•თავი 2• (18+)

662 39 11
                                    

"შ/ს გთხოვ მომეცი ახსნის საშუალება"

"იმდენად დაკავებული იყავი მოწერაც ვერ მოახერხე ხომ?" ოთახში იქით-აქეთ დავდიოდი.

"ტელეფონი დამჯდარი მქონდა, აღმოჩნდა რომ დღეს იონჯუს მამის კომპანიაში წვეულება იმართებოდა, მთელი ოჯახი დაგვპატიჟეს, ხო თავს საშინლად ვგრძნობდი იმის გამო რომ ვერ მოვდიოდი, ამიტომაც დავლიე და დავთვერი" მინდა კარი გავაღო და ვუთხრა რომ ვპატიობ, მაგრამ გონება არ მაძლევს ამის საშუალებას.

"პატარავ გთხოვ" არა ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, კარს ვაღებ და ძლიერად ვეხუტები. თვითონ ხელებს წელზე მხვევს და მატრიალებს.

"გთხოვ ისე აღარასდროს შემომხედო, მეგონა გძულდი" ვკოცნი და უფრო ძლიერ ვეხვევი.

"მე კიდევ გთხოვ რომ მეტჯერ აღარ მთხოვო რამე, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, როგორ შევძლებდი ასე მალე შენს შეძულებას" ძირს მსვამს და ჩემს სახეს ხელებში იქცევს.

"ახლა მეტყვი სად იყავი გუშინ?" თვალებს ვატრიალებ, როდემდე უნდა გააგრძელოს მასზე ეჭვიანობა, მილიონჯერ მაინც მაქვს ნათქვამი რომ მხოლოდ მეგობარია.

"მე იონსუ და ჯიმინი ერთად ვსვამდით" ამაზე ხვნეშის.

"კარგი გვეყოს წამოდი რამე ვჭამოთ" ხელს ვკიდებ და სამზარეულოსკენ მივათრევ.

სანამ ვამზადებ, უკნიდან მეხუტება და ყელში მკოცნის, სხეულზე ტაო მაყრის და ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ რთულია.

"მზადაა" ერთად ვსხდებით.

"საყვარელო"

"ჰმ" თავს მისკენ ვატრიალებ, უცებ მკოცნის შემდეგ კი ჭამას იწყებს. უკვე მიჩვეული ვარ ამას, მაგრამ მაინც რეაქციის გარეშე ვერ ვტოვებ.

"დღეს აქ დავრჩები" გამიხარდა, სრულიად გადამავიწყდა წყენა.

ჭამის შემდეგ ჩვენი საყვარელი დორამის ყურებას ვაგრძელებთ, მე მის კალთაში ვზივარ მასზე მიხუტებული. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა დორამა საერთოდაც არ მაინტერესებს.

Do you love me?Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang