ორივე ვწესრიგდებით, ნუ ჯერ რა თქმა უნდა ჯონგუკი. დგება და საჭმლის მოსამზადებლად მიდის მე კი კიდევ ცოტახნით ლოგინზე ვწევარ, ადგომისთანავე ვგრძნობ ფეხების კანკალს, ვცდილობ დავაიგნორო და ჩაცმას ვიწყებ. ოთახიდან გასვლისას გემრიელი სურნელი მეგებება, მეღიმება და სამზარეულოსკენ მივიწევ.
"გემრიელი სურნელი კი ტრიალებს, მაგრამ გემოც ვნახოთ" ვკოცნი და მაგიდასთან ვჯდები
"ოჰ მოხარული ვიქნები შეფის ინტიქტებს თუ არ ჩართავ" მიღიმის და ჩემს მოპირდაპირედ ჯდება.
"ვეცდები" ჭამას ვიწყებთ, ნუ არ შემიძლია არ ვთქვა, კარგად ამზადებს.
"თავს ხომ კარგად გრძნობ?" მზრუნველი მზერით მეკითხება, ვუღიმი და ვპასუხობ, "აჰამ, ზედმეტადაც კი"
"კარგი წამოდი რამეს ვუყუროთ" მაყენებს და სამზარეულოდან გავდივართ, თითქმის 1 საათს მხოლოდ არჩევას ვუთმობთ, რადგან აღწერაზე გვეცინება.
"რამე თუ გამეგოსს.."
"ჩემი პატარა წუნია ხარ, კარგი ამაზე რას იტყვი? nevertheless" უხერხულად ვუღიმი.
"მოდი აი ეს იყოს, სულების ალქიმია, საინტერესო ჩანს"
"მოიცა მაგაზე წეღან არ თქვი არ მინდაო?"
"ახლა მინდა, მიდი მიდი ჩართე"
ისე ღამდება ვერც კი ვამჩნევთ, ჯონგუკის მკერდზე მიხუტებული, ხან ვიცინი ხან კი ათასგვარ რაღაცეებს წამოვროშავ ხოლმე რასაც ორივეს სიცილი მოყვება.
"გუკ მომეძინა"
"წამოდი დავწვეთ" შუბლზე მკოცნის და ხელში აყვანილი შევყავარ ოთახში.
"ძილინებისა საყვარელო"
"ძილინებისა გუკ" ვკოცნი და დასაძინებლად ვბრუნდები.
...
გაღვიძებისას, ყველაზე საშინელი გრძნობაა შენს გვერდით სიცარიელის შეგრძნება, როცა გუშინ ღამით ის სავსე იყო. მალევე მშვიდდები როცა ოთახში წელს ზემოთ შიშველი, ქვემოთ პურსახოც შემოხველი და სველ თმიანი ჯონგუკი შემოდის. ოჰ როგორი სექსუალურია! და მხოლოდ ჩემი!
VOUS LISEZ
Do you love me?
Roman d'amour🔞🔞🔞 სწორი ადამიანი, არასწორ დროს, ან იქნებ არასწორი ადამიანი, არასწორ დროს. ვინ იცის?