საპირფარეშოში ქიმიური საწმენდების სუნი დგას, სასიამოვნო არაა მაგრამ უარესებიც მინახავს, ამიტომ ვაფასებ ჩვენს ადმინისტრაციას. ყველაფერი შესაშურად სუფთაა, ერთადერთი შემაწუხებელი ფაქტორი ეს მძაფრი სუნია, თუმცა თუ ცოტახანს გაჩერდები მიეჩვევი კიდევაც.
გარეთ მზეა, ძალიან არ თბილა, არც მოსაცმელების გახდის დროა, მაგრამ სახე მაინც ძალიან დამიმარილდა. ოფლიანობა არ მახასიათებს, უბრალოდ დავიღალე და ბოლოს წინა გაკვეთილი საშინელებაა. ამ ბოლო დროს გაკვეთილებზე ყოფნა მეზარება, ერთიც და ვსიო, ვუმეორებ საკუთარ თავს. გაზაფხულმა სხვანაირად იცის სულის აწრიალება, თავისუფლება გწყურია.
-რაღაცნაირად გულზეც მომეშვა.-მას მოეშვა, მე კინაღამ გული წამივიდა ეიდი რომ დავინახე. ნიჟარასთან იდგა, უკანალით ეყრდნობოდა და დაჟინებით მიყურებდა,-მართალიცაა შენ რომ მოსწონხარ. ლამაზი ხარ, მისტიური, უცხო და თან მისი ჭეშმარიტი მეწყვილე. მეც მომეწონებოდი მის ადგილას.
-უკვე ესაუბრე?-ეიდის სიტყვებმა ძალიან შემაცბუნა. ასე არასოდეს დამლაპარაკებია. რაღაცნაირად მეგობრული ტონი ჰქონდა მაგრამ მაინც არ ვენდობოდი ამ ტონს.
-არც იყო საჭირო საუბარი, ჩემითაც ვხვდებოდი, ვერასოდეს აკონტროლებდა ლტოლვასა და ინტერესს შენდამი, უკვე რამდენიმე თვეა საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ამას შევეგუო, მომავალი დაშორება მშვიდად რომ გადამეტანა. გზაზე არ გადაგიდგები, თეჰიონ, შენი გამოჩენის დღიდან ვიცოდი რომ ეს საშიშროება გვექნებოდა. თქვენი ბრალი არ არის რომ მოვლენები ასე განვითარდა.
ეიდისგან მსგავს საუბარს არ ველოდი, მეც მომეშვა გულზე, თუ მას შეეძლო ასე შეეგნო ყველაფერი, გამოდის აქ ყველაზე ხისთავიანი მე ვყოფილვარ, რომ ამის გასააზრებლად ამდენი დრო დამჭირდა. გაკვეთილზე შესვლა გადავიფიქრე. ეზოში გავედი, გუკი სკამზე იჯდა, ზურგით იუნგის ზურგს ეყრდნობოდა და რაღაცაზე იღიმოდა. თითი მოკაკვა და დამიქნია სანიშნებლად რომ მივსულიყავი. გული ყელში მიცემდა, ნელა მივლასლასდი მათთან, ჯონგუკმა ქვემოდან ამომხედა, ხელი წელზე შემომხვია და ახლოს მიმწია.
YOU ARE READING
blue
Fanfictionსად მიიპარები?-ჯიმინის ხმა ცივად მაჩერებს ადგილზე, ეს ომეგა ნამდვილი ტვინის კიბოა.