ქორწილის შემდეგ ელენე და ალექსანდრე სახლისკენ წავიდნენ. ორივე დაღლილები ყვნენ, ამიტომ სახლში შესვლა და ორივე თავიანთ ოთახებში გაეშურა. ელენე ოთახში შევიდა და "ბო" ყეფა-ყეფით გამოემართა მისკენ, ელენესაც მეტი რა უნდოდა და ეგრევე დაუწყო ფერება ძაღლს. შემდეგ ადგა და სააბაზანოსკენ გაეშურა. წყალმა თითქოს მოუხსნა დაღლილობა. ტანზე თეთრი მოკლე მაიკა და ამავე ფერის თავისუფალი შარვალი ჩაიცვა, თმა დაიკოსა და თბილ საბანში შეწვა. ორივე ფიქრობდა ერთმანეთზე არც ერთს ეძინა და არც მეორეს. ბოლოს ალექსანდრე სამზარეულოში ჩავიდა წყლის დასალევად და იქვე სკამზე შემოჯდა.
ამ დროს კი ელენე შოკოლადზე ნატრობდა და გადაწყვიტა ქვევით ჩასულიყო. ალექსანდრემ ელენე რომ დაინახა თბილად ჩაეღიმა და სკამი ელენესკენ შეატრიალა.
-ვაიმეეე! ალექსანდრე შემაშინე!
-მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება.
-აუუ, ალექსს.
-რაიყო ელეეე.- ჰკითხა ალექსანდრემ და უკნიდან მიეკრო ელენეს.
- შოკოლადი გვაქვს?-ალექსანდრეს ჩაეცინა და თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.
-ძალიან კარგიიი-ტაში შემოკრა ელენემ და ალექსანდრეს ხელებიდან განთავისუფლდა.ალექსანდრე კი იჯდა და თბილად აკვირდებოდა თავის პატარა გოგოს რომელმაც ასე ძალიან შეაყვარა თავი! უხაროდა რომ ელენიკო თავისი ცოლი იყო. ელენემ შოკოდა შეჭამა და იქვე ჩამოჯდა, ეზარებოდა თავის ოთახში წასვლა. ალექსანდრემ ეს შეამჩნია და ელენესთან მივიდა.
-მოდი შემომახტი და წაგიყვან შენს ოთახში.
-მართლა?!
-ხო, ხო მოდი.
-საუკეთესო ხარ!-უთხრა ელენემ და ყელში აკოცა ალექსანდრეს. ამ დროს რა იგრძნო ალექსანდრემ? ყველაზე სასიამოვნო რამ, იგრძნო რომ მის გვერდით ეს ულამაზესი გოგო იქნებოდა ყოველთვის და არასდროს არსად გაუშვებდა!დილით ალექსმა ელენეს ოთახში დაინახა და ძაღლთან მოთამაშე ცოლი რომ დაინახა ჩაეღიმა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო.