თავის ოთახში იყო ლოგინზე გაწოლილი, მუცელზე ლეპტოპი ედო და სოციალურ ქსელს ათვალიერებდა. თავის რამოდენიმე ფოტოსაც გადახედა. ფოტოებზე ლაიქები და კომენტარე არასდროს აკლდა. დრო ძალიან გაიწელა, ელენეს ძალიან აინტერესებდა ვინ მოდიოდა სტუმრად. ბოლოს დაიღალა ამდენი უსაქმურობით ლეპტოპი გვერდით გადადო და მზადება შეუდგა... კაბის არჩევაში დიდი დრო არ დაუკარგავს: ტანზე მომდგარი გულ ამოღებული წითელი კაბა ჩაიცვა, კაბა ტანზე ძალიან მოტმასნილი იყო. ტუჩებზე სისხლის ფერი წითელი პომადა ჩაიცვა თმები ოდნავ დაიხვია ფეხზეც წითელი წინ ოდნავ წვეტიანი მაღლები ჩაიცვა სარკეს წინ დატრიალდა კმაყოფილმა ჩაიღიმა და უზარმაზარ კიბეებს ჩაუყვა. ელენე როდესაც კიბეებზე ჩადიოდა ხალხის ხმა შემოესმა იფიქრა უკვე მოვიდნენო, არც შემცდარა სტუმრები კარებში იდგნენ და ბატონ ლაშას და ნიკას ესალმებოდნენ როდესაც ელენე ჩავიდა და სტუმრებს თვალი უცბად გადაავლო, ეგრევე ამიცნო ალექსანდრე დადიანი და გული ძალიან აუჩქარდა...
-საყვარელო, აქ მოდი!-უთხრა ლაშამ თავის ქალიშვილს. ელენეც უხმოდ დაიძრა მათკენ.
-უკვე ხომ იცნობ დადიანების ოჯახს?-კითხა ლაშამ
-კი ვიცნობ მა! გამარჯობათ! სასიამვნოა თქვენთან ისევ შეხვედრა!- უთხრა ელენემ თავაზიანად და ჯერ ხელი ბატონ ირაკლის, შემდეგ მაკას და ბოლოს ალექსანდრეს ჩამოართვა რამოდენიმე წამით მათი ხელები შეერთდა და ელენეს გულის დარტყმამაც არ დააყოვნა.
-კარგით, მობრძანდით სუფრასთან დავსხდეთ.-თქვა ბატონმა ლაშამ და სტუმრები სუფრასთან მიიწვია. სტუმრებიც უხმოდ გაყვნენ უკან ბატონ ლაშას. სუფრასთან ბატონი ლაშა და ირაკლი ქალბატონ მაკასთან ერთად ბიზნესზე საუბრობდნენ ზოგჯერ ალექსანდრე და ნიკაც ჩაერთვებოდა ხოლმე, მაგრამ ალექსანდრე და ნიკა ძირითადად თავისთვის საუბრობდნენ, ალექსანდრე თვალს აპარებდა ხოლმე ელენესკენ და რამდენიმე წამში ელენეს მზერაც არ აყოვნებდა მაგრამ უცებ მოარიდებდა თვალს ელენე ალექსანდრეს და სხვა რამეზე გადაჰქონდა ყურადღება. ცოტაცანში კარზე ზარის ხმა გაისმა ელენემ მე გავაღებო კარებში კი ბატონი ლაშას ერთ-ერთი მძღოლი იდგა ელენეს უსაყვარლეს ძაღლთან ერთად. ელენე სიხარულისგან დახტოდა. უკვე რამდენი ხნის უნახავი ყავდა თავისი "ბო". ელენემ უცებ ბოლო ხმაზე დაიკივლა:
-ბოოო- და ყველა შეხტა
-ელენე რა მოხდა?-წამოდგა უცებ ლაშა
-მამა ბოო მოიყვანა თემომ (მძღოლი)
-აჰჰჰ, გმადლობ თემო, თავისუფალი ხარ დღეს წადი დაისვენე...-უთხრა ბატონმა ლაშამ და ბოს ისიც მოეფერა. უცებ ბო სტუმრებთან გავარდა და ყველას სათითაოდ "ჩაუძუნძულა". ბოლოს ალექსანდრესთან მივიდა დაყნოსა და ალოკა. ალექსანდრეს ძალიან უყვარდა ძაღლები. მითუმეტეს ბო, ესხომ ელენეს ძაღლია. ელენეს გაუკვირდა რადგან ბო არავის ეკარებოდა ნიკას, ლაშას და ელენეს გარდა...
ცოტახანში კი ბატონმა ლაშამ დაიწყო:
-ელე დაჯექი ერთი წამით.-უთხრა ლაშამ სერიოზული სახით, რაც როგორც ელენემ იცოდა რაღაც მნიშვნელოვანის დასაწყისი იყო. ელენემაც ხმის ამოუღებლად შეასრულა მამის ბრძანება.
-მოკლედ დღეს მხოლოდ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად არ შევკრებილვართ. დღეს მეტად მნიშვნელოვანი და უკვე გადაწყვეტილი საქმის შენთვის გაცნობა გვინდა, ალექსანდრემ ეს უკვე იცის...-თქვა ლაშამ და თავი დაბლა ჩახარა.
-რ...რა...რა ხდება?- დაბნეულმა და ცოტა შეშინებულმა იკითხა ელენემ.
-მოკლედ ელენე შენ და ალექსანდრე ახლო მომავალში დაქორწინდებით!-თქვა ლაშამ. ელენეს კი ეს სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა ყურში. ბოლოს როცა ყველაფერი გააცნობიერა წამოიყვირა:
-რა? სულ გაგიჟდი? მე ხომ 18 წლის ვარ, მხოლოდ თვრამეტის მამა! ესეც რომ არა მე ის არ მიყვარს.-ყვიროდა ელენე და ყველანაირად ცდილობდა ცრემლები არ წამოსვლოდა.
-ვიცით! მაგრამ ეს ბიზნესს სჭირდება მე და მამაშენმა კი ჩვენი ბიზნესის გაერთიანება გადავწყვიტეთ რადგან უამრავი კომპანია გვეწევა და შეიძლება ჩვენ ბიზნესში პირველობა დავკარგოთ და გავკოტრდეთ.-განაცხადა ბატონმა ირაკლიმ.
-და თქვენ გინდათ რომ მე ალექსანდრეს, აი ამ ბაბნიკს ცოლად გავყვე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ბიზნესები არ გაგიკოტრდეთ?
-პირდაპირი მნიშვნელობით ასე გამოდის, თუმცა ჩვენ ეხლა უამრავი მტერი გვყავს და შენ და ალექსანდრე ერთად როცა იქნებით საფრთხე არ დაგემუქრებათ არც თქვენ და არც ჩვენ.-თქვა ირაკლ. ელენე სკამიდან წამოხტა და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.