-მამაშენი კარგი კაცია.-ჯიმინი ჩემი ფანჯრის რაფიდან ცდილობდა რაღაც დაენახა. ზედ შემომჯდარიყო და ხან ქვემოთ იყურებოდა, ხანაც ზემოთ.-მას უყვარს სტუმრები.
-ნეტავ მამაჩემს თუ უყვარდა სტუმრები?
-საერთოდ არაფერი იცი მასზე? ხომ უნდა იცოდე მინდობით აღზრდაზე ხარ.
-მე მინდობით აღზრდაზე ბავშვთა სახლიდან ვარ და არა ოჯახიდან. რა გაუჭირდა სახელმწიფოს ასეთი რომ მე ამ პირობებში ვარ? არ ვიცი.
-ვწუხვარ იმ ყველფრის გამო, რაც გამოიარე.
-თუ წუხილს შეუძლია რამე გვიშველოს, მეც ვწუხვარ.
მამიკოს ჯიმინი ორ დღეში შეუყვარდა. ისინი ერთად ამზადებდნენ, იცინოდნენ, ყავას შეექცეოდნენ და ისე მიხაროდა, თითქოს მე და მამიკოს დაგვილაგდა ურთიერთობა. მომწონდა მათი კისკისის მოსმენა მეორე ოთახიდან. თავი მეზედმეტებოდა მათთან. პაკი პირველ ღამეს მორიდებულად იწვა ჩემ გვედით, მეორე ღამეს კი ფეხები ზედ გადამაწყო და დაბუშტული ტუჩებით მომეკრა კანზე. თითქოს ჩემი ძმა დაბრუნდა, ახლა უკვე დიდი ბიჭია და ისეთი საოცარი, რომ მამიკოს თავი წამებში ისევ შეაყვარა.
სკოლაში წასვლა ძლივს გავბედე, ვიცოდი გააფთრებული ჯინი კოლიდორში თუ დამიჭერდა ტყავს გამაძრობდა. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, პირველი ორი დასვენება ჩუმად დავიდოდი, კაპიშონი წამოვიფხატე და ვცდილიბდი არავის შევემჩნიე. დანაშაულის ადგილზე დამიჭირა. ომეგების საპირფარეშოში, როდესაც ხელებს ვიბანდი. მუშტი გაუქანა სარკეს ჩემი სახის გვერდით. არ ვიცი განზრახ ამაცილა თუ უბრალოდ გამიმართლა.
-სად არის ჩემი ომეგა?
-ის შენი ომეგა არაა!
-იცოდე დაბადების დღეს განანებ, არ გაბედო და არ მომატყუო.
-და რას იზამ? მცემ? როგორც ჯიმინს ექცეოდით შენ და მამაშენი ისე მომექცევი?-ვუყვირე ბრაზისაგან.
YOU ARE READING
blue
Fanfictionსად მიიპარები?-ჯიმინის ხმა ცივად მაჩერებს ადგილზე, ეს ომეგა ნამდვილი ტვინის კიბოა.