¤15¤

699 90 32
                                        

~¤~

იმ ღამის შემდეგ, როცა ნამჯუნთან სარეცელის გაზიარება მოინდომა ჯიმინმა, თავს არიდებდა ალფასთან სიახლოვეს.
აპრიორი იყო, სასმელი და ბრაზი საუბრობდა იმ ღამით ბეტას ნაცვლად, თუმცა იმის მიუხედავად რომ ნამჯუნს ბოლომდე ესმოდა მისი, მაინც შერცხვენილად გრძნობდა თავს.
ერთადერთი ადამიანი იყო კიმ ნამჯუნი, რომელიც უგებდა, ან ცდილობდა გაეგო და მასთანაც ლამის დაანგრია ეს ძვირფასი ურთიერთობა.
ბრაზი არ უნელდებოდა პაკს.
რამდენჯერმე დეპრესიაში ჩავარდნილმა, თეჰიონთან მიწერაც კი გაბედა, მაგრამ შემდეგ უბრალოდ აღარ მიდიოდა შეტყობინებები ადრესატამდე. მისი ნომერი ისევე დაბლოკა კიმმა, როგორც მისი არსებობა თავის ცხოვრებაში.
ბრაზი ხშირად აბრმავებს ადამიანებს და რამდენად განსხვავებულ სამყაროსთანაც არ უნდა გვქონდეს შეხება, ეს არ ცვლის უარყოფითი თვისებების ზემოქმედებას ადამიანის პიროვნებაზე. არც ჯიმინი იყო გამონაკლისი. ის უბრალოდ დანებდა თავის ბრაზს.

-გინდა ერთად წავიდეთ?_შვებულების შესახებ საუბრობდა ნამჯუნი. ალაგ-ალაგ ესმოდა მისი სიტყვები ბეტას, რადგან შესვენებაზე გასული, ისევ საკუთარ ბოღმაში ახრჩობდა თავის სულს.

ნამჯუნმა ჯონგუკის რჩევა გაითვალისწინა და საკუთარი თავისთვის დასვენების მოწყობა გადაწყვიტა. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ჯიმინის მდგომარეობამ მოახდინა გავლენა.
უყურებდა რა ბეტას დაბეჩავებულ არსებობას, სურდა მოეცილებინა ის დარდი მისი სახიდან. წაეყვანა შორს. პრობლემებისგან და კიმ თეჰიონისგან შორს.
ეცადა, დაევიწყებინა მისთვის ალფა.

-არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგი აზრია.

თვალებში ისევ არ უყურებდა ნამჯუნს. ყავის ჭიქაზე შემოეჭდო ხელები და მოსასვენებელ ოთახში პუჰში იჯდა.

¤mark on the ear¤Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang