მოთმინება დაკარგული ვუსმენდი ტატას დაქალების სასყვარულო ისტორიებს და ვხვდებოდი სათითაო მათგანის ბედნიერება როგორ მირტყავდა ნერვებზე.. მათი ბედნიერი სახეების დანახვა დარდად მედებოდა გულზე და ყელში ბურთივით მეჩხირებოდა ცრემლები.არასოდეს ვყოფილვარ ბოღმიანი მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა ტვინში მხოლოდ ერთი კითხვა მოდიოდა „ რატომ მე“. აი ამ კითხვას კი პასუხი არ გააჩნდა. ეს ყველაზე რთული კითხვა რაც კი გამაჩნდა ამ ეტაპზე...
არყით სავსე ჭიქა ერთ ყლუპად გადავუშვი ხახაში და ყელის საშინელმა წვავ სახეზე მთელი ემოცია გამოიწვია..
- კარგად ხარ?- ფრთხილად შემახო ხელი ტატამ მუხლზე და გამიღიმა.. გინდა წამოწექი, დაისვენე , ამათ გავაცილებ და მერე რამე გემრიელი მოვამზადოთ .
- არა კარგად ვარ, მოგეხმარები . წოლა და მარტო ყოფნა არც სახლში მაკლია- ღიმილით ვუპასუხე და რამოდენიმე წამში სამზარეულოსაკენ წასულს უკან დავედევნე..
ნახევარი საათის მერე მაგიდის გარშემო ორნი ვისხედით და აქამდე შიმშილისაგან აწკმუტუნებულ მუცელს ვიმშვიდებდი.. ნერვიულობისაგან ერთიანად მიშრებოდა პირი და მალიმალ ვსვამდი წითელ ღვინოს.
- მოდი თან საქმეზე ვილაპარაოთ , ეხლა რა ხდება. გახსოვს შენობაში გადასვლისას ფასადი და სათამაშო მოედანი დასასრულებელი დაგვრჩა. ამდენი ხანი ვერაფრით მოვახერხე ამის დასრულება, მაპატიე. ყველაფერი მზადაა სულ ერთი კვირაა საჭირო და ბავშვებს ექნებათ ულამაზესი გასართობი ადგილი. ცოტა არეული პერიოდი მქონდა, საქართველოში არ ვიყავი, მამასთან ვიყავი ამიტომ გადაიწია ამ ყველაფერმა. დილით დანიელმა დამირეკა და გამახსენა თორემ სიმართლე გითხრა არც მახსოვდა.. ისეთი დაღლილი ვარ ერთი სული მაქვს სადმე გამოქვაბულს შევაფარო თავი , ოღონდ დავისვენო - სიცილით მითხრა უკანასკნელი სიტყვები და მიხვდა სულ არ მეცინებოდა..
- დანიელმა დაგირეკა? - არ მეგონა თუ ადარდებდა, ჩუმად ჩავიჩურჩულე და მხრები ავიწურე.
- თქვენ რა იჩხუბეთ? - ხელზე ნელა დამადო ხელი და ინტერესით შემომხედა.
- ჩვენ ერთი თვეა დავშორდით ტატა. ის დამშორდა უფრო სწორად. ოღონდ მიზეზი არ მკითხო, ახლა ამისი ლაპარაკის სურვილი არ გამაჩნია..
- არა, დამშვიდდი არ გკითხავ, ეგ ჩემი საქმე არაა, მაგრამ მაპატიე დანიელს დიდი ხანია ვიცნობ, სწორად გამიგე, ზუსტად ვიცი როდის უყვარს ადამიანი და ვიცი რომ შენ უყვარხარ მართა. გაოცებას ვერ ვმალავ რომ თავად დაგშორდა.
- ჩემი ბრალია, ტყუილი ვერ მაპატია, ტყუილიც არ იყო. დროულად ვერ ვუთხარი ის სიმართლე რომელიც ორივესათვის მნიშვნელოვანი იყო. მან კი..
- კარგი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი რომ დაგირეკავს და შერიგდებით , უბრალოდ დრო მიეცი, ცოტა ხისტია უჭირს რაღაცეების შეგუება და მერე ამ რაღაცეების გააანალიზება.
- აღარ ველოდები ! - ძლივს ამოვიკნავლე და ერთიანად მივეცი გასაქანი ცრემლებს, რომელსაც ამდენი ხანი ვიკავებდი. - მოსასვლელი მოვიდოდა ტატა, შენ რომ იცნობ დანიელს, მისთვის წინაღობა არ არსებობს, მისთვის სულ ერთია ხალხი რას ამბობს, მაგრამ ის წავიდა, უბრალოდ დამტოვა , არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა ავხსნა ეს ყველაფერი, ვერ წარმოიდგენ როგორ ცუდად ვარ, შიგნიდან ყველაფერი მეწვის, იცი რა არის სასაცილო? იმდენად შორსაა ჩემგან რომ ყველგანაა ჩემში. მისი მზერა, თვალები, ღიმილი, მისი სურნელი დამყვება თან. ხანდახან მგონია შევირყევი, ვერ გავუძლებ, ამას ფიზიკურად ვერ გავუძლებ ტატა. დაბადების წუთიდან მიტოვებისთვის ვიყავი განწირული ეტყობა ესაა ჩემი ბედი , რომ ყველა გაიქცეს ჩემგან, უბრალოდ ჯერ გამაბედნიერებენ და მერე ისე ძალიან მთქელავენ მიწაზე დაცემულს წამოდგომის ძალა არ მრჩება, სურვილი არ მრჩება წამოდგომისას საკუთარი ძვლები წამოვკრიფო..
- ამდენს ნუ სვამ !- ხვეწნით შემომხედა და ბოთლს გადასადგმელად წაატანა ხელი რომ დავიჭირე..
- დღეს დავლევ, იქნებ დავიცალო ამ აუტანელი ტკივილისაგან,ხვალ უფრო ძლიერი ვიქნები, უფრო მყარი. იცი რა ძნელია იყო ძლიერი? მუდამ ყველაფრის რქებით გატანა გიწევდეს. ცხოვრებაში ისე არაფერი გამიკეთებია რომ წინაღობა არ მქონოდა.. გვერდში კი არასოდეს მდგომია ოჯახი, პირიქით ჩემი ოჯახი მუდამ ჩემს წინააღმდეგი იყო და ახლაც ასეა.. აი შენ გაგიმართლა , მამა გვერდში გიდგას, რაც არ უნდა იყო, ძლერი ზურგი გაქვს ტატა . მე კიდევ ამ სიყვარულმა დამასუსტა, ბავშვად მაგრძნობინა თავი, ცოტა ხნის წინ ისეთი ლაღი ვიყავი, პირველად ცხოვრებაში არ ვფიქრობდი არაფერზე, პირველად ვიღაცა ჩემს სანაცვლოდ ფიქრობდა. ახლა კი არც ძლიერი ქალი ვარ და არც საყვარელი, ახლა უბრალოდ ქალი ვარ..
- საკმარისია, მესმის რომ გტკივა მართა, მაგრამ ჯერ არაყი ახლა ეს ღვინო, ცუდად გახდები, გახსოვს ბოლოს რაც მოხდა?
- მახსოვს, მაშინ ვეჭვიანობდი, ეჭვიანობა მკლავდა, ახლა მარტოობა. - ჯანდაბა ორივე ერთი ნაგავია - ხმამაღლა გადავიხარხარე და ღვინის ბოთლი ჩემკენ მივიწიე. - ორივე სულს გგლეჯს, ავადმყოფად გაგრძნობინებს თავს. იცი რა არის სასაცილო ?- მაშინ მეგონა რომ დანიელს მართმევდნენ ახლა კი ისედაც აღარაა ჩემი.
- დამშვიდდი გთხოვ, აქ ხომ იმიტომ არ მოგიყვანე , რომ გეტირა. მარტო არა ხარ, მეც მტკიოდა და ახლაც მტკივა, მეც ეს გზა გავიარე მართა,მეც ვკვდებოდი , უფრო სწორად დიდი ხანია შინაგანად მოვკვდი , მაგრამ ეს ცხოვრებაა, და ამ ცხოვრებაში ჩვენ განგებამ ძლიერი ქალის იარლიყი მოგვაკრა.
- ძალიან გიყვარდა? - ჩემს მოულოდნელ კითხვას არ ელოდა, მივხვდი არ უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ კითხვა კიდევ გავუმეორე და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიწიე..
- მიყვარდა. და მისი შეყვარება არასოდეს მინანია. მიყვარდა და ამითაც კი ბედნიერი ვიყავი, ის ჩემთვის ყველაფერი იყო, მისი ერთი შემოხედვა, გაღიმება აი ეს იყო ჩემთვის ბედნიერება, მასთან ერთად გატარებული არც ერთი წუთი არ წარუშლია ჩემს გონებას მართა. და იცი რატომ? - მე ამ მოგონებებით ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში იყო - აცრემლებული თვალებით შემომხედა და სასმლით ჭიქებში ამჯერად თავად შეავსო..
- რატომ მიგატოვა? - ვგრძნობდი რომ ჩემს კითხვებს საზღვარი არ ექნებოდა ამის კი ტატას უხერხულობას ვუქმნიდი. მიუხედავად იმისა რომ სახელს არც ის ამბობდა არც მე ვიცოდით რომ ორივე ერთიდაიგივე კაცზე ვსაუბრობდით.
- მას არასოდეს ვუყვარდი და მე ეს ვიცოდი, მასთან მანამდე ვიყავი სანამ არ მივხვდი რომ გიჟურად მიყვარდებოდა, უფროდაუფრო ვეჩვეოდი, ამიტომ ერთ დღეს უბრალოდ წავედი მისგან, იცი რეალობაში დაბრუნებულს რა მეტკინა? - ის იყო ჩემს ცხოვრებაში და მე მის ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ. მისთვის მხოლოდ მეგობარი ვიყავი გესმის? - და ახლაც ასეა, ის ჩემში საყვარელ ქალს ვერ ხედავდა- დანანებით მითხრა და ყველის მოზრდილი ნაჭერი მოჭრა ჩანგლით.
- შენ ასეთი ლამაზი ქალი ხარ, ჭკვიანი, დახვეწილი სამწუხაროა რომ ასე გამოვიდა.. არ გკითხავ ვინ იყო ის კაცი. ისედაც ორივემ ვიცით და ისიც ვიცით რომ შეუძლებელია ის არ შეგიყვარდეს.
- სწორია, ჯობია არ მკითხო იმიტომ რომ ამას მაინც ვერ გაიგებ, შენ გაგიმართლა რომ დანიელს უყვარხარ. ის საუკეთესო კაცია, მას შეუძლია ქალს თავი ბედნიერეად აგრძნობინოს.
- მის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლო - მოდი დავლიოთ ჭიქა ხელში ავიღე და ტატას შევხედე - „ცხოვრება ორ ნაწილად გავყოთ - მათთან ერთად და მათ გარეშე „ - ნერვიულობა სიცილში გადამივიდა როგორც მჩვევია ზომად მეტად შეზარხოშებულს და ანთებულ ტელეფონის ეკრანს გავხედე, უკვე მერამდეედ რეკავდა მამაჩემი , მე კი პასუხის გაცემის სურვილი არ გამაჩნდა .. - ძალიან მენატრება, საშინლად, ასე ძალიან არავინ მომნატრებია, გიჟივით დავიწყე ტირილი და სახე ხელებში ჩავმალე, ვიცოდი ახლა ვერავინ გამაჩერებდა თავად დანიელიც კი, ბოლომდე უნდა დავცლილიყავი, ბოლომდე უნდა მეტირა ჩემი ტკივილი რომელიც ასე მასუსტებდა. ეს ჩემი ისტერიკის მეორე გამოვლინება იყო, პირველი მაშინ დამეწყო როცა დაბრუნებულმა დედამ ზედ არ შემომხედა, გულში არ ჩამიკრა, ახლა ეს მეორე და უფრო მძიმე შეტევა იყო, მონატრების და მიტოვების ერთად. უფრო მძაფრი და უფრო ტკივილიანი ვიდრე ის ბავშური ცრემლები. - წავალ პირს დავიბან - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი..
- მისმინე, ბევრი დალიე, გინდა წამოგყვე ..
- არა დედიკო, მარტოც მოვახერხებ, გულიანად გავიცინე და სააბაზანოსაკენ ფრთხილად წავედი.
ხელსაბანს დავეყრდენი და ცივი წყალი სახეზე ხარბად შევისხი.. სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვამ შემაშინა. ნუთუ ეს მე ვიყავი. ტირილისაგან დაწითლებული თვალები და ამოშავებული თვალებით. ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ აშკარა იყო ზომაზე მეტი მქონდა დალეული. - ბოლო სამი არ უნდა დამელია - ჩემს თავს თითო დავუქნიე და გამეღიმა..
- საღამო მშვიდობის - ტატას ხმა მჭახედ გაისმა და გაიტრუნა..
- მშვიდობა გაქვს? - ნერვიულად წამოდგა ფეხზე დანიელი და ღამის თბილისს მოავლო მზერა.შეგიძლია რომ მოხვიდე?
- ტატა რა ხდება? არ მიყვარს ხო იცი ეს თამაში.
- ეს თამაში არაა. გთხოვ მოდი. და ყველაფერს გეტყვი. ძალიან გთხოვ - მუდარით უთხრა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო..
ნერვიულად ისრესდა სახეს დანიელი და საკუთარი თავი სძულდა ამის გამო. საწოლის კიდეზე იჯდა და ფრთხილად ეფერებოდა თმაზე.. იცოდა რომ დამნაშავე მხოლოდ ის იყო. მხოლოდ ის და სხვა არავინ. ისიც იცოდა რომ ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ მას შეეძლო. მხარზე ხელის შეხება იგრძნო და თვალებით ანიშნა ტატამ გამოდიო..
- ასეთ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანე ეს გოგო? - გაბრაზებული ჩაეკითხა ტატა და ყავით სავსე ფინჯანი გაუწოდა.. - დანიელ იცი მაინც რა მდგომარეობაშია? სიტყვები არ მეყოფა რომ გადმოგცე. ამიხსენი ესაა შენ სიყვარული? რაში სჭირდება ეგ შენი გრძნობა თუკი ასე უნდა მოკლა... ძალიან ცუდადაა. არა ეს სიტყვები კიდევ არაფერიაა. მისი ტკივილი მეტკინა, მიუხედავად იმისა რომ მისი ტკივილი შენ ხარ. გოგო რომელიც ასე ძალიან გიყვარს, ასეთ მდგომარეობაში როგორ დატოვე, ასე ნუ გაიმეტებ, ცხოვრებას ვერ აგრძელებს, უშენოდა სტკივა. რამე გააკეთე ადამიანო, ასე ნუ მიყურებ.
- მისმინე რა გინდა რომ გავაკეთო...
- რა მინდა? არ ვიცი რა ტყუილზე და რა სიმართლეზე ლაპარაკობდა მაგრამ, სიყვარული ამასაც უძლებს და იტანს, შენ ხო ეს კარგად იცი. შემომხედე, ჩემზე კარგი და რეალური მაგალითი გჭირდება?
- ტატა არ დაიწყო !- მაშინვე დაუტია და ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა..
- მაშინ ისე გააკეთე რომ ამისი გახსენება არ მომიწიოს დანო. შენ ხომ ასეთი არ ხარ. რომ გენახა როგორ ცუდადაა, ვერ გაუძლებდი. ცდილობს ძლიერი იყოს, მაგრამ სუსტია. დაღლილია მიტოვებით დანიელ. შენი დაცვა და გვერდში დგომა სჭირდება - ცრემლები გადმოსცვივდა და ბიჭს ახედა.
- შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია - დანანებით უთხრა და ძლიერი ხელები შემოხვია გოგოს..
**
ხელში აყვანილი მიყავდა დანიელს მართა და გრძონდა რომ მხოლოდ მისი სიახლოვეც კი საკმარისი იყო ბედნიერებისათვის. პატარა გაწუწულ კნუტს აგონებდა, თავსხმა წვიმაში გარეთ მოყოლილს , თავშესაფარის ძებნაში დაღლილს და მარტოობისაგან დალეულს. მკერდზე ჰყავდა მიკრული და უნდოდა არასოდეს გაეშვა ხელი. ტატა მართალი იყო, ამ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანა ეს ერთი ციდა გოგო, ჯერ ბედნიერება აჩვენა , დააჯერა რომ არასოდეს მიატოვებდა და მერე მაინც მიატოვა. საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა რომ არ უსმენდა არავის, არ ეჯერებოდა რომ შეიძლებოდა ასე ყვარებოდა ვინმეს დანიელი..
ფრთხილად დააწვინა საწოლზე და გვერდით მიუწვა. ყველაზე მადისამღძვრელი სურნელი ჰქონდა მის ქალს, ყველაზე საოცარი და ვნებიანი..
სახიდან თმა გადაუწია და შუბლზე ნელა შეახო ტუჩებო.. თითქოს მისი სითბო იგრძნო მართამ, ხელი მაშინვე შემოხვია დანიელს წელზე და პატარა ბავშვივით სასურველი ადგილის ძებნა დაიწყო ძილის გასაგრძელებლად.