ფეხები დივანზე ავიკეცე და ჩემზე მოშტერებულ ორ წყვილ თვალს გავხედე... ორივე ინტერესით მიყურებდა და საუბრის დაწყებას ვერ ბედავდნენ. იცოდნენ ჩემი სიხისტის ამბავი, თუ ხასიათზე არ ვიყავი ჩემი შწუხება არ ღირდა, ამიტომ ორივე საჭირო მომენტს ელოდებოდა..
- დანიელს მოსწონხარ - ხმამაღლა გადაჭრით მითხრა სოფიომ და მაშინვე ფეხზე წამოდგა რომ არ მესროლა რაიმე..
- ეგ რა შუაშია? - დაბნეულმა გავხედე და წელში გავსწორდი.. - საიდან მოგაქვს ესენი სოფიო? მაგიჟებ? გინდა რომ უარესად გამისკდეს თავი ფიქრით და ამას ამიტომ ამბობ..
- არანაირად. გეუბნები მოსწონხარ. ტყუილად არ გაკოცებდა..
- ტყუილად მაკოცა. შეყვარებული ყავს.
- იქნებ ნაშაა? - მორიგი სიბრძნით ჩაანაცვლა ნუცამ სოფიო და გვერდით მომიჯდა. - კაცია თანაც ძალიან, ძალიან სიმპატიური. თავისუფალი, რა გასაკვირია ქალი ჰყავდეს..
- ნაშა არაა. ტატა მასეთი არაა. უყვარს გესმით? ამ ქალს ეს კაცი სიგიჟემდე უყვარს. თვალებში ეტყობა რომ მასზე გიჟდება.როგორც სალოცავ ხატს ისე შესჰყურებდა ხალხნო, რა ნაშა , რის ნაშა. მის გამო დაუფიქრებლად დათმობს სიცოცხლეს.
- დანიელსაც უყვარს მასე სიგიჟემდე და შენ გკოცნის? გეუბნები მანდ სხვა ამბავია. დამიჯერე მართა, ასეთი მიამიტი როდიდან გახდი? - ეჭვის თვალით შემომხედა ნუცამ და გამიღიმა.
- სულ ერთია ნუც, რა მნიშვნელობა აქვს. სხვა ქალი ჰყავს. და მორჩა..
- შენ რას გრძნობ მის მიმართ? საკუთარ თავს ჰკითხე? - ნიკაპქვეშ ამომდო ხელი სოფიომ და თვალებში ჩამაშტერდა..
- მგონი ზარია - ფეხზე სწრაფად წამოვხტი და ზღურბლზე მდგარი დედაჩემის დანახვაზე მიტკლის ფერი დამედო სახეზე..
- როგორ გაგიხარდა დედის დანახვა, სახეზე ისეთი ბედნიერება გაწერია მეშინია ცუდად არ გამიხდე შვილო - ირონიული ტონით მითხრა და საკოცნელად გადმოიხარა..
- უბრალოდ არ გელოდი, გამიკვირდა. ბოლოს როდის გაგახსენდა სად ვცხოვობ არც კი ვიცი - ვეცადე მის პასუხზე სათანადო პასუხი გამეცა..
- რა თქმა უნდა, მარტო არასოდეს ხარ !
- რაიმე პრობლემა გაქვს ? - ჩემს მარტო ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებით? მგონი მიზანმიმართულად ხარ მოსული დედა .
- ნამდვილად.. სწორედ ასეა. კარგად ხვდები, აი ამაში ნამდვილად მე მგავხარ შენ ეს მოგწონს თუ არა . სალაპარაკოდ მოვედი . რადგან შენი მეგობრები აქ არიან ამათთან ერთად გეტყვი , მე პრობლემა არ მაქვს. თუკი შენ მათთან დასამალი არაფერი გაქვს, თუკი არ გეშინია გაიგონ როგორი მოსიყვარულე და ყავს ნიტას..
- რა სასაცილოა, შენნაირი ქალი რომ სიყვარულზე მელაპარაკება. მაგრამ საინტერესოა რა გაქვს სალაპარაკო. სწორია მე დასამალი არაფერი მაქვს. მითუმეტეს იმ ადამიანებთან , რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ მაშინ როცა მე დედის სითო და ზრუნვა მჭირდებოდა..
- რა თქმა უნდა, არ მაპატიებ , იმას რაც იყო..
- არასოდეს. არასოდეს გაპატიებ ამ ოცდაშვილს წელიწადს, რომელიც ტკივილში და ცრემლებში გავატარე.. მაგრამ შენ არ ხარ ის ადამიანი ვისაც გულს გადავუშლი.. მითხარი რა გინდოდა..
- მაშინ საქმეზე გადავიდეთ დამარცვლით მითხრა და ჩემს წინ სავარძელში ჩაეშვა. ტანზე შემომდგარმა კაბამ თავისით აიწია ზემოთ და ბარძაყებზე ნაოჭებად დაეწყო..- მიპასუხე, როგორ ბედავ და შენს დას ცხოვრებას უნგრევ, ოჯახს უნგრევ. ბედნირებას ართმევ, როგორ ბედავ ამას ? როცა მოვიდა გაგიმხილა თავისი დარდი , ტკივილი. შენ რა ქენი? ფეხებზე დაიკიდე მისი განცდა და იმ ვიღაც დანიელთან აგრძელებ ურთიერთობას.. ახლა ჩემს ჯინაზე, შენი დის ჯინაზე იქნებ ლოგინშიც ჩაუგორდე რომ სამაგიერო გადამიხადო..
- შენ საერთოდ აზროვნებ რას მელაპარაკები?- გამწარებულმა ვუყვირე და ფეხზე წამოვხტი. შენ თავი ვინ გგონია რომ ამას გეუბნები? შენ ვინ ხარ რომ მოდიხარ და ასე მამცირებ?!! - მე არავინ დამიკიდებია ფეხებზე.. მე არავის არ ვუნგრევ ცხოვრებას და არც ბედნიერებას ვართმებ. შენს შვილს თავად მიხედე გასაგებია? რა დაუშავა ასეთი ამ ბიჭმა? შენ ხომ კარგად იცი ყველაფერი, შენ იქნებოდი ის ადამიანი ვინც ამ პრობლემებიდან გამოიყვანდა ნიტას..
- გეუბნები მაგ ბიჭს ჩამოშორდები და მეტჯერ ამ თემას არ შევეხეებით ..
- შენ მე ვერაფერს მიბრძანებ ! ქალბატონო სალომე, შენ მე ნიტაში ნუ გერევი , არ მოგცემ უფლებას რომ ჩემი ცხოვრებით ითამაშო. ვინც მინდა ის მეყვარება და ვისთანაც მინდა იმასთან დავწვები.. და შენი საქმე არაა ეს !.
- მართა მისმინე. მშვიდობიანი გზით ვცდილობ მოვაგვარო შენთან ეს პრობლემაა. ნუ მაიძულებ სხვა ზომებს მივმართო..
- რა ზომებს? წახვალ და დანიელს ეტყვი ჩემზე რამეს? არ მადარდებს , ისემც გიქნია აქედანვე წასულხარ და ათასი ჭორი და ტყუილი გითქვამს ჩემზე .. ფეხებზე შენი შეთითხნილი ჭორები, შენი უმოქმედო ტვინის ამბავი რომ ვიცი სხვას ვერაფერს მოიფიქრებ..
- ენა ნუ დაიგრძელე .. გესმის შენ? რაც არ უნდა იყოს მე დედაშენი ვარ .. მე გაგაჩინე.. მერე რა რომ მე არ გამიზრდიხარ..
- მე დედა გარდამეცვალა. როცა ისე მომისროლა როგორც გამოუსადეგარი ნივთი მხოლოდ იმიტომ რომ მსოფლიოს დათვალიერება და სწავლა- განათლება მოუნდა, მაშინ გარდამეცვალა მე დედაა- როცა თბილისში დაბრუნდა და სახლში მოსულმა ზედაც არ შემომხედა, გულზე არ მიმიკრა ასე რომ ველოდი ამდენი წელიწადი და არ მითხრა რომ ამის მერე სულ ჩემთან იქნებოდა.. ახლა როგორ ბედავ, რა სინდისით ბედავ მოხვიდე და მიკარნახო როგორ ვიცხოვრო და როგორ მოვიქცე? რა უფლება გაქვს რომ ჩემს ცხოვრებაში ერევი..
- გასაგებია, შენთან ადამიანური ლაპარაკი შეუძლებელია - გამწარებულმა მითხრა და მთელი ძალით გაიჯახუნა სახლის კარები..
გონება დაბინდული ვიჯექი გზად პირველივე შემხვედრ ბარში. ჩემს წინ მდგარ ჭიქას გაშტერებული მზერით დავყურებდი და მოუშუშებელი ტკივილი მტკიოდა ისევ. წლები დამჭირდა ამ იარის შესახორცებლად. საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ არასოდეს გავიხსენებდი ამ ტკივილს , მაგრამ შევცდი.. მაიძულეს, ისევ იქ იმ ასაკში დავბრუნებულიყავი როცა საბოლოო იმედი წამართვეს, როცა ჩემში იმედის ის ყვავილი ჩაკლეს რასაც დედის სითბო ერქვა..
თეთრი საგანგებოდ შერჩეული კაბა მეცვა... მახსოვს როგორ შემოვიდა სახლში. წითელ კაბაში გამოწყობილი, გაშლილი თმით . მახსოვს ვიდექი მაგიდის წინ და ველოდებოდი როდის დამინახავდა, როდის შემიმჩნევდა. მეტყოდა რომ მოვიდა, ამდენი დაკარგული წლის მერე დაბრუნდა დედა რომელსაც მხოლოს სიზმარში ვხედავდი ხოლმე..
ჩემს წინ ყინულის ფიტული იდგა, ახლაც კი მტკივა იმისი წარმოდგენა რომ ამ ქალს დედაჩემი ერქვა, მისი სისხლი მეც მქონდა სხეულში და ძარღვებში დამიდიოდა.. რომ მის მუცელში ცხრა თვე გავატარე, მისით ვიკვებებოდი და ვარსებობდი..
ეს იყო დედა რომელსაც ათი წელიწადი ველოდი, ეს იყო დედა რომელზეც ღამით ძილის წინ ზღაპრებს ვთხზავდი, ეს იყო დედა რომელმაც მხოლოდ ლოყაზე მაკოცა მოვლილი ხელი თავზე გადამისვა და საძინებელში შევიდა დასასვენებლად..
მწარე სითხე გამომშრალ ყელში გადავუშვი და მძაფრი სუნამოს სურნელის შეგრძნებისას ნახევარი ტანით გავიხედე უკან..
- ოოოო, აქ რა ქარმა გადმოგაგდო?- ღიმილით ვუთხარი და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე..
- მართა რატომ სვამ? - წლების დაქალივით მკითხა და გვერდით მომიჯდა..
- რატომ, არ შეიძლება დავლიო? თუ აკრძალული მაქვს? საკმაოდ დიდი ვარ ტატა..
- ვიცი მაგრამ მოხდა რამე? შენ ხომ არ სვამ ზოგადად..
- რა იცი შენ მე ვსვამ თუ არა? ჰაა? იქნება ალკოჰოლიკი ვარ, იქნება ლოთი ვარ...
- ნუ სულელობ, უბრალოდ გტკივა და ამტომ სვამ. მაგრამ ეს დროებითია იცოდე, ეს სასმელი მხოლოდ ამ ღამეს გადაგატანინებს. როგორც კი შენიდან დაიწყებს გამოსვლას მაშინვე უარესად იქნები..
- შენ რა იცი, რა არის უარესად ყოფნა, ტკივილი რა არის რა იცი ? შენ ხო ყველაფერი ხუთიანზე გაქვს. კარგი კარიერა,კარგი მშობლები. საყვარელი კაცი.. მეტი რა გინდა? რაზე მელაპარაკები.
- მისმინე, ნასვამი ხარ და სისულელეებს ლაპარაკობ, მე მესმის შენი, გიგებ რაც გტკივა. ოჯახიც , სიყვარულიც , კარიერაც. მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ როცა გამოფხიზლდები. ახლა აზრი არ აქვს. შენ ჩემსას მაინც არ მოისმენ..
- და რატომ გგონია რომ ხვალ მოვისმენ. თუკი ვინმესგან რამეს არ მოვისმენ ეს შენ ხარ.. და იცი რატომ? ჩემს ტკივილს შენი დანახვა კიდევ ტკივილს უმატებს. გესმის? სულს მიცრეცავს შენი დანახვა ადამიანო..
- ეგეც ვიცი , მაგრამ ამაზე ხვალ გაგცემ პასუხს. დღეს არაა ეს სალაპარაკო . დღეს მაინც არ დამიჯერებ რომ მე შენკენ ვარ, შენი ბედნირების მხარე ვარ.
- ნუ გამაცინეე- სიცილით დავიძახე და ხალხის ყურადღება მაშინვე მივიქციე..- ნუ მაცინებ გაიგე? - დაბალ ხმაზე ვუჩურჩლე და გავუღიმე.
ყავის ფინჯნით ხელში ვიჯექი რბილ დივანზე და ჩემს გვერდით მჯდარ გოგოს ზედ არც კი ვუყურებდი.. სულ ცოტა ხნის წინათ ეს ის ადამიანი იყო რომელიც მთელი გულით მძულდა, ის კი მეხმარებოდა. ჩემდა გასაკვირად მეხმარებოდა, ჩემს გონს მოყვანას ცდილობდა თავისი საუბრით..
- ვიცი რომ არ მოგწონვარ, ბოლოს ძალა გამოცლილმა მითხრა და ჩემკენ შემოტრიალდა. - მაგრამ რატომ, რა არის ამისი მიზეზი ამას ვერ ვხვდები მართა, მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია..
- შენ მე ყველაზე ძვირფასი , ფასეული და უკანასკნელი იმედი წამართვი..
- მე წაგართი? კი მაგრამ რა? რა წაგართვი, მითხარი. თუკი უნებლიედ რაიმე დავაშავე ბოდიშს მოგიხდი, ოღონდ მითხარი ასეთი რა გაწყენინე..
- აზრი არ აქვს თქმას.. ამით არაფერი იცვლება გესმის? შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, გეფიცები. სხვა სიტუაციში რომ გამეცანი შენთან ვიმეგობრებდი კიდეც, მაგრამ ახლა არ შემიძლია გესმის? შენი ყოველი დანასვისას ახალი ჭრილობა მეხსნება, - ფინჯანი მაგიდაზე ხმაურით დავაბრუნე და ფეხზე წამოვხტი.. - გამიშვი აქედან გთხოვ, სული მეხუთება აქ ყოფნით გესმის? სული მტკივდება როცა შენს გვერდით ვარ. როცა ვიცი რომ..
- მე შენთან ვარ , დამშვიდდი კარგი? არ ინერვიულო დამიჯერე ყველაფერი ძალიან , ძალიან კარგად იქნება. გპირდები რომ ისე იქნება როგორც შენ გინდა მართა. გულზე მიმიკრა და ჩემთან ერთად დაეშვა იატაკზე..
- არაფერი, მთელი ჩემი ცხოვრების მანძლზე არაფერი არ ყოფილა ისე როგორც მე მდომებია , ახლაც არაფერი იქნება - სლუკუნით ვუთხარი და ძილს უფლება მივეცი გამარჯვება მოეპოვებინა.