3

307 46 19
                                    

ჩემი ცხოვრების მონოტონურობა არასოდეს მაწუხებდა ისე, როგორც გაზაფხულზე. გაზაფხული ხომ ასეთი მჩქეფარეა მე კი მიძინებულ ვულკანს ვგავარ, რომელიც არასოდეს გაიღვიძებს. ხელფასი ავიღე და ჩემთვის რაღაცების საყიდლად გავიქეცი. მაღაზიის საკიდებს შორის მოარული თან ვფიქრობდი მჭირდებოდა თუ არა ეს ყველაფერი და ტანსაცმელს ისეთი წუნით ვიზომავდი, როგორც მაღალი მოდის კრიტიკოსი. ბოლოს აუცილებლობა როგორც მოითხოვდა ერთი ჯინსი და ერთი წყვილი ბოტასი ვიყიდე. საწვიმარი ფეხსაცმელი აღარ მქონდა და წვიმიან ამინდშიც ჩემი ნაჭრის ნაიკები მეცვა, რადგან შედარებით მაღალ ძირზე იყო და ნაკლებად ჩადიოდა წვიმა. ბოლოს ჩემი საწვიმარი ფეხსაცმელი რომ მეცვა სულ გამელუმპა ტერფები, აღმოჩნდა რომ ძირი გაფუჭებია. წებო ვიყიდე შევაკეთებ მეთქი ვიფიქრე, მაგრამ აღარ მიცდია.

  ქალაქის სავაჭრო ქუჩებზე გასერინებამ ცოტა სამყაროსკენ მომაბრუნა. როცა შუა აღმოსავლეთში ვცხოვრობდით მამიკოს დავყვებოდი ხოლმე ბაზრობებზე. ჩვენ სახეს ჩადრით ვიფარავდით მაგრამ ვიცვამდით ისეთ ცნობილ დიზაინერებს რომლებზეც ოცნებობენ. მაშინ ამას ვერ ან არ ვაფასებდი და დიდად არც მაჯავრებდა. ახლა, როცა რაც შეიძლება იაფ ფასში ვეძებ ნივთებს მეცინება. მაგრამ მე ამ ცხოვრებითაც კმაყოფილი ვარ მატერიალური კუთხით მერე რა რომ შავი ლამბორჯინი და მძღოლი არ მემსახურება. სულიერი თანადგომაა ის, რაც ასე მაკლია და მჭირდება და ეს ახლაც არ მაქვს.

ბიუჯეტირი მაღაზიების ვიტრინებში ცნობილ სახეებსაც ვხედავდი, მაგრამ ეიდის დანახვამ ყველაზე მეტად გამაკვირვა ჩანთების სტენდთან. ეიდი თითქოს ბრენდია. სიმპათიური შეყვარებული, ლამაზი აღნაგობა და გემოვნებიანი ჩაცმულობა ყოველ დღე. იმას არ ვამბობ რომ თუ იაფად იცვამ ცუდად გამოუყურები, უბრალოდ ეიდი სხვანაირად სწერვოზულია, თავდაჭერილი და მე კარგად ვერკვევი მოდასა და ბრენდებში, სიტყვაზე მენდეთ რასაც ვამბობ. შემიძლია ფეხსაცმლის დაახლოებითი ფასი, საწყისი და არა დაკლებული, ერთი შეთვალიერებით გამოვიცნო.

blue Where stories live. Discover now