ზაფხული თავბრუდამხვევი სისწრაფით დამატყდა თავს. ჩემი და ჯონგუკის ურთიერთობა ამერიკულ მთებს დაემსგავსა, ხშირად ვჩხუბობდით, ალბათ ეს ეჭვების ბრალი იყო. მე მეშინოდა, მასაც ეშინოდა. როდესაც ბედისაგან შერჩეული მეწყვილე ხარ შენ არ ფიქრობ რომ თუ აარ გამოვა უბრალოდ შენს გზაზე წახვალ, თუ არ გამოვა ძალიან გეტკინება და გეშინია ამ ტკივილის. ფიქრებმა ჩემს ირგვლივ სივრცე სრულად მოიცვა.
ვფიქრობდი, ჩაბნელებულ ოთახში ვიჯექი, გარეთ ბინდდებოდა, ღრუბლიანი ამინდი ყველაფერს უფრო ჩაბნელებულს ხდია, მაგრამ მაინც შემოდიოდა სინათლე. ჩემმა საკუთარმა უძლურებამ ისე მომიცვა, უიმედობამ მჭიდრო არტახებში გამხვია, მინდიდა საკუთარ თავთან ჩახუტებულს მთელი ხმით მეტირა.
ასეთი გარემოს დანახვაზე გამახსენდა, ერთხელ შუქი გამოირთო, მაშინ მამობილთან ვცხოვრობდით. ეს იშვიათად ხდება, როდესაც იმდენი ფული გაქვს, რამდენიც მას ჰქონდა და ამიტომ ვიხსენებ ასე განსაკუთრებულად. მახსოვს მამიკო გვერდით მომიწვა შეშინებულს და თითებით ჩრდილებს მაჩვენებდა კედელზე. ერთადერთი რაც ახლაც მახსოვს ბაჭიაა, ცერი და საჩვენებელი თითი უნდა შეკრა დარჩებილი თითები კედელზე ყურებივით ჩანს. მაშინ მეშინოდა ჩემივე ჩრდილის. იმ სახლისაც მეშინოდა. გაჯავრებული ვიყავი იმ სახლზე. ჩამეძინა. რაღაც დროის შემდეგ ისევ გამომეღვიძა და მამიკო იქ აღარ დამხვდა. მინდოდა დამეყვირა, ვინმე მაინც გაჩერებულიყო ჩემთან, თანაც ჩემს თავს ვუმეორებდი, თეჰიონ, უკვე დიდი ხარ ამისთვის. მუცელზე გადმოვბრუნდი, მომეჩვენა რომ სახლმა, რომელზეც ვბრაზობდა მასში დაგროვილი თავგადასავლების გამო გულში ჩამიკრა, ნაზად მარწევდა ნანას ფონზე და მეც თავი დაცულად ვიგრძენი. ის ყველაფერი რაც იქ ხდებოდა მშვენიერი იყო, ყველა მოგონება მშვენიერი იყო, დღემდე იმ მოგონებებით ვცხოვრობ. გული ყელში მომებჯინა. ჯიმინი იუნგისთან ერთად წავიდა სადღაც, მამიკო მორიგე იყო. ამიტომაც ტელეფონზე ჯონგუკის ნომერი ავკრიფე.
ŞİMDİ OKUDUĞUN
blue
Hayran Kurguსად მიიპარები?-ჯიმინის ხმა ცივად მაჩერებს ადგილზე, ეს ომეგა ნამდვილი ტვინის კიბოა.