პუსანი უდიდესი საპორტო ქალქია, ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლები მაქსიმუმ ავტობისებში ჩასხდნენ და ზღვის სანაპიროზე გამოიწვან დაბნელებამდე. დასასვენებლად იშვიათად მაგრამ მაინც მიდიან. მამიკომ ასე მითხრა. ბოლო დროს მე და მამა ისე ვთანაცხოვრობთ თითქოს ოჯახი კი არა რუმმეითები ვიყოთ. ერთხანს ჩემს მიმართ აგრესია ჰქონდა, პასიური, მაგრამ მაინც იგრძნობოდა. მაინც ვგრძნობდი რომ გულის სიღრმაში უნდოდა არ ვყოფილიყავი, რადგან მუჰამედზე აფრენდა. ჩემი ძმა დაკარგა და მერე მალევე მუჰამედიც, ის ყველაფერი რაც დაიმსახურა, ქონება, ცხოვრება, ბედნიერება და სიყვარული.
სანაპიროზე არასოდეს შემხვედრია ნაცნობები, ჩემი მოკლევადიანი ცხოვრების მანძილზე ამ ქალაქში, არასოდეს მინახავს ჩემი კლასელი ან სკოლელი. მეც მომწონს სანაპიროზე სეირნობა, რელაქსაციისთვის კარგია, უყურო როგორ ასკდება ტონიანი ტალღები ნაპირებს, როგორ ცდილობს წყალი თავისი არეალის გაფართოვებას. რომ ვაკვირდები, ყველა და ყველაფერი ასეა სამყაროში, არ მომწონს, უსამართლობაა, იმას არ ვამბობ რომ ჩარჩოებში უნდა ჩევეტიოთ და ა.შ მაგრამ არც ასეა სწორი. ადამიანები რთული არსბები არიან და მათში ჩაძიებას არ ვცდილობ-ხოლმე.
სკოლის დღეები მოსაბეზრებელი ზედმეტად ადრე გახდა, შესაძლოა ეს იმის ბრალია რომ გარეთ კარგად გამოთბა და გული სულ აყვავებული, გაფოთლილი ხეებისა და ბალახისაკენ მიმიწევს. შეგინიშნავთ რომ ზოგიერთი მცენარე ჯერ ყვავილს ისხამს და შემდეგ ფოთოლს, თითქოს იმ ნორჩ და ნარნარა არსებებს არ სჭირდებოდეთ დაცვა. მე ფოთლებიც მელამაზება. მუჰამედის ეზოში დიდი, მრავალწლიანი ბლის ხე იდგა. ძალიან პატარა შავ ნაყოფს ისხამდა, დიდად ბალი არ მიყვარს, მაგრამ უნდა გენახათ რა მშვენიერი იყო როცა ყვავილები აფეთქდებოდნენ მასზე, ჩემი გაზაფხული მაშინ დგებოდა. დიდ ეზოში, ჭიშკრიდან სახლამდე სამანქანო ბილიკი იყო, ცემენტით დასხმული, გვერდით ყვავილები და ხე-ხილი იდგა, მწვანეში ჩაკარგული ეზოს შუაგულში ვიწექი ხოლმე, სახეზე ბალახები მელამუნებოდნენ. ჩემს მამობილს ამ ბაღის შენახვა მილიონები უჯდებოდა, მაგრამ ღირდა. თავს პაწია ჩიტები გვაფარებდნენ, ხოლმე. მუჰამედს ეგზოტიკური ცხოველები უყვარდა და მისი ჯიბის სისქე საშუალებას აძლევდა რამდენიმე მათგანი მოეთავსებინა შიგნით. იმათი ხმაც ისმოდა-ხოლმე, როცა ყველაფერი ჩაყრუვდებოდა.
YOU ARE READING
blue
Fanfictionსად მიიპარები?-ჯიმინის ხმა ცივად მაჩერებს ადგილზე, ეს ომეგა ნამდვილი ტვინის კიბოა.