12

918 31 24
                                    

მშვიდად იჯდა ალექსანდრე სავარძელზე, მის ფეხებზე ელენეს თავი დაედო და მშვიდად ისვენებდნენ, არცერთი ხმას არ ირებდა, არ უნდოდათ სიჩუმის დარღვევა. სათქმელიც არაფერი ჰქონდათ. სიჩუმე კარზე ზარის ხმამ დაარღვია.
-მე გავაღებ! -თქვა ალექსანდრემ და კარისკენ გაემართა.
-გამარჯობა, ბატონო ალექსანდრე.-ირონიულად თქვა თაკომ და ალექსანდრეს გაუღიმა.
-თაკო?! აქ რა გინდა! -მკაცრად იკითხა ალექსანდრემ და კბილები ერთმანეთს დააჭირა.
-მე კი არა, შენ რა გინდა აქ?! შენ ეხლა ჩემთან უნდა იყო, ჩვენს ბავშვთან უნდა იყო მაგრამ შენს ნაშასთან გდიხარ.-ამაზე ელენე წამოფრინდა, ამდენს ვეღარ გაუძლო ალექსანდრე უხეშად გაწია და თაკოს წინ დაუდგა.
-მისმინე, მე ალექსანდრეს ცოლი ვარ, შენ კი მგონი შენი მოვალეობები შეგეშალა. ნაშა შენ ხარ, ცოლი მე და მარტო შენ არ ატარებ მუცლით მის ბავშვს! -მკაცრად და მშვიდად საუბრობდა ელენე და ცრემლიც არ წამოსვლია.
-რა?! შენ რა მასთან თავი არ დაგიცავს?! -პირდაღებული ჰკითხა თაკომ ალექსანდრეს და თითი ელენესკენ გაიშვირა.
-ოეე გოგო ელენე ჩემ ცოლია! -დაუღრიალა ალექსანდრემ და თაკო გარეთ გაიყვანა

-ჩემი ცოლის ნერვიულობის მიზეზი თუ კიდევ შენ იქნები ყველაფერს დავივიწყებ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.-მკაცრად უთხრა ალექსანდრემ და თავიტ ანიშნა რომ წასულიყო.
-ასე არ დამთავრებულა ალექსანდრე! -უთხრა თაკომ და ავისი მანქანისენ გაემართა.
ალექსანდრე ფრხილად შევიდა სახლში და სავარძელში ჩამომჯდარი ელენე რომ დაინახა ღრმად ამოისუნთქა და მისკენ გაემართა.
-ელე…-ელენემ ალექსანდრეს წინადადბის დასრულება არ აცადა რომ წამოფრინდა და წინ დაუდგა.
-ამ, დამცირებას, არასდროს…არასდროს არ გაპატიებ! -საჩვენებელი თითი ალექსანდრესკენ ჰქონდა გაშვერილი და გამაფრთხილებლად უქნევდა. შემდეგ კი ოთახისკენ წავიდა და კარები ცაიკეტა. ალექსანდრე ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით.
ელენე ოთახიდან გამოვიდა და ალექსანდრეს წინ დაჯდა.
-მოკლედ, საბუთები მოაგვარე და გავეყაროთ!-ალექსანდრე ადგილზე გაშეშდა, შემდეგ ენერგია მოიკრიბა და ელენეს თვალებში ჩახედა...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 11, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

დვალი და დადიანი?არ მჯერა?!Where stories live. Discover now