11 თავი

401 22 0
                                    

ალექსანდრე ნერვიულად დადიოდა, არ იცოდა რა ხდებოდა, მალევე ექიმიც გამოვიდა და ალექსანდრეც წამში მასთან გაჩნდა.
-ექიმო როგორ არის ჩემი ცოლი?!-იკითხა ანერვიულებულმა ალექსანდრემ.
-დამშვიდდით ბატონო ალექსანდრე, ბავშვიც და დედაც კარგად არიან.-ღიმილით თქვა ექიმმა და წასვლა დააპირა.
-რა?! ალბათ გეშლებათ, მე...ჩვენ...მე მამა გავხდები?-სიხარულით კითხა ალექსანდრემ.
-დიახ, თქვენი შვილი ერთი კვირისაა! შეგიძლიათ შეხვიდეთ. -ღიმილით უთხრა ექიმმა და ალექსანდრე მარტო დატოვა.

ალექსანდრე თავიდან გაქვავებული იდგა, შემდეგ გამოფხიზლდა და ღიმილით შევიდა პალატაში. ელენეს ეღვიძა და კედელს მიშტერებოდა, როდესაც პალატის კარი ალექსანდრემ ფრთხილად შემოაღო და ელენესკენ დაიძრა.
-ელე...მადლობა, მადლობა ამ დიდი ბედნიერებისთვის!-თმილით უთხრა ალექსანდრემ და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
-გაიგე?-ჩურჩულით იკითხა ელენემ და თავი დაბლა ჩახარა.
-შენ...შენ რა იცოდი და მიმალავდი?!-იკითხა გაბრაზებულმა ალექსანდრემ და ხელები მომუშტა.
-კი...ვიცოდი!
-შენ მიმალავდი ჩემი შვილის არსებობას?!-დაიყვირა ალექსანდრემ.
-შენ თაკოსთან ერთად ერთობოდი და როდის მეთქვა.-არ ჩამორჩა ელენეც და მანაც ხმამაღლა დაუყვირა ალექსანდრეს.
-ნუ ყვირი არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა!-მკაცრად უთხრა ალექსანდრემ.
-ჩემს შვილს როგორმე მივხედვ.-ჩაიბუტბუტა თავისთვის ელენემ და თავი დაბლა დახარა.
-ჩვენს! შვილს.
-ჩვენს შვილს.-ჩუმად თქვა ელენემ და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა.
-პატარავ, ჩშშშ... არ იტირო გთხოვ.-თქვა ალექსანდრემ თბილი ხმით და ელენეს შუბლზე აკოცა.
-როდის წავალთ აქედან?
-ექიმს ვკითხავ ელეე.-თქვა ალექსანდრემ და პალატის კარისკენ დაიძრა.
-მოიცა...-თქვა ელენემ.
-რაიყო?-გაკვირვებულმა იკითხა ალექსანდრემ.
-მოდი აქ.-საჩვენებელი თითით ანიშნა მისულიყო.ალექსანდრემ დაბნეული შეასრულა ელენეს თხოვნა და ელენეს საწოლთან მალევე გაჩნდა. ელენემ ალექსანდრეს ხელი თავის ხელში ახლართა და მასთან ახლოს მოსწია. ალექსანდრეც მოიხარა და ამჯერად ელენე დაეპატრონა ალექსანდრე ტუჩებს. ალექსანდრეე თავიდან ვერ იაზრებდა რა მოხდა და შემდეგ ისიც აჰყვა კოცნაში. ამ კოცნაში ჩააქსოვეს ის გრძნობები რაც ორივეს ჰქონდა ერთმანეთისადმი. შემდეგ ორივეს ტუჩები ფრთხილად დაშორდა ერთმანეთს, ელენეს ლოყები აუწითლდა და თავი დაბლა ჩახრა, რაზეც ალექსანდრეს ჩაეცინა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.

დვალი და დადიანი?არ მჯერა?!Where stories live. Discover now