¤21¤

606 87 27
                                    

~¤~

   ალბათ ყველა იმსახურებს ბედნიერ დასასრულს.
ალბათ ყველას რომ ჰქონდეს ბედნიერი დასასრული, ნაკლებად იქნებოდნენ ადამიანები გაბოროტებულები.
თვეები მიილია, რაც ნამჯუნთან გაატარა ღამე ჯიმინმა და მას შემდეგ ვერბალური ურთიერთობის გარდა არაფერი აკავშირებდა მასთან.
ერთი ღამე და ექვსი თვე გახდა საკმარისი, რომ მიმხვდარიყო რამდენად უბედურად ცხოვრობდა ნამჯუნამდე. თავისი საუკეთესო წლები იმ სიყვარულს შესწირა, რომელშიც დღეს ეჭვი ეპარებოდა. იყო კი ეს საერთოდ სიყვარული?

თეჰიონი ცუდი ჩვევა იყო, რომლის მიტოვებაც არ სურდა.
მოწონდა ცხოვრება, რასაც კიმი აძლევდა მას.
ფუფუნება, რომელშიც აცხოვრებდა.
ტკბილი საწამლავი იყო თეჰიონი, რომელიც ნელ-ნელა წამლავდა პაკის გონებას.
დღეს კი ამ საჩუქრების გარეშე, მხოლოდ ნამჯუნის თბილი ღიმილი აბედნიერებდა.
ალბათ ეს იყო სიყვარული, თუმცა ამის აღიარების ალფასთან ეშინოდა.

შიში გასაგები იყო. ფიქრობდა, რომ მისი სიტყვები ნაკლებად სარწმუნო იქნებოდა ნამჯუნისთვის, მით უფრო მას შემდეგ, რისი მომსწრეც ალფა გახდა ბეტას ცხოვრებაში.

ბევრს ფიქრობდა პაკი, რატომ იყო რომ ნამჯუნი მას შემდეგ არაფერს ცდილობდა მასთან. თითქოს ის ღამე მივიწყებას მიეცა და დიდრონი ხელების ნაკვალევიც თანდათან უჩინარდებოდა ბეტას სხეულიდან.
ფერმკრთალდებოდა ის შეგრძნება, რასაც ალფას სხეული ჩუქნიდა იმ დაუვიწყარ ღამეს და სურდა, კვლავ შეევსო, კვლავ შეეგრძნო, კვლავ მიეცა თავისუფლება თავისი სურვილებისთვის.

ნამჯუნი თბილი იყო, მაგრამ დისტანციურად თბილი. ჯიმინის სურვილი მეტი მიეღო მისგან, თითქოს არაფერს ნიშნავდა ალფასთვის.
ისევ იყო განმარტოებული საუბრები, ვახშამი. ერთად დაძინება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ მეგობრობის ჭრილში რჩებოდა, რომელიც მათ აკავშირებდათ.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now