მისი არ ვიცი და მე სათქმელი ბევრი მქონდა. მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე, რადგან ასეთ შემთხვევაში თავს დავიცავდი ზედმეტი დარდისაგან. რამდენიმე დღე ვიარე ასე, თავს ვიტყუებდი რომ ყველაფერი მოაგვარა ერთმა სექსმა.
ეს აღარ განმეორდება.-საკუთარი სიტყვები ჩამესმის ხოლმე, მას სემდეგ და მგონია ქრინჯი სერიალის თინეიჯერი გმირი ვარ. რა აღარ განმეორდება თეჰიონ? მინდა პასუხი მოვისმინო საკუთარი თავისგან. მას აღარ გამოიწვევ? აღარ იგრძნობ სიმძიმესა და სიმხურვალეს მისი შეხებისგან? ყველაფერი დამავიწყა, ყველა ჩემი პრობლემა და საჩივარი ცხოვრების მიმართ. იმ რამდენიმე წუთმა, რაც ჯონგუკის მკლავებში გავატარე, სამყარო ვარდისფერი სათვალით მაჩვენა, როცა არ გცივა, არაფერი გედარდება და უბრალოდ ყველაფერი კარგადაა. მხოლოდ ამ შეგრძნებისთვის ღირს რომ ის და ეიდი ერთად აღარ იყვნენ? ეს სიყვარულია? არა! ზუსტად ვიცი რომ მისდამი სიყვარული არ მამოძრავებს და მასაც მხოლოდ ინსტინქტები აიძულებენ ჩამეხუტოს და ცრემლები მომწმინდოს, სულის წამღებად ტკბილად მიკოცნიდა აცრემლებულ ღაწვებს, როცა ვტიროდი საკუთარი სისულელისგან და გულში ჩვილი ბავშვით მიკრავდა.
გრძნობები გაზაფხულზე ახლად აღმოცენებული მოლივით ამეშალა, ისე დააფრენდა ქარი საკუთარ ნებაზე, ჩემს ფიქრებს, როგორც ნორჩ ყლორტებს შემოუბერავს ხოლმე გაზაფხულის გრიგალები და მერე რა ლამაზად დაარწევს, როგორ მწყობრად. თავი გავაქნიე, არ მინდა ამ ერთმა მოქმედებამ ჩემი გეგმები, მიზნები და სურვილები შეცვალოს. უბრალოდ უბედურება ისაა რომ არც ერთი არ მაქვს.
გაკვეთილების შემდეგ ბიბლიოთეკაში ისეთი წიგნის ძებნა დავიწყე რაც მოტივაციასა და სიცოცხლიდაკენ სწრაფვას გამიღვივებდა. მანამდე გუგლს დავეკითხე და რამდენიმე ვარიანტი მირჩია. ჩვენს სკოლას მიერთებული ჰქონდა სამხარეო ბიბლიოთეკა, ის იმდენად ძველი იყო რომ დაკვირვებაც არ გჭირდებოდა იმის აღმოსაჩენად, თაროები უკვე კარგადა რომ მეუღეჭა კრილის ხოჭომ. სწორედ იქ გადავაწყდი პაკ ჯიმინის მოვარდისფრო-მოოისფრო თმას. გრძელ, ნატიფ თითებში ჩახვეულს და მის ომეგურ ხმას, ნელი ამოოხვრით რომ სუნთქავდა გაწყვეტილ კოცნებს შორის. ცოტა კიდევ დავაკვირდი და არც გამკვირვებია იქ მაღალი და ათლეტური აღნაგობის კიმ სოკ ჯინის ნაცვლას მინ იუნგის დაბალი და ჩია სხეული რომ დავინახე. ჩემი თვალით რომ შეეხედა ახლა მათთვის ვინმეს საერთოდ არ გამოიწვევდა ამ ვინმეში ბრაზს პაკის ღალატი. ხელებში ადნებოდა ბიჭს. ასეთი ჯიმინი მე ამ რამდენიმე თვის მანძილზე წამითაც არ დამინახავს.
YOU ARE READING
blue
Fanfictionსად მიიპარები?-ჯიმინის ხმა ცივად მაჩერებს ადგილზე, ეს ომეგა ნამდვილი ტვინის კიბოა.