•თავი 7•

332 37 12
                                    

/- pov

რომ იტყვიან, წამები წუთებად გაიწელაო, ჩენს შემთხვევაში საათებად მომეჩვენა. ჯინის დასმულ კითხვას, ჯონგუკი არ სცემდა პასუხს ეს კი მაგიჟებდა, შინაგანად მღრღნიდა გულს, სადაცაა ფრთხილების კვნეტასაც დავიწყებდი, მაგრამ თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდე.

"არ ვიცი" გაისმა ტელეფონიდან მისი ხმაც, ჩემი ძლივს დამშვიდებული გული კი ისევ აფორიაქდა, რად ნიშნავს არ იცის? ანუ არ არის დარწმუნებული და შეიძლება ის მოსწონდეს. ამაზე გაფიქრება თმებს ყალყზე მიყენებდა.

"ანუ შესაძლოა რომ ის მოგწონს?"

"კი" თითქოსდა ჩემში შინაგანად რაღაც გაჩერდა, თვალი ტელეფონზე გამიშტერდა, მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, მაგრამ ამ წამს ეს არ შემეძლო.

"და /? "

"ჯინ რა ხდება? მოვრჩეთ ამაზე საუბარს" ამის შემდეგ ტელეფონიც ითიშება, მე კი ისევ ერთ წერტილს მივჩერებივარ, გონება არეული და უაზრო ფიქრებით მქონდა მოცული, ან შეიძლება სულაც არ იყო უაზრო.

რატომ არ უპასუხა ჯინს ბოლო კითხვაზე? ნუთუ აღარ ვუყვარვარ? ის წაკლა შეუყვარდა? მშვენივრად მესმის რომ მოწონება და შეყვარება ორი სხვადასხვა მცნებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის მთქმელიც არ არის დარწმუნებული რას გრძნობს მისდამი, შესაბამისად მაქვს ამის გაფიქრებოს უფლებაც. უეცრად ხელებს თმებში ვიცურებ, მასაჟს ვიკეთებ რათა საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოვუწოდო და რაღაც საშინელება არ გავაკეთო.

მაშინვე იონსუს ვურეკავ, სასწრაფოდ მჭირდება ვინმე, ვისაც გულს გადავუშლი, ერთადერთი ვარიანტი კი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ანერვიულებული მთანხმდება და დარწმუნებული ვარ მაშინვე გამოიქცა როცა ვუთხარი სასწრაფო რომ იყო და სადაცაა გავაფრენდი.  ძალიან კარგად მიცნობს იმისთვის რომ ვერ მიმხვდარიყო მართლა სერიოზული საქმე რომ არ მქონოდა ასე არ ვეტყოდი. სანამ მოვიდოდა, იქით-აქეთ სიარულს მოვყევი, გონება იმდენად არეული მქონდა ერთი ჯანსაღი აზრიც კი ვერ ჩამოვაყალიბე მის საქციელთან დაკავშირებით.  
კარებზე კაკუნი და ჩემი ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო.

Do you love me?Où les histoires vivent. Découvrez maintenant