიმინს ისევე ვუახლოვდები როგორც ჩემს წინ მსხდომები არიან. 

"რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?" წინასწარ არაფერი მოგვიფიქრებია, მაგრამ ეს არაფერია.

"2 თვე" შინაგანად რაღაც გულს მიღრღნის, მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო და აქაურობას სასწრაფოდ გავეცალო, არ შემიძლია ამ ორის ასეთი სიახლოვის ყურება, სადაცაა კალთაში ჩაუხტება.

"რაღაც არ გავხართ წყვილს" ხმას იღებს ჯონგუკიც, მაგიდის ქვეშ კი ჯიმინის ხელი მთელი ძალით მიჭერს, მეორე ხელით ვცდილობ მის დამშვიდებას.

"რატომ? რადგან აღზნებული თინეიჯერებივით არ ვიქცევით როგორც თქვენ?" ჯიმინი არ ცდება, მართლაც ასე იქცევიან და ეს ძალიან შესამჩნევია, ის არც კი ცდილობს ამისგან თავი შეიკავოს, პირიქით ნებას აძლევს იონჯუს მის სხეულზე დაასეირნოს ხელები და მის ბარძაყსაც კი შეეხოს. 

"ოჰ ასეთი შესამჩნევია? მოგვიტევეთ, გუშინ ბოლომდე ვერ დავასრულეთ დაწყებული და.. კარგი მოდი სჯობს რამე შევუკვეთოთ." ჯონგუკი მიყურებს, მიყურებს და არც კი რცხვენია. მის თვალებში სინანულს ვერ ვხედავ, მხოლოდ ბრაზს იმის გამო რომ ჯიმინთან ერთად მოვედი. მინდა აქვე ვითრიო თმებით ის ქერა და მისი საქმროც ზედ მივაყოლო.

"საყვარელო რას შეჭამ?" ჯიმინი ხელს მკიდებს და ღიმილით მიყურებს, წამით დავიბანი ზედმეტ სახელის გაგონებისას მაგრამ მაშინვე ავიკარი სახეზე ყალბი ღიმილი.

Do you love me?Où les histoires vivent. Découvrez maintenant