6

429 49 12
                                    

ადრე, როცა ბევრი ფული გვქონდა მაგრამ არა ტელეფონი ცხოვრება უფრო იყო სავსე თავგადასავლებით. ვთამაშობდი რომ მოდელი ვიყავი, მსახიობი, ექიმი კიდევ რა პროფესია მქონდა, არ ვიცი უამრავი რამ.. სცენარებსაც ვწერდი ჩემი სათამაშოებისთვის. მწვანე სათამაშო მქონდა, ფუმფულა, წინ წამოწეული სახით და უცნაური ტანით, მე ტურას ვეძახდი, სხვები ამბობდნენ რომ მგელი იყო ან დათვი, მაგრამ ჩემს გონებაში მაინც ტურად დარჩა. თვალებზე საღებავი მოშორდა და პერიოდულად მარკერით ვაფერადებდი ხოლმე. რატომღაც ძალიან მიყვარდა. მაშინ ბიოლოგია არ ვიცოდი და მგონი ცოტათი უცნაური იქნებოდა ის ფაქტი რომ ჩემს ისტორიაში ტურას და გოგონას სექსი ჰქონდათ-ხოლმე.

ამას საიდუმლოდ ვინახავდი, მამობილის ოჯახს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ასეთებზე. იმას კი არავის უმხელდენენ ბიცოლას და ჩემი მამობილის ალფას რომ ჰქონდათ სასიყვარულო მრავალკუთხედები. ეს ჩემი საქმე არც მაშინ იყო და არც ახლა არაა, ამიტომ არ ვაპირებ ამის გახსენებას. იმის თქმა მინდიდა რომ ალბათ ის ტურა მართლა მგელი იყო და ამით ხაზს ჩვენს ევოლუციამდელ წარსულს უსვამდნენ და იმას რომ მეც შემეძლო ვყოფილიყავი ნაზი და ფარფატა, იმ თოჯინასავით და გამჭრიახსახიანი მწვანე მგელიც. ასე ვერთობოდი. მიყვარდა მზის ჩასვლის ყურება, უდაბნოში უცებ ჩამობნელდებოდა ხოლმე და ცისკრის ვარსკვლავს მიჰყვებოდა ნელ-ნელა ათასობით სხვა დიდი თუ მციერე თანავარსკვლავედის კიაფი, ასეთ დროს ვსეირნობდით ხოლმე გარეთ, იქვე, ახლოს სახლთან. მაშინ ვოცნებოდი რომ ბედნიერი ომეგა ვიქნებოდი, ბევრი შესაძლებლობით, ფინანსურად გამართული, სამი შვილითა და მოსიყვარულე ალფით, რომელიც მუდამ გვერდში დამიდგებოდა. ჩემი გარემოცვა იყო მაშინ მაგალითი ჩემთვის. მერე მამაჩემის შესახებ ღრმად დამალულმა ემოციებმა იჩინეს თავი კვლავ და აქამდე მოვედით.

პუსანის სანაპიროზე ფეხშიშველი დავაბოტებდი, ქვიშა ჯერ კიდევ ცივი იყო გაზაფხულის მწველი მზის მიუხედავად მაგრამ საოცრად მსიამოვნებდა.

blue Where stories live. Discover now