¤14¤

764 96 17
                                    

~¤~

   თუ არ მივაქცევდით ყურადღებას იმას, რომ თეჰიონი თითქმის ყოველ ღამეს ჯონგუკის სახლში ატარებდა და ამის მიუხედავად, ყოველ დღე იმას ეკითხებოდა ჯონგუკი, დაეგეგმა  თუ არა მისთვის ვიზიტი პაკ ჯიმინთან, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა.
საქმიანი ურთიერთობა, საქმიანადვე რჩებოდა კომპანიის შიგნით, თუმცა მის გარეთ ალფასთვის არასდროს იყო ზედმეტი ჯონგუკთან ყოფნა.
მობეზრდებოდა? სასაცილო იყო ამაზე ფიქრი და მათი აქტიური ურთიერთობიდან თითქმის ერთი თვე მიილია.
მობეზრების რა ეთქმოდა, მაგრამ მის გარეშე რომ ვეღარ წარმოედგინა დღის დასასრული, ეს ფაქტი იყო.

ხშირად ეხუმრებოდა ჰოსოკი მას შემდეგ, რაც ჯინგუკთან ურთიერთობის შესახებ გაიგო. რა თქმა უნდა კრინტი არასდროს დაუძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ამბავი მასზე ადრე იცოდა.
ჯონგუკი თუ გადაურჩა სიკვდილს, ჰოსოკი ნამდვილად ვერსად დაუძვრებოდა სიკვდილის ანგელოზს, სახელად კიმ თეჰიონს.

-დაქორწინებაღა გაკლიათ და ეგაა._ეს ხუმრობა, მხოლოდ თეჰიონისთვის ჟღერდა, როგორც ხუმრობა, სინამდვილეში ჯანგ ჰოსოკი სერიოზულად გულისხმობდა საკუთარ სიტყვებს.
ხუმრობასთან ერთად ხშირად ახსენებდა, თუ რამდენად შეიცვალა კიმი, მას შემდეგ რაც ჯონგუკთან ურთიერთობა დაიწყო.
თითქოს უფრო დამშვიდდა. მეტად გაწონასწორებული გახდა.
თითქოს ჯონგუკი იყო ის ერთადერთი, რომელიც თეჰიონის მწყობრში მოსაყვანად იყო საჭირო და როგორც იქნა იპოვა იგი ალფამ.

ამ ყველაფრის ფონზე, კიმს ისევ არ დავიწყებია სიტყვები, რომელიც თავის დროზე ჯანგმა ასე აუღელვებლად მიახალა.
ბოდიშის მიუხედავად, რომელიც მეგობრისგან მიიღო, მაინც ფრთხილობდა, როცა ჯონგუკის და ჰოსოკის რაიმეს გზით ინტერაქცია მოხდებოდა.

კომპანიაში მალევე გახდა ცნობილი, ჯონგუკის ნამდვილი რანგის შესახებ და ჭორებმაც არ დააყოვნა.
არავინ იცოდა ომეგას და ალფას ნამდვილი ურთიერთობის და ზოგადად ამ ურთიერთობის დაწყების რეალური მიზეზის შესახებ, თუმცა ბევრი საუბრობდა ზურგსუკან, მათ დაუდასტურებელ რომანზე.
რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო იქედან, რომ კიმ თეჰიონის აუხსნელი ანტიფატია ომეგების მიმართ, მოულოდნელად მიმტევებლური გახდა.

¤mark on the ear¤Where stories live. Discover now