¤18¤

658 90 20
                                    

~¤~

  -ბატონო კიმ?_სიტყვების გაგონებისთანავე, ხმის მიმართულებით გაიხედა ჯიმინმა. ნამჯუნი, კიმ თეჰიონის პირისპირ იდგა რესტორნის შუაგულში. საკუთარი მოვალეობები სრულად გადაავიწყდა ჯიმინს.
არ გაკვირვებია კიმის იქ ხილვა და დარწმუნებული იყო, რომ რესტორანში მის გამო იყო იმ წამს.

მის გამო ... ეს აზრი მოწონდა. მისი ამოკვიატება კიმის მიმართ, არ იყო ჯანსაღი და ამას თავადაც ხვდებოდა ხშირად, მაგრამ თავს ვერ უმკლავდებოდა.
ცოტა ხნით ადრე, ნამჯუნმა უთხრა, რომ რასაც თეჰიონის მიმართ გრძნობდა, ეს სიყვარული არ იყო. ყველა სხვადასვანაირად განიცდის ამ გრძნობას, ზოგს აკეთილშობილებს, ზოგს კი აბოროტებს. გაბოროტებული სიყვარული კი სიყვარული, ვერ იქნებოდა. თავად სიყვარული ხომ სიკეთეის და სიწმინდის თანაზიარი იყო.
შეიძლება არ ცდებოდა ნამჯუნი, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა.

მათ მიუახლოვდა. ბუნდოვნად ესმოდა სიტყვები, რასაც ის ორნი ერთმანეთში ცვლიდნენ, რადგან ერთადერთი რაზეც მისი გონება იყო კონცენტრირებული, ეს თეჰიონის იქ ყოფნა გახლდათ.

არ მისალმებია ალფა, არც ნებართვა უთხოვია მის იქედან წასაყვანად. დაინახა თუ არა, მკლავში ჩაჭიდა ხელი და საპირფარეშოებისკენ წავიდა.
კარის გადაკეტვის ხმაზეც კი შეკრთა ჯიმინი, რადგან ამდენად გაცეცხლებული გამომეტყველება არასდროს ენახა თეჰიონის სახეზე.
უკვე იცოდა, რატომ იყო იქ.
უარყოფას ექნებოდა აზრი?
თუ თეჰიონმა მისი სამუშაო ადგილი გაარკვია, ესეიგი დაზუსტებით იცოდა სიმართლე, სხვაგვარად ამდენს არ ეცდებოდა.

-უკანასკნელი ძუკნასავით იქცევი პაკ ჯიმინ..._ხელები მხრებში ჩაჭიდა ალფამ ბიჭს და ძლიერად შეაჯანჯღარა._ლაჩარი ძუკნასავით, რომელსაც იმის გამბედაობაც კი არ ეყო, რომ საკუთარი სახელით დაერეკა პოლიციის განყოფილებაში.
რას ფიქრობდი, ვერ გავიგებდი? თუ იმედი გქონდა, რომ ამ ყველაფრის გამო შენ დაგიბრუნდებოდი? ჯანდაბა რა ბოდვაა!

¤mark on the ear¤Donde viven las historias. Descúbrelo ahora