¤13¤

680 96 20
                                    

~¤~

  დიდხანს არ უფიქრია დარჩენა-არდარჩენაზე. თეჰიონი გაიგულა თუ არა სახლიდან, მაშინვე წასასვლელად მზადება დაიწყო.
საკუთარ ბინაში შესულმა, შვებით ამოისუნთქა. უბრალოდ ჟანგბადის ნაკლებობას გრძნობდა აქამდე. თეჰიონის სახლში ყოფნა იმდენად ავსებდა, რამდენადაც ამძიმებდა და მიუხედავად კარგი ძილისა, მაინც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, აქაოდა მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.
საწოლზე მოწყვეტით დაეცა გულდაღმა. კიმთან გატარებული ყოველი წუთი თვალწინ უტრიალებდა და იმაზე ფიქრი, რომ თეჰიონმა ყველაფერი იცოდა თავ-გზას უბნევდა.

სადამდე აპირებდა ალფა თავის მოტყუებას, სადამდე იყო უსაფრთხოდ ჯონგუკი?
თეჰიონის სურვილებს აშკარად კითხულობდა ომეგა და წამით არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ალფასთვის სასურველი იყო ამ წამს. შეიძლება ხვალაც, მაგრამ რა მოხდებოდა თუ ნიშნის ეფექტი გაივლიდა და ეს ყველაფერი სხვაგვარად, ცუდი დასასრულით შემოუტრიალდებოდა ჯონგუკს.
სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ ნიშანი ძალას მანამ დაკარგავდა, სანამ თავად არ იტყოდა უარს თეჰიონზე, თუმცა იმის ფიქრი რომ მომავალი არ ჰქონდა ამ ურთიერთობას, ყველაფერს ართულებდა, ბუნდოვანს ხდიდა.

საქმე მარტო თეჰიონის სურვილებში არ იყო. თავად ჯონგუკმაც არ იცოდა ზუსტად რა სურდა ალფასგან.
დაუგეგმავ ურთიერთობას, სწორედ ასეთივე გაგრძელება ჰქონდა და რა თქმა უნდა არც დასასრული ექნებოდა განსხვავებული.
ვერ უარყოფდა, ალბათ სასურველი მეწყვილე იქნებოდა ალფა, მათი გზები სხვაგვარად რომ გადაკვეთილიყო და ახლაც, ამდენად გამოუვალ სიტუაციაშიც, ჰქონდა მომენტები როდესაც აღფრთოვანებასაც კი გრძნობდა იმის გამო რომ კიმ თეჰიონი იყო ის ერთადერთი. ეს მანამ, სანამ საღად აზროვნების უნარი დაუბრუნდებოდა.
ალფაზე ყველაფერი იცოდა და თან არაფერი.
პროფესიონალი იყო თავის საქმეში ჯეონი, მაგრამ კიმის ემოციები მისთვის მიუწვდომელ და გაუაზრებელ ფენომენად რჩებოდა.

¤mark on the ear¤Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin