თბილისში უამრავი გავლენიანი პიროვნება ცხოვრობს, მაგრამ აქედან ყველაზე გამორჩეული იყო მხოლოდ ორი ოჯახი. დვალი და დადიანი... ეს ოჯახები, ვერ გეტყვით რომ ერთმანეთზე გადამტერებულები იყვნენ. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობაც კი ჰქონდათ. ორივე ოჯახში ცხოვრობდა ოთხ-ოთხი პიროვნება.
დადიანების აღწერა:
დადიანებიდან გამორჩეული და ბაბნიკი 20 წლის ალექსანდრე არის, ამის გამო სულ ჩხუბი უწევს მამამისთან.ის ყოველთვის ჟურნალისტების გარემოცვაშია! ირაკლი დადიანი ცნობილი მიზნესმენი იყო. ამის გამო კი ალექსანდრეს მუდამ თავში ჰქონდა ავარდნილი. ნიტა დადიანი (და) 3 წლის არის,საყვარელი და ძალიან ლამაზი ბავშვი. დიდი ცისფერი თვალები და წაბლის ფერი თმები აქვს.მაკა გელოვანი (დედა)ულამაზესი ქალია და ძალიან კეთილიც. ალექსანდრეს გარეგნობას რაც შეეხება მხოლოდ ერთი სიტყვით თუ აგიღწერთ,ის ზე-სიმპატიური ბიჭია. მთელი თბილისი იცნობს ალექსანდრეს როგორც ყველაზე ჯიუტ ადამიანს მთელს მსოფლიოში.დვალების აღწერა:
დვალების ოჯახს რაც შეეხება...ოოო აქ ცოტა მეტი საუბარი მოგვიწევს. აქ მცხოვრები გოგონას სილამაზის შესახებ მთელ თბილისში ლეგენდები დადის. ლაშა დადიანს (მამა) ორი შვილი ჰყავს, ელენე და ნიკა. ელენე 18 წლისაა, ნიკა კი ოცის. ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ელეენეს და ნიკას არასდროს ჰქონიათ. ალბათ გიკვირთ და-ძმას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა როგორ შეიძლება არ ჰქონდეთო?! მაგრამ, აი ასე. უბრალოდ ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს. ელენეს მართლაც რომ არ ნახული სილამაზე ჰქონდა, შავი თმით, დიდი ცისფერი თვალებით, გამოყვანილი ტუჩებითა და ტანით. არცერთ ბიჭს ელენე გულგრილს არ ტოვებდა, უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა თუმცა სხვა გოგოებივით თავში ავარდნილი არასდროს ყოფილა პირიქით ის უფრო და უფრო ჩაკეტილს ხდიდა. ბატონი ლაშა ელენეზე ყოველთვის ნერვიულობდა, ელენე ყოველთვის მარტო იყო, ნიკა კი ყოველთვის ხალხის და მეგობრების გარემოცვაში იყო. ნიკას ელენესგან განსხვავენით ყავდა "სასტავი" სადაც მთელ დროს იქ ატარებდა, სასტავში იყვნენ გოგოებიც, ბიჭებიც მაგრამ ელენესავით სუფთა სულის პატორნს იქ ვერ ნახავდი. ბიჭები სასტავში ძალიან საყვარლები და სიმპატიურები იყვნენ ისევე როგორც ნიკა. გოგოები კი სასტავში ძირითადად სწერვები და ბ****ი არიან. ნიკა სულ მათ აქცევს ყურადღებას. სასტავი ელენეს შორიდან იცნობს ხშირად იკრიბებიან ნიკასთან მაგრამ ელენეს ხმაური არ უყვარს და ძირითადად თავის ოთახში არის ჩაკეტილი.
ელენემ და ნიკამ დედა მისაბაძი ადამიანი და მშობელი დაკარგეს რაც ორივემ ცუდად განიცადა და ერთმანეთს უფრო და უფრო ჩამოშორდნენ.
--------------------------------------------------------------------------------------