¤8¤

617 91 16
                                    


~¤~

ჯონგუკი გონიერი ახალგაზრდა იყო და ეს მაშინვე შენიშნა კიმმა, როცა გასაუბრებაზე შეხვდა მას.
ადვილად შეეძლო სიტუაციის ადგილზე გაანალიზება და განაწყვეტილების მიღება. მისი გონება სწრაფად მუშაობდა, იმდენად მაინც, რომ შთაბეჭდილება მოეხდინა ალფაზე.
ახლა ცხარობდა ბიჭზე, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ იცოდა ჯონგუკის შესაძლებლობების შესახებ, სწორედ იმიტომ რომ სწორედ ეს თვისებები ხიბლავდა მასში, როგორც ქვეშემრდომში, ვერ გაცხარდებოდა იმდენად, რამდენადაც ალბათ საჭიროება მოითხოვდა. ამიტომ გადაწყვიტა ზედმეტად არ შეევიწროებინა ახალგაზრდა. იცოდა, მცდელობის მიუხედავად მაინც იპოვიდა გამოსავალს ბიჭი და ვინ იცის, იქნებ ისევ თავად დარჩენილიყო არახელსაყრელ მდგომარეობაში.
ერთი კვირაც მალე ჩაივლიდა, შემდეგ კი სრულად მისი იქნებოდა ჯეონი. რაღაც უნდა დათმო, რომ უფრო დიდი რამე მიიღო.

სასტიკად აინტერესებდა რა ესაქმებოდა იმ ღამით ჰოსოკს და ჯონგუკს ერთად სასტუმროში. ბევრი ფიქრი არ ჭირდებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო გვიან ღამით ორი ფენოტიპი განმარტოებით, არც იმაში იყო დარწმუნებული რომ ამის დაზუსტებით ცოდნა ჭირდებოდა, თუმცა თუ ჯონგუკს ვერ დაუწესებდა ამ ერთი კვირის მანძილზე საზღვრებს, ერთი სვლით წინ მაინც უნდა წასულიყო და სიტუაცია თავის მეგობართან გაერკვია. ხაზგასმით უნდა ეთქვა, რომ ჯონგუკი ხელშეუხებელი იყო და მასთან არაფერი ეცადა ჰოსოკს.

-პირველად არ ხდება, რომ სამუშაოს საათებში პოულობ თავისუფალ დროს, მაგრამ ზურგის ტვინით ვგრძნობ, რომ ახლა მიზეზი განსაკუთრებულია.

იმ საავადმყოფოს კაფეტერიაში ისხდნენ, სადა ჯანგ ჰოსოკი მუშაობდა. დიდი სურვილი ჰქონდა კიმს, სადმე უფრო მყუდრო ადგილზე განმარტოებულიყო მეგობართან ერთად, მაგრამ მისგან განსხვავებით პოსტს მაშინ ვერ დატოვებდა ჯანგი, როცა ამას მოისურვებდა.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now