ერთხელ ცხოვრება შეგახვედრებს ადამიანს რომელიც არ იქნება სხვების მსგავსი. თქვენს შორის ის ძაფები დაიწყებს გაბმას, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდი. ეს ადამიანი ერთი შეხედვით გაიგებს შენს სულის ფორიაქს. ის დაინახავს რომ შენი ნამდვილი მე, არასოდეს გამოგაქვს წინა პლანზე და ადამიანური სახე რომელსაც ყველას აჩვენებ ეს მხოლოდ ნიღაბია.
ის შენს ნამდვილ „მეს“ დაინახავს, ის , მხოლოდ ის შეძლებს ამას. დაინახავს და მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ - მიგიღებს შენი პლიუსებით და მინუსებით, შენი სუსტი და ძლიერი მხარეებით. ეყვარები დილით ადრე გაღვიძებული, აბურდული თმებით, დასიებული თვალებით და უმაკიაჟო, მოვა საწოლზე ჩამოგიჯდება და გეტყვის, რომ ასეთი უფრო ლამაზი ხარ, ბევრად ლამაზი. დაგინახავს როგორი ხარ ხალხს მიღმა დღის ბოლოს, როცა საკუთარ თავი ძლივს მიგაქვს საწოლამდე- დაგინახავს და მოისურვებს რომ ზუსტად ის იყოს შენთვის ძლიერი დასაყრდენი მხარი, ზუსტად მან შეგაშველოს ხელები ყოველი საშინელი დღის ბოლოს. შენს ყოველ ნაბიჯს და შენს ყოველ მოქმედებას დაკვირდება..
ერთხელ შეხვდები ადამიანს, რომელიც შენს თვალებში თავისი მომავლის გაგრძელებას დაინახავს, და თქვენ ერთმანეთისაგან ისწავლით ცხოვრებას, თქვენ ერთმანეთის ცრემლებზე და ერთმანეთის ტკივილზე ააგებთ ბედნიერებას.
მის გვერდით აუცილებლად მიხვდები რომ ის განსაკუთრებულია, ის განსხვავებული იქნება ყველა იმ ადამიანისაგან რომელიც ერთი ხელის მოსმით გტოვებდა ცხოვრების რთულ მონაკვეთზე.. ის შეძლებს შენს გარშემო აღმართული ყველა კედელი დაშალოს შიშველი ხელებით, დაგინახოს როგორი ხარ როდესაც ეცები, როდესაც სუსტი ხარ, მოგისმინოს და გაგიგოს დაშვებული შეცდომების გამო, არა მარტო გაგკიცხოს არამედ უფრო მეტად შეგიყვაროს შენი შეცდომებიანაად. და ეს პირველი შემთხვევა იქნება როდესაც არ შეგეშინდება, როდესაც ისწავლი ნდობას.. ის მიხვდება რომ შენ არ ხარ იდეალური , ისევე როგორც ყველა დედამიწაზე. ის ისწავლის შენი შეცდომების შეყვარებას, რადგან სწორეს ეს იქნება ის რაც თქვენ გაგაერთიანებთ, თქვენს შორის საოცარ ქიმიას ჩამოაყალიბებს, ეს ძალა იქნება რომელიც მისგან შორს წასვლის საშუალაბას არ მოგცემთ.
შენ ოცნებების გამხელას დაიწყებ, იმ ოცნებების რომლებსაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდი. ის როგორც პატარა ბავშვს ისე მოგისმენს, ისე შეიყვარებს შენს სათითაო ოცნებას და მიხვდები რომ გვერდით გყავს ადამიანი რომელსაც სჯერა შენი და შენ გწმას მისი ყოველი სიტყვის.
შეხვდები ამ ადამიანს და მისი ყოველი პრობლემა იმდენად შენი გახდება, იმდენად გაიდგამს ფესვებს შენს ცხოვრებაში რომ ერთი მთლიანობა შეიქმნება ამ ყველაფრის შეერთებით. შეხვდები იმ ადამიანს რომლის ბედნიერებაც შენი ბედნიერებაც გახდება და თქვენს შორის არსებულ მიზიდულობას კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. სწორედ ამ ადამიანის ღიმილის მიზეზს გაიგებ უსიტყვოდ და შენც მის ღიმილს ღიმილით უპასუხებ.
შენ შეხვდები ასეთ ადამიანს, უბრალოდ მთავარია რომ გწამდეს და გჯეროს ამის..
**
- ბატონო დანიელ, - მჭახედ გაისმა ყურმილში გოგონას ხმა და ლოდინისაგან ანერვიულებული უმალ გამომაფხიზლა - თქვენთან სტუმარია. - ქალბატონო მართა - შეგიძლიათ შეხვიდეთ გელოდებათ, ღიმილით შემომანათა თვალები და კარებამდე მიმაცილა..
ტანზე შემომდგარი კაბა შევისწორე, წელში კიდევ უფრო გავიმართე და კაბინეტში შევედი.. მეგონა ღიმილისაგან სახეგაბადრული ახალგაზრდა მამაკაცი დამხვდებოდა, რომელიც სიხარულით მიმიღებდა და მეც გულით გადავუხდიდი მადლობას.
- დაბრძანდით რატომ დგახართ? - ძლივს გავიაზრე რომ მე მესაუბრებოდა და გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე..- აბა ქალბატონო მართა - რაზედ შეწუხებულხართ მითხარით - საუცხოო ღიმილი მოედო ბაგეს და უცნაურად აციმციმებული თვალები შემომანათა.
- მადლობის სათქმელად მოვედი ბატონო დანიელ .. მე.. - ცხოვრებაში პირველად დავიბენი და საკუთარ ხელებს დავაშტერდი, ღმერთო რა სიცხვილია, გუშინდელი „ უბორკის“ მერე, სულ დამვიწყებოდა ხელების მოწესრიგება.. - ჯანდაბა, ხელები მაშინვე ჩავმალე და საკუთარ თავს ძალა დავატანე საუბარი გამეგრძელებინა.
- ბატონო დანიელ , თქვენ მე მძიმე წუთებში დამეხმარეთ, მადლობის სათქმელად მოვედი, ახლაც კი ვერ ვპოულობ სიტყვებს რომ ეს სიხარული და მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ .
- რაა საჭიროა, მე თქვენი დახმარება არც მიფიქრია, - გადაჭრით მითხრა და თითებს შორის მოქცეული კალამი მაგიდაზე დადო.- მე თქვენს ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვებს დავეხმარე, მეტი არაფერი.
- გასაგებია,მაგრამ მაინც- მორიგი დაბნეულობა ამესახა სახეზე და მოუსვენრად ავწრიალდი სავარძელში.
- ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ- ზრდილობის გამო შემომთავაზა, ზუსტად ვიცოდი თორემ ერთი სული ჰქონდა მის კაბინეტს გავცლოდი.
- არა, არ შეგაწუხებთ , მხოლოდ მადლობის სათქმელად მოვედი, არ მინდოდა უყურადღებობაში ჩაგეთვალათ ბატონო დანიელ . ჩემი ბავშვების სახელით გიხდით კიდევ ერთხელ მადლობას რომლებსაც ასე უანგაროდ დაეხმარეთ- ძლივს ამოვიკნავლე და საკუთარი ხმა მეუცხოვა.
- სამადლობელო არაფერია, დამიჯერეთ, თქვენ არც პირველი ხართ და არც ბოლო.. თუ კიდევ დაგჭირდეთ თანხა მე ისევ ამ ადგილას დაგელოდებით ქალბატონო მართა - ხაზგასმით წარმოთქვა ჩემი სახელი და დამშვიდობების მიზნით ხელი გამომიწოდა..
სწრაფად დავტოვე კაბინეტი და შენობიდან გასული კიბეებზე შევჩერდი. ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს, ეს რა ადამიანი იყო,, რა ქმნილება იყო ასეთი ყინულზე ცივი და მიუვალი. რა უნდოდა, რას ცდილობდა ამ სიტყვებით ვერაფრით ვიაზრებდი..
ჩანთა მხარზე უგერგილოდ გადავიკიდე და გზას ფეხით დავუყევი.
**
გაზაფხულის საამო საღამო იყო, ცოტა ხნის წინათ დაწყებულ კოკისპირულ წვიმას უკვე გადაეღო.
ცა მაინც შავი ლეგა ღრუბლებით იყო დაფარული...
სამზარეულოში ვიჯექი, ფეხები ფანჯრის რაფაზე მქონდა შემოდებული და ყავის ფინჯანს გამწარებული და ფიქრებში გართული ვუჭერდი ხელებს..
კარზე გაბმულმა ზარდა და კაკუნმა ერთიანად შემაკრთო და მდუღარე სითხე ზედ გადავისხი.
- ჯანდაბა, ღმერთო ჩემო რა ფეთხუმი ვარ რა- საკუთარ თავზე გავბრაზდი და კარი გავაღე.
- სად ხარ გოგო აქამდე, გამივარდა ტორტი - ხორხოცით შემოვიდა ნიტა და მაგიდაზე ფრთხილად მოათავსა უზარმაზარი ყუთი,- ეს რა გჭირს, რა იყო მართა, დოინჯი შემოიყარა და ამათვალიერა.
- ყავის აბაზანა მივიღე , წეღან ვუსმენდი , რომ ძალიან სასარგებლო ყოფილა, თანაც თურმე ცელულიტს აქრობს, წარმოიდგინე .
- მეხუმრები? თუ რას ამბობ, გინდა რომ ყავით გავავსო აბაზანა და ჩავწვე? - თვალები გაუფართოვდა და სკამზე მოწყვეტით დაჯდა.
- ყავა გადავისხი დაო, რა გჭირს, მართლა აბაზანას ხომ არ მივიღებდი არა?- ეს ტორტი რატომ მოათრიე , თანაც ამხელა ამიხსენი რა- თითით ვანიშნე ყუთზე და თავის ქნევით გავედი შარვლის გამოსაცვლელად.
სარკის წინ გაოცებული ვიდექი, ცოტა ხნის წინათ გადასხმული ყავა ზედ შეხმობოდა ტანსაცმელს. გაოცებული დავაშტერდი საკუთარ ხელს და ტანში ერთიანად გამაკანკლა.
- რა გჭირს,- ჩემი დის ხმამ ისევ რეალობაში დამაბრუნა და შარვალი სწრაფად გავიძრე .
- დანიელ ლიქოკელთან ვიყავი მადლობის სათქმელად, ვერ წარმოიდგენ როგორი ხისტი და უცხვირპირო ბიჭია, გამიკვირდა კიდევაც რომ თანხა ასე არაფრის გამო გადმოგვირიცხა.
- გასაკვირი რა არის ადამიანო, შენ პიველი კი არ ხარ, ბიზნესმენია, ესეიგი ქველმოქმედია . ადამიანს მილიონები აქვს დიდი ამბავი ახლა ძღინკიანი 50 000 თუ გადმოგირიცხა რა - გაბრაზებულმა მომახალა ჩემმა დამ და ზურგი მაქცია.
- ხო? - დაეჭვებულმა ვკითხე და კარადიდად შარვალი გადმოვიღე. არადა ძალიან უხეში ადამიანი ჩანს, ისეთი ცივი თვალები ჰქონდა, ახლაც კი მაჟრიალებს რომ ვიხსენებ.
- მაშინ არ გაიხსენო , ვინ გაიძულებს, სიცილით წამკრა ხელი ნიტამ და გაოცებულმა გავხედე.- წამოდი რა ყავა მინდა და ტორტი ადამიანო. წამოდი რას მიაკვდი იმ ბიჭს. ჩაიცვი თუ იცვამ და გამოეტიე..
კიდევ ვიდექი სარკის წინ ცოტა ხანს თვალებდახუჭული, მისი გაყინული ხელები და მზერა ვერაფრით მშორდებოდა გონებიდან.