~¤~
ჯიმინი მის წინ იჯდა, უღიმოდა. თავად კი მხოლოდ ჯონგუკი უტრიალებდა გონებაში.
ბეტასთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა უკვე და ავად თუ კარგად, მასზე გული მაინც შეტკიოდა, ამასთან თავს იიმედებდა, რომ მათი დაშორება უპრობლემო და უმტკივნეულო იქნებოდა.ჯონგუკის აცრემლებული თვალები თითქოს მის გონებაში ამოტვიფრეს, ბიჭის ეს სახე სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა მის გონებას.
როგორ უნდა მიეყენებინა მისთვის ზიანი, როცა ჯონგუკს შეეძლო ასეთი პატარა ყოფილიყო მის მკლავებში.
ყველგან ჯონგუკი იყო, მის ტვინში, მის სხეულში, ვენებში.
თავის დაღწევას არც ცდილობდა ამისგან.
მსუბუქი ნარკოტიკივით იყო ბიჭი მისთვის და ფიქრობდა, ამას მაშინ შეეშვებოდა, როცა მოისურვებდა.
მანამდე კი მიიღებდა იმ სიამოვნებას, რომელიც თვლიდა რომ ეკუთვნოდა, დაიმსახურა.-თეჰიონ!_ლამის შეიყვირა ჯიმინმა, როცა ალფას სივრცეში გაშტერებული თვალები შენიშნა.
-მაპატიე, სამუშაოზე ვფიქრობდი._იცრუა და ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ჯიმინზე ღელავდა.
-იმას ვამბობდი, მიხარია რომ კარგად ხარ. იმ ღამის შემდეგ შენს შესახებ არაფერი გამიგია და ცოტას ვნერვიულობდი.
-ჩემს შესახებ არაფერია სანერვიულო.
-მუშაობა დავიწყე..._აღფრთოვანებით თქვა ბეტამ. თეჰიონს მასთან ყოფნის დროს ყოველთვის მკაცრი სახე ჰქონდა, თუმცა დღეს განსაკუთრებით შეჰქუფვროდა გამომეტყველება, ამიტომ ცდილობდა, ცოტათი მაინც გაეხალისებინა ატმოსფერო.
-ჯიმინ რაღაც სერიოზულზე უნდა ვისაუბროთ.
-არც კი დაინტერესდები, სად ვმუშაობ?
-ჯიმინ ეგ მოიცდის._თითქოს დაღლილად ამოიხვნეშა კიმმა.
![](https://img.wattpad.com/cover/327372253-288-k46523.jpg)
CITEȘTI
¤mark on the ear¤
Fanfictionფენოტიპი და გენოტიპი_ ისინი მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, მაგრამ შესაძლოა ერთნაირი ფენოტიპის მქონე არსებებს, განსხვავებული გენოტიპი ჰქონდეთ და პირიქით. სამყაროში, სადაც მკაფიოდ არის განცალკევებული რანგები, მათ კიდევ აქვთ ქვერანგები. ფენოტიპიტურ...