ყველა ემზადებოდა ქორწილისთვის, მარტო ოჯახი კი არა ყველა მთელი თბილისი ელოდებოდა ზე-წყვილის დაკავშირებას. მეგობრები ნათესავები, მამები ყველა თავქუდმოგლეჯილი დარბოდა აქეთ-იქით ქორწილამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღე იყო დარჩენილი.
წვიმიანი დილა გათენდა, ელენე წვიმის ხმამ გააღვიძა, დაძინება სცადა მაგრამ ვეღარ დაიძინა. უნივერსიტეტში წასვლამადე კიდევ ორი საათი იყო დარჩენილი, ამიტომ თავისი მობილური აიღო და სოციალური ქსელის თვალიერება დაიწყო. 0ცი წუთის შემდეგ წამოდგა, სააბაზანოში მოწესრიგდა, დიდი ვარდისფერი ატლასის ხალათი ჩაიცვა და უზარმაზარი კიბეები თავისი სუსტი ფეხებით ჩაირბინა. ჯერ არავის ეღვიძა ამიტომ ყავის და კრუასანის ჭამა დაიწყო. ჭურჭელი გარეცხა, დაამშრალა და ისევ აუყვა ტავისი ოთახისკენ კიბეებს. წითელი სვიტერი, შავი შარვალი, შავი მაღალ ყელიანი ფეხსაცმელი და ზემოდან მუქი ფერის მწავნე ქურთუკი გადმოიცვა ხელშიც შავი ტყავის ჩანთა დაიკავა, მანქანის გასაღები და ტელეფონი აიღო და ჯავახიშვილის უნივერსიტეტისკენ დაიძრა. როგორც ყოველთვის ალექსანდრე ტავის სასტავტან და ბ** შეყვარებულთან ერთად იდგა და იცინოდა. მანქანის მინები დაბურული იყო თანაც დღეს სხვა მანქანით მოვიდა ელენე. მანქანიდანვე მოავლო თვალი ყველას და ალექსანდრე ვიღაც გოგოსთან ერთად რომ დაინახა ზიზღის გრძნობა დაეუფლა. ლუკა იქვე იდგა და მანქანას კარდად აკვირდებოდა იქიდან კი როდესაც ელენე მოხდენილად გადმოვიდა მისკენ დაიძრა მხარზე ხელი შემოხვია და უთხრა:
-გამარჯობა, კარგად გამოიყურები ელენიკოოო.-უთხრა ლუკამ ელენეს და გაუღიმა.
-მადლობა, ლუკიტო.-უთხრა ელენემ და გზა განგრძო.
-მგონი ერთ აუდიტორიაში გვაქ პირველი ლექცია.-უთხრა ლუკამ ღიმილით.
-კი ასეა.-უთხრა ელენემ ამაზრზენად.
-კარგი, ბარტყი კიდევ შევხვდებით.-უთხრა ლუკამ და ლოყაზე აკოცა. ამაზე კი ალექსანდრე წამოენთო დაიძრა ლუკასკენ და მგონი ყბა მოუნგრია, ეს არ იკმარა ზევიდან მოექცა თან ურტყავდა, თან აგინებდა.
-ალექსანდრე გეყოფა.-უყვიროდა ელენე.-გეყოფა ალექსანდრე დაანებე თავი.-ალექსანდრემ ელენეს ხმა რომ გაიგონა, ელენეს თითებში, თავისი თითები ახლართა და თავისი მანქნისკენ წაიყვანა.
-ალექსანდრე, ჩემი მანქანა აქ ვერ დავტოვებ.-უთხრა ელენემ ალექსანდრეს.
-ჩემს მძღოლს დავურეკავ და ის წამოიყვანს.
-კარგი, მაგრამ სად მივდივართ?-იკითხა ელენემ შეშინებულმა.
-ნუ გეშინია.- უთხრა ალექსანდრემ და ხელები დაუკოცნა.-ხვალ ქორწილია, ბო სახლში წავივანოთ და იქაურობაც შენი გემოვნებით მოაწყვე.
-კარგი.-უთხრა ელენემ ღიმილით.
ელენეს სახლში მივიდნენ, ბო სახლიდან უცებ გამოვარდა და ელენეს კი არა ალექსანდრეს შეახტა.
-ბო ვეჭვიანობ-უთხრა ელენემ ძაღლს ისე თითქოს რაიმეს გაიგებდა, ამაზე კი ორივემ გადაიხარხარა. შემდეგ ბო მანქანაში კი არ ჩასვეს ჩააგდეს და აწ უკვე ელენეს და ალექსანდრეს სახლში წავიდნენ. ეზო ძალიან დიდი იყო ამიტომ ბო გაუშვეს და ბოსაც მეტი რა უნდოდა თავქუდ მოგლეჯილი გაიქცა.
-წამო შიგნით შევიდეთ. -თქვა ალექსანდრემ.
-წამო.-თქვა ელენემ მხიარულად. ამაზე კი ალექსანდრეს ტუჩის კუთხეში ჩაეცინა. სახლში როდესაც შევიდნენ ყველაფერი დალაგებული და სუფთა იყო, ელენემაც არაფერი შეცვალა მხოლოდ ტანსაცმელს აწყობდა თავის ოთახში.
-ალექსანდრეეეეე- დაუძახა ელენემ.
-ჰოუუუუ
-შენი ტანსაცმელები აქ არის?დავაწყობ თუ გინდა.-უთხრა ელენემ მორიდებით.
-ჩემი ტანსაცმელები დააწყვეს უკვე.-უთხრა ალექსმა ელეს.
-კარგი მაშინ წავიდეთ.
-კაი, ბოს დავუძახებ.
-კარგი.-უთხრა ელენემ. უცებ ელენეს გაახსენდა ალექსანდრეს ბ*** შეყვარებული და ძალიან გაბრაზდა. მანქანაში იჯდნენ ორივე და ელენეს სახლისკენ მიდიოდნენ, როდესაც ელენემ დაარღვია სიჩუმე და ალექსანდრეს ჰკითხა.
-ალექსანდრე, შეყვარებული გყავს?-ჰკითხა ელენემ დაინტერესებულმა. ალექსანდრემ ირონიულად ჩაიცინა და უთხრა:
-კი, მყავს, რატომ მკითხე? ხომ არ ეჭვიანობ?!-იკითხა ალექსანდრემ ცინიკურად.
-არა, უბრალოდ მაინტერესებდა, ლამაზია?-იკითხა ელენემ.
-ძალიან, ლამაზი და საყვარელია.-თქვა ალექსანდრემ და ელენეს გახედა რომელსაც საერთოდ არ შეცვლია გამომეტყველება ისევ ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს წამის წინ გული არ ამოაგლიჯეს. ელენე ვერ ხვდებოდა იმას თუ რატომ ეჭვიანობდა, არავინ იცოდა რა ხდებოდა მის გულში, თვითონაც უკვირს როგორ არ ატირდა, მაგრამ ის ხომ ძლიერია, ის ხომ უძლიერესი გოგოა.
ელენეს სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოუღიათ სანამ ტელეფონზე ელენეს, თავისმაბიძაშვილმა არ დაურეკა...ალექსანდრემ დაინახა როგორ დაეწერა ტელეფონზე "გეგა და გულები". გაბრაზდა? გაბრაზდა რომელია საშინლად გაბრაზდა. ხელები მომუშტა და ძარღვები დაებერა.
-ეეე, გეგუშ. როგორ ხარ სიყვარულო?-იკითხა ელენემ და როდესაც ალექსანდრეს სახე დაინახა მიხვდა საქმე რაშიც იყო და უფრო გათამამდა.
-მეც, ძალიან მომენატრე.
-კი მალე გნახავ.
-კაი გკოცნი წავედი.
და ამ დროს ელენეს სახლამდეც მივიდნენ.
-ნახვამდის. ხვალ შვხვდებით, ჩვენსს ქორწილში.-თქვა ელენემ და მანქანიდან გადავიდა.
-შევხვდებით.-თქვა ალექსმა და მანქანა დიდი სისწრაფით გააქროლა. თაკოსთან წავიდა დიახ, თავის შეყვრებულთან წავიდა რადგან უნდოდა ის ბრაზი ჩეახშო რაც ეხლა ჰქონდა თაკო კი ამის ერთადერთი საშუალება იყო.