გაზაფხული მშვენიერია, ყოველ წელს საკუთარ თავს ვეკითხები, შარშანაც ასეთი ლამაზი იყო ყველაფერი თუ არა? არცერთ წელს არ მაქვს პასუხი საკუთარ შეკითხვაზე.
ზოგჯერ განცდილი მარცხისა და დეპრესიის და ზოგჯერ გაფანტული აზროვნების გამო. კოვიდის პერიოდში, როდესაც ყველანი უსაქმურები ვიყავით, მერგო პატივი, ბუნებისა და სეზონების გარდამავლობას სხვანაირად დავკვირვებოდი და მეგონა დავიხსომებდი, მაგრამ შევცდი.
მაშინ რთული პერიოდი მქონდა, ახლაც რთული პერიოდი მაქვს. მაშინ ბავშვიც ვიყავი, ახლაც ბავშვი ვარ, მაგრამ უფრო დიდი ბავშვი. საერთოდ პირველად ყოყლოჩინობა და სხვებისთვის ზემოდან ყურება ცამეტი წლისამ დავიწყე. ზემოდან ყურებაში ჩემი ძმისა და მამიდაშვილებისთვის ადგილის მიჩენას ვგულისხმობ, როცა განვუმარტე, რომ მე მათზე უფროსი ვიყავი. ასაკი რომ მემატებოდა, სირცხვილი შემომაწვებოდა ხოლმე, ცამეტის ვიყავი, ცა მე ტის!
მერე ფეხებზე დავიკიდე ასაკი და ადამიანების კლასიფიკაცია ჩემს ცხოვრებაში. დეპრესიულმა, მელანქოლიურმა ხასიათმა და ათასმა პრობლემამ ჩემს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე თავისი გავლენა იქონია.
ბევრი მეგობარი არასოდეს მყოლია, პერიოდულად მყავდა ხოლმე რამდენიმე მათგანი, მეგონა საბოლოო და საუკეთესო, მაგრამ ბავშვობის შეგრძნებები და წარმოდგენები ხომ უბრალოდ ტყუილია. მამაჩემს არასოდეს ვიცნობდი. მე და მამიკო ყოველთვის მარტოები ვიყავით, მამაიკო ტრამალის მარტოხელა მგელი იყო, რთული წარსულითა და ბუნდოვანი მომავალით. ერთი პერიოდი ბედნიერი და დალხენილი ცხოვრება გვქონდა და ახლაც მის ანარეკლზე ვცოვრობთ.
როცა ექვსი წლის ვიყავი, მამიკო მიმტანად მუშაობდა კორეულ ბარბექიუ რესტორანში. იქ გაიცნო ერთი არაბი შეიხი და ჩვენ ბედნიერი ათი წელი გავატარეთ ამ კაცის გვერდით. მერე მისმა ნათესავებმა მოახერხეს მამიკოს ამოძირკვა იმ სახლიდან, რადგან მამიკოსთვი შავი ლაქა ვიყავი ლურჯი თმით. მამიკოს არ უწუწუნია, როგორც კი სიტუაცია დამძიმდა და ჩემი მამობილიც ოპოზიციაში ჩამიდგა, მიუხედავად მისი დიდი სიყვარულისა ჩემდამი, მამიკომ ბარგი შეკრა და წამოვედით. დღემდე გვეხმარება ყოფილი ოჯახის ნაჩუქარი მაღალი ხარისხის ძვირფასი ლითონების გაყიდვით ნაშოვნი ფული და ფარჩა-ატლასის ხარისხიანი ტანსაცმელი. მე და მამიკო ისევ მშობლიურ პუსანში დავბრუნდით. ჩემი არა, მამიკოს მშობლიური მხარეა. ამჯერად სხვა უბანში დავმკვიდრდით. ბინა შევიძინეთ პატარა დასახლებაში, იქვე ოცდაათ მეტრში სკოლაა, რამდენიმე მაღაზია, მოშორებით, ასე სამი გაჩერების იქეთ აფთიაქი და ავეჯისა თუ სარემონტო მასალების მაღაზიები. ქალაქის ძირითად ნაწილთანაც ახლოს ვცხოვრობთ. სკოლა მომწონს. მიუხედავად იმისა რომ გარყვნილების ბუდეა და შორეულ არაბეთში მიღებულ პრინციპებსა და ცხოვრების ნირს ეწინააღმდეგება, რაღაცნაირი თავაშვებულობისა და უმანკოების მიქსი მომწონს.
YOU ARE READING
blue
Fanfictionსად მიიპარები?-ჯიმინის ხმა ცივად მაჩერებს ადგილზე, ეს ომეგა ნამდვილი ტვინის კიბოა.