მისი ხმა მთელ ჩემს ტანში უცნაურ შეგრძნებებს იწვევს, მაჟრიალებს და გული გამალებით იწყებს ცემას.
"არასდროს მიმატოვო გუკ" უფრო ძლიერ ვეხვევი და თვალებს ვხუჭავ
...
დილით სახეზე შეხება მაღვიძებს, თვალებს ნახევრად ვახელ და პირდაპირ ჯონგუკის მზერას ვეგებები."ძილისგუდავ" მიღიმის და მკოცნის
"არ ვარ ძილისგუდა" ტუჩებს ვბუშტავ და მის საპირისპიროდ ვტრიალდები.
"საერთოდ არა" უკნიდან მისი სხუელის მოახლოებას ვგრძნობ, ხელებს წელზე მიცურებს და სახეს ჩემს ყელში რგავს.
"რამე მოგიმზადო?"
"კი" ყელში მკოცნის და დგება.
"სერიოზულად მხოლოდ ბოქსერებით?"
"რაიყო თვალს ვერ მაშორებ?"
"ეგ სხვაა და თუ ჩემმა ძმამ მოგვისწრო"
"ჩათვალე საცურაო კოსტუმია"
"გუკკ"
"კარგი კარგი" მხოლოდ შარვალს იცმევს და ოთახიდან გადის.
მეც მალევე ვდგები, ვემზადები და სამზარეულოში შევდივარ. გემრიელ სურნელს მაშინვე ვგრძნობ, ღიმილით ვუყურებ ჯონგუკს რომელიც მაგიდაზე აწყობს ყველაფერს.
"იცოდე შეფასება არც კი გაბედო" საჩვენებელ თითს ჩემს ცხვირთან იქნევს.
"ჰო კარგი, დღეს რა გეგმები გაქვს?"
"კომპანიაშია რაღაც მოსაგვარებელი" გადაყლაპვის მერე წყალს აყოლებს საკვებს.
"ამ ბოლო დროს ძალიან დაკავებული ხარ ხომ?" წარბს მაღლა ვწევ და ამას მისი ხვნეშაც მოყვება.
"არც მე მინდა მაგრამ ასე გამოდის"
მას შემდეგ რაც ჯონგუკი საპირფარეშოში გავიდა, შ/ს ინტერესით დაჰყურებდა ტელეფონს რომელზეც შეტყობინებები გაუჩერებლად მოდიოდა, თავს ძალას ატანდა რომ ეს არ გაეკეთებინა, ეს არასწორი იყო, მას უნდა ენდოს.... რაც დღითიდღე უფრო რთული ხდება. ჩუმად იღებს ტელეფონს და ხსნის, აღმოჩნდა რომ იონჯუ წერდა.
YOU ARE READING
Do you love me?
Romance🔞🔞🔞 სწორი ადამიანი, არასწორ დროს, ან იქნებ არასწორი ადამიანი, არასწორ დროს. ვინ იცის?