•თავი 1•

717 56 33
                                    

დღეს ჩვენი ერთად ყოფნის წლისთავია.
დასახვედრად მოვემზადე, მისი საყვარელი საჭმელები მოვამზადე. ყოველთვის მეუბნება რომ ჩემი გაკეთებული საჭმელები ერთერთია რაზეც გიჟდება და ვერასდროს შეელევა. მის ამ წარმოთქმულ სიტყვებზე მუდამ ვწითლდები, თუნდაც 100 წელი გავიდეს, ეს ისევ ასე დარჩება.

წუთები საათებად იწელება, საათები კი წლებად, ის კი არ მოდის.

ყველაფერი გაცივდა, მეც დავკარგე განწყობა, მაგრამ მაინც ველოდი, მჯეროდა რომ მოვიდოდა, მან დამპირდა.

შემეძლო ნებისმიერ დროს მეპატიებინა მსგავსი რამ, მაგრამ არა ახლა, არა ამ დღეს.

არ ვიცვლი, არც სუფრას ვალაგებ. უბრალოდ დივანზე ვჯდები და ტელეფონს ვამოწმებ, არანაირი ზარი, არანაირი შეტყობინება, ასე არასდროს მოქცეულა. ყველაზე საშინელება ის არის რომ არ შემიძლია დავურეკო, მივწერო, რატომ? რადგან შესაძლოა მისმა საცოლემ ნახოს.

გვერდით ვისვრი და თავს მუხლებში ვრგავ. ვიხსენებ იმ მომენტს, სიყვარული რომ ამიხსნა. 
სანაპიროზე, ბუსანში წამიყვანა, ძალიან ციოდა, ამიტომ მისი პალტო მათხოვა, მასაც თხლად ეცვა, დავიჟინე მაგრამ მაინც არ გამომართვა უკან. დაბნეული ვიყავი, სანამ ჩვენს წინ სანთლებით განათებული ადგილი არ შევნიშნე, გაოცებული შევხედე. წინ წავიდა და იქვე დადებული გიტარა აიღო, ტირილის ზღვარზე ვიყავი. სიმღერა დაიწყო, მისმა ხმამ მთელი ჩემი სხეული მოიარა და ათასგვარი გრძნობა დამიტოვა, ჟრუანტელმა დამიარა, შინაარსს როცა ვიაზრებდი, ცრემლები შეუჩერებლად მომდიოდა თვალებიდან.

პირველი თვე სრულიად კარგად მიდიოდა, სანამ არ გამოჩნდა იონჯუ.
მამამისი კატეგორიული კაცია, მდიდარი და გავლენიანი, დედამისი კი ძალიან საყვარელი ქალია, სწორედ ამიტომ გამაცნო გუკმა დედამისი და არა მამამისი. მას დღემდე არ შევხვედრილვარ პირისპირ.
ხანდახან ვფიქრობ იმ კაცს თავისი სიმდიდრე უფრო უყვარს ვიდრე თავისი ვაჟი. მისდა საწინააღმდეგოდ დანიშნა გოგოზე, რომელსაც არც კი იცნობდა, წინააღმდეგობის გაწევა დედამისის გამო ვერ შეძლო, არც კი მინდა წარმოვიდგინო რას უზამდა იმ საწყალ ქალს, ხო ალბათ მიხვდით რომ არც ის უყვარდა.

Do you love me?Donde viven las historias. Descúbrelo ahora