საძინებელში ვიწექი და თვალების გახელა არ მინდოდა, ერთიანად ვფიქრობდი ყველაფერზე, იმაზე რაც მოხდა და იმაზე რაც მოხდებოდა....
დანიელს სახლში წაყვანა ვთხოვე, მინდოდა მარტო ვყოფილიყავი, ახლა ყველაზე მეტად სიმარტოვე და სიმშვიდე მჭირდებოდა.. არავის ვადანაშაულებდი საკუთარი თავის მეტს. მე უნდა მივმხვდარიყავი ყველაფერს. მე ვიყავი მხოლოდ დამნაშავე..
ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი..
გოგოები და დანიელი გულითადად საუბრობდნენ. მათ დანახვაზე სახეზე ღიმილი მომეფინა და დანიელისკენ წავედი... წელზე ნელა შემომხვია ხელი და მუხლებზე დამისვა. მაშინვე ჩამალა სახე ჩემს თმებში და როგორც სჩვევია ხარბად შეიყნოსა თმებიდან მოპარული სურნელი..
- იცი რა გამახსენდა? - ღიმილით მითხრა სოფიომ და გაბერილ მუცელზე ხელი დაისვა.. - პირველად რომ გაგიცანი...
- ნეტა რა გახსოვს - ხორხოცით ჩაერთო ლაპარაკში ნუცა როგორც სჩვევია ..- ხო აი ბაღში რომ მიგიყვანეს და ჩხაოდი ეგ გეხსომება..
- მე ვჩხაოდი? - გაბრაზებულმა შევხედე ნუცას ..
- შენ კი არა ეს ბორბალივით ქალი. ბოლო ხმაზე ჩხაოდა ხოლმე..
- ღმერთო ჩემო ბორბალივით ქალი-ო , აღშფოთებულმა თქვა სოფიომ და პირველად წამსკდა სიცილი მთელი ორი დღის მანძლზე..
- მარტო შენ ახერხებ ასეთი ფრაზების მოფიქრებას. ღმერთო ჩემო ნუცა, საიდან იგონებ ამეებს..
- საიდან და ნაკითხი გოგო ვარ, ვზივარ და ვკითხულობ და მერე საუკეთესო ფრაზებს ვიწერ..
- და ეგ რომელი ნაწარმოებიდან იყო? - ინტერესით ჩაეკითხა დანიელი და ჩემს ზურგს უკან დაიმალა. - ეს ალბათ უფრო ბუკოვსკი იქნებოდა..
- უზნეო კაცი ხარ . ბუკოვსკი საიდან მოიგონე, თუმცა ეგეც ვიცი ახლა ბუკოვსკის რა ნაწარმოებმა გაგირბინა თავში.. - სიცილით ესროლა ბალიში დანიელს და ანთებულ ტელეფონს დახედა..- შენი ძმა მირეკავს - თამამად გამოუცხადა და ოთახიდან გავიდა..
- ამას დიდი ხანია შენი მაზლი ურეკავს? - სოფიოს კითხვაზე ერთიანად დავაღეთ პირი მე და დანიელმა..
- ჩემი მაზლი? - თვალები მაშინვე დავუბრიალე სოფიოს გაჩუმების მიზნით..
- ხო შენი მაზლი არაა?!- კაი რა, მაინცდამაინც ჯვარი უნდა გქონდეთ დაწერილი რომ ცოლი და ქმარი იყოთ? ისედაც ასე ხართ.. ხოდა ეს შენი მაზლი ამ შერყეულს რატომ ურეკავს, თუმცა ისიც ხო შერყეულია - ლექსივით ჩამოარაკრაკა სოფომ და სახეაწითლებულ დანიელს შეხედა.. - მაპატიე დანიელ, ცუდი განზრახვით არ მითქვამს. უბრალოდ.
- ვიცი, მეგობრობენ, ანდრიამ მითხრა რომ კარგად გაუგეს ერთმანეთს და ხშირად საუბრობენ სულ ესაა მე რაც ვიცი, რაც არ ვიცი ნუცას კითხეთ .. - მუხლებიდან გადამსვა და ფეხზე წამოდგა..- მივხვდი მიუხედავად იმისა რომ სოფიოს მიზანმიმართულად არ უთქვამს ანდრიაზე ასე, მაინც ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია..
- როგორ მინდა მალე გაჩნდეს ეს ბავშვი, დავიღალე რაა. უკვე წელი და ფეხები მტკივა.. - წუწუნით მითხრა და მაშინვე ამემღვრა სახე.. - დღეს მარტო სისულელეებს ვლაპარაკობ ჩემო ლამაზო- თავი მაშინვე იმართლა და წელში გასწორდა..
- დამშვიდდი , მეც ველოდები ჩემს ლამაზ ნათლულს. ერთ სული მაქვს გულში ჩავიკრა და პატარა ცხვირზე ვაკოცო...
- ეს რას დაყურებს ასე გაშტერებული, მგონი არც სუნთქავს - ისევ ნუცამ გააბათილა ოთახში არსებული დაძაბულობა და დანიელს ძმაკაცივით შემოხვია ხელი მხარზე.. - ხო მაგარი სიყვარულია? აქ ალბათ ორი წლის იქნება.. რა გასიებულია შეხედე. ახლა კიდე მაკარონვით არის ..
- რაზე ლაპარაკობთ მაჩვენეთ - ფეხზე წამოვდექი და ხელიდან ხელში გადმოსულ ფოტოს დავხედე..
- ხოო აქ ორი წლის ვარ, ნახე როგორი ფეხები მაქვს - სიცილით დავხედე საკუთარ ფოტოს და დანიელს შევხედე..- სახეზე ფერი არ ედო, ნუცა მართალი იყო, არც კი სუნთქავდა.. ნელა შევახე ხელი მკლავზე და ერთიანად მოეგო გონს..- დანიელ ცუდად ხარ?
- არა, რაღაც გამახსენდა, საქმე მაქვს, უნდა წავიდე - ერთიანად მომაყარა სიტყვები და გოგოებს შეხედა.. - დღეს რომელი რჩებით ?
- ორივე - ერთხმად დაიძახეს და ჯერ მე შემომხედეს მერე დანიელს.
- მაშინ მე წავალ - კიდევ უფრო გაფითრებულმა შემომხედა და მერე გაოცებულმა დახედა სურათს..
ცოტა ხანს სამივე ჩუმად ვისხედით და ჩემს ფოტოებს დავყურებდით. ზოგადად ადამიანებს ხშირად ენატრებათ ბავშობა, მე კიდევ ვუყურებდი ჩემს სურათებს და არაფერი მენატრებოდა... ჩემი ყოველი ფოტო სიხარულით იყო გადაღებული . იქამდე სანამ ათს კიდევ მიემატებოდა ასაკი, მერე თითქოს ღიმილი შევწყვიტე, მერე სურათებს შორის განსხვავებაც კი იგრძნობოდა...
- ოდესმე დანიელს მიატოვებ, ამას შეძლებ მართა? - ნუცამ კითხვამ ოდნავ შოკი მომგვარა და ალბომი დავხურე..
- რატომ მეკითხები? - ინტერესი ვერ დავმალე და ნუცას გავხედე..
- მაინტერესებს როდის შორდებიან საყვარელ ადამიანებს. აი ნახე, სოფიოს შვილი ეყოლება მალე, ამიტომ შეიძლება მისთვის უფრო მეტად პრობლემა იყოს დაშორება, როგორც ხდება ადგება და შვილზე დაიწყებს ფიქრს, შვილს ვერ დავუნგრევ მომავალს და ფსიქიკას, ბავშვს მამაც სჭირდება და დედაც. აი, შენ არ გყავს ქმარი ოფიციალურად. უყურე ხაზს ვუსვამ ოფიციალურად , თორემ ისე მე და სოფო შენს სექსუალურ დანიელს სიძეს ვეძახით. უბრალოდ მაინტერესებს რა დროს შეიძლება რომ მიატოვო კაცი რომელიც გიყვარს..
- არა, ყოველთვის უცნაური კითხვების მოყვარული იყავი, მაგრამ ამჯერად გამაოცე - მშვიდად გაიცინა გაბერილმა და ვაშლის მოზრდილ ნაჭერს წაატანა ხელი...
- იცი რა? ადამიანის მიტოვება, მისგან წასვლა რთული არაა, შეგიძლია ნებისმიერი ადამიანისაგან წახვიდე, ისე წახვიდე რომ უკან არ მოიხედო და წასულმა სიმსუბუქე იგრძნო მაგრამ, არის ერთი დიდი მაგრამ ნუცა, თუ ეს მამაკაცი არა მარტო შენს გულს და სხეულს ეხება, მისგან წამოსვლა შეუძლებელია. ადამიანი რომელიც შენს სულს ფლობს, მას ვერ მიატოვებ იცი რატომ? შენ დასაწყისი ხარ და ის შენი სულის გაგრძელებაა. თუ ადამიანი სულით გეხება მას ვერ დაივიწყებ.
- ძალიან გიყვარს არა? შენზე ძალიან ნერვიულობს იცი?
- ვიცი ნუცა ვიცი, მაგრამ შინაგანად ცუდად ვარ, ვცდილობ რომ მას არაფერი ვაჩვენო, მაგრამ მიჭირს, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზობ. იქ დაჩაზე ყოფნის დროს ყველაზე კარგად შევიცანი დანიელი. ყველაფერზე ვილაპარაკეთ მათ შორის ბავშვებზეც. გამიმხილა როგორ ძალიან უნდა რომ შვილი გვყავდეს. ჩემნაირი და მისნაირი. იქიდან დაბრუნებულმა კიდევ , მწარე რეალობა მივახალე სახეში ჩემი ქცევით - ცრემლები ლოყებზე ჩამომიგორდა და ტირილის შესაჩერებლად ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.. - იცი , აი ახლა ზუსტად იმ სულის გაგრძელება მტკივა რასაც დანიელის ნაწილი ჰქვია.
- ჯერ ყველაფერი წინააა, მართლა - დანანებით მითხრა ნუცამ და მაგრად შემომხვია ხელები. - უბრალოდ არ ვიცი რა სიტყვები უნდა გითხრა ასეთ დროს.
- არაფერი არ მითხრათ არც ერთმა, უბრალოდ მაგრად ჩამეხუტეთ და მეყოფა..
**