***********************
-ბიჭო გაიგეთ? დადიანი და დვალი ერთად არიან და მალე ქორწინდებიან!
-აუ, ღადაობ ეგ გოგო ჩემთვის მინდოდა.**********************
ამ და კიდევ სხვა სიტყვებით აცნობებდნენერთმანეთს თბილისში უკვე ზე-წყვილის არსებობას... ზოგს შურდა, ზოგს უხაროდა და რას შვებოდა ალექსანდრე და ელენე??
ოოოო, მათ უკვე ერთამანეთი 1 კვირაა არ ენახათ. სულ ფიქრებით ერთმანეთთან იყვნენ მაგრამ ორი ყველაზე ჯიუტი არსება დედამიწაზე საკუთარ თავებსაც არ უტყდებოდა ამის შესახებ. რას გრძნობდა ალექსანდრე? ალექსანდრე გრძნობდა რომ ელენე მალე თავისი ცოლი იქნებოდა და ნელ-ნელა იმ ჯიუტ რქებსაც მოატეხავდა.
ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო ალექსანდრე როდესაც ელენე გაახსენდა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა ფიქრებიდან კი კაცის ხმამ გამოიყვანა.
-ბატონო ალექსანდრე, ბატონო ალექსანდრე კარგად ხართ?-თქვა კაცმა აღელვებულმა და უცებ ალექსიც გამოფხიზლდა.
-ააა, დიახ, დიახ განვაგრძოთ თუ შეიძლება.-თქვა ალექსანდრემ და სახე დაასერიოზულა. რას მიშვება ეს გოგო? გაიფიქრა თავისთვის და საკუთარ თავს ელენეზე ფიქრი აუკრძალა. შეხვედრა როდესაც დასრულდა ჟურნალისტების მთელი "ამალა" დაატყდა თავს ალექსს.
-ბატონო ალექსანდრე! ბატონო ალექსანდრე მართალია რომ ქალბატონი ელენე დვალი თქვენი შეყვარებულია?-იკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამას მოყვა მეორე ჟურნალისტის კიტხვა, მესამეს და ასე გაგრძელდებოდა რომ არა ალექსანდრე.
-მეგობრებო! მეგობრებო! დამშვიდდით, ელენე ჩემი შეყვარებული არა ის ჩემი საცოლეა. რომელიც დღე-დღეზე ჩემი ცოლი გახდება. - მძღოლი გაუშვა და თვითონ დაჯდა საჭესთან. სად მიდიოდა? ბედს ენდობოდა, გულს ენდობოდა საითკენაც ის წაიყვანდა იქით მიდიოდა ისიც, მისი სულიც და გულიც. საით მიდიოდა გული? გული რათქმაუნდა ელენესთან მიდიოდა. თავის დედოფალთან მიდიოდა. ალექსმა მანქანა გააქროლა და 15 წუთში ელენეს სახლთან იყო. გადმოვიდა მანქანიდან. დიდი ეზო გაიარა და მთავარ კარზე დააკაკუნა. კარის გაღებამაც არ დააყოვნა მოახლემ ალექსი სახლში შეიპატიჟა და დიდ მისაღებ ოთახში დასვა სადაც ლაშა და ირაკლი იმყოფებოდნენ.
-ვაა, ალექს არ მეგონა თუ მოხვიდოდი.-უთხრა ირაკლიმ შვილს.
-რატომ? ეს ხომ ჩემი ქორწილია და მეც უნდა მივიღო მონაწილეობა სამზადისში.-მტკიცედ განაცხადა ალექსმა.
-არ მეგონა ასეთი თუ იყავი. ვიცოდი რომ ძალიან ჯიუტი ადამიანი ხარ.-თქვა ლაშამ.
-როცა საქმეს სჭირდება ჯიუტზე მეტიც კი ვარ.-თქვა ალექსმა მტკიცედ და იქით-აქეთ მიმოიხედა ელენე ხომ არ არისო.
-და...ელენე სად არის?-ვითომ უინტერესოდ იკითხა ალექსმა.
-ელენე თავის ოთახშია ზემოთ.-უტხრა ლაშამ და ისევ განაგრძეს ქორწილის საქმეების მოგვარება.
-კარგი, წავალ ელენეს ვნახავ.-თქვა ალექსმა და კიბეებს აუყვა.