მათი საუბრისაგან მოსმენით გადაღლილი ვიჯექი და ყავის ფინჯანს ვატრიალებდი. არც სურვილი და არც ძალა არ მქონდა დედაჩემის და ბაბეს კამათის მოსმენის, რომელშიც ნიტა შეძლებისდაგვარად ერთვებოდა..
თავი კედელზე მქონდა მიდებული და ფიქრებით სრულიად სხვაგან ვიყავი.. ახლა დანიელის გვერდით ყოფნა ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი აქ ნიტას მარტოს ვერ დავტოვებდი..
- აქ იმისთვის მოხვედი რომ სეირს უყურო?
- რა გინდა რომ გავაკეთო? - ფიქრებიდან გამოვერკვიე და ავხედე ქალს რომელსაც დედაჩემი ერქვა..
- რაიმე მაინც თქვი, ვერ ხედავ მამაშენმას ახლიდან გამომაგდო და სხვათაშორის შენს გამო..
- აქამდე უნდა გამოეგდე შენ - მაშინვე ჩაერია ბაბე და სალომეს ახედა..
- მერე რომ გამოგაგდო, რა გავაკეთო? მივიდე და ვთხოვო უკან დაგაბრუნოს? თუ რა გინდა?
- სულ არ გადარდებს არა დედაშენი ?
- აბა დედაჩემი? რომელია დედაჩემი? შენს გამო შვილი დავკარგე, იმის გამო რომ არ მიყვარხარო პირში მომახალე, ახლა გაგახსენდა რომ შვილი გყავს ჩემი სახით?
- მართა ასე არაა, ხომ იცი, გაბრაზებულ გულზე გითხარი.
- კარგი არ გამაცინო რა. არსოდეს გყვარებივარ, არასოდეს გადარდებდი, მე მუდამ ვცდილობდი შენგან ოდნავ მაინც მეგრძნო რაიმე, სკოლაში კარგად ვსწავლობდი რომ შენგან შექება დამემსახურებინა, უნივერსიტეტიც წარმატებით დავასრულე იქნება ახლა იამაყოს -თქო და შენ რა ქენი? ერთი უბრალო სიტყვა „ყოჩაღ „ არ მითხარი.. იცი რა, დავიღალე, ძალიან დავიღალე შენგან. ჩემი შვილის სიკვდილს არავის ვაპატიებ და მითუმეტეს ქალს რომელსაც თავად არ უყვარს თავისი შვილი..
- მართა არ ინერვიულო რა - ზურგიდან შემომხვია ხელები ნიტამ და თავზე მაკოცა.. - მეც დამნაშავე ვარ დედასთან ერთად, უფრო სწორად დედაზე მეტადაც კი, შენ სულ ზრუნავდი ჩემზე , მუდამ მაჩვენებდი რომ გიყვარდი და მე რა გავაკეთე.. ახლა ვფიქრობ და ვგიჟდები ეს როგორ გავაკეთე, რატომ დავუჯერე, მაგრამ გვიანია, აზრი არ აქვს ახლა წუწუნს..ახლა მარტო ბოდიში შემიძლია მოგიხადო და დაგპირდე რომ ჩემი შვილს ასე არ გავზრდი, იმასაც გპირდები რომ შენს შვილს ჩემი შვილისაგან არ განვასხვავებ და ერთნაირად მეყვარება, მინდა რომ ისინი ერთად გაიზარდნენ...
- ამის შვილს? ამას შვილი იმ კაცისგან უნდა ეყოლოს რომელიც იმ შერყეულის ძმაა- გინდა რომ თქვენი შვილები ერთად გაზარდო?! არ მოგცემ ამის უფლებას გესმის? ამას შვილი არასოდეს ეყოლება იმ ავადმყოფების გვარისაგან.. ამიტომ წაგართვა ღმერთმა..
- ზედმეტი მოგდის გაიგე? - გიჟივით წამოვხტი ფეხზე და გამწარებულმა ვუყვირე. აქ თუ ვინმეა შერყული და ავადმყოფი შენ ხარ. ქალი რომელმაც შვილებს ბედნიერება დაუნგრია, ქმარმა სახლიდან გამოაგდო და კიდევ ამდენს ლაპარაკობს, შენ რომ საღად აზროვნებდე და ლოგიკის უნარი გაგაჩნდეს მუქარის დრო არ გექნებოდა.. იმასაც კი არ ცდილობ რომ მოინანიო, პატიება ითხოვო..
- რაზე ვითხოვო პატიება. ის რაც მინდოდა იმას ვაკეთებდი, ახლაც ასე ვიზამ..
- შენ ვერასოდეს მოუახლოვდები ჩემს შვილს, ამის პირობას გაძლევ, დავივიწყებ რომ შენ გამაჩინე და ხელებს დაგამტვრევ ოდნავ მაინც რომ შეეხო ჩემს შვილს..
- შენ იცი ძველი ანდაზა? „ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო“
- საკმარისია დედა - ტირილით უთხრა ნიტამ და კედელს მიეყუდა, საკმარისია რააა. ასე როგორ ლაპარაკობ. ამიხსენი.. საკმარისია , დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია. აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ მართას როგორ ანადგურებ ვუყურო. აქ იმისთვის მოვედი რომ კახიმ არჩევანის წინაშე დამაყენა და მე მას ვირჩევ, შენთან ხშრად არ მოვალ ხოლმე, შენც არ ჩაერევი ჩვენს ცხოვრებაში, მხოლოდ მომწერ და დამირეკავ...
- ახლა დედა აღარ გინდა, გაიზარდე ჩიტო? ფრთები გაშალე, რადგან სიმართლე გაიგეს?
- კი ფრთები გავშალე, და პირველი მთელი ამ ორი წლის განმავლობაში პირველად ვარ ისეთი მსუბუქი და ბედნიერი ვერც კი გადმოვცემ, მხოლოდ ახლა ვარ სიყვარულში თავსუფალი. მე ჩემს ქმარს და შვილს ვირჩევ..
- გახსოვს გითხარი, გავა დრო და მართას არ ენდომები, ისე შეგაქცევს ზურგს , როგორც შენ შეაქციე მაშინ-თქო. ახლა ნახე რა მოხდა? ორივემ ერთად შეგაქცია ზურგი, იცი რატომ?- ყელში ამოუვიდათ შენი სიბოროტე, ბოღმა და შური.. ასეთი რამ გაგხადა.. სულ პატარა იყავი, ისეთი კეთილი და ლამაზი. მიუხედავად ყველაფრისა, წახვედი, ცხოვრება ნახე, ისწავლე - იმის ნაცვლას რომ ბედნიერი ყოფილიყავი, სადამდე დახვედი. და იცი რატომ? შენ ფულის ხამი ხარ , ფულის გამო ყველაფერს გააკეთებ, ყველაფერზე წახვალ.. შენ ნიტას გადარჩენაზე კი არ ფიქრობდი იმ ფულზე რომელსაც ის ამაზრენი კაცი გაძლევდა ტყუილის სანაცვლოდ, ეს ჩურჩუტი გოგოც აიყოლიე. სიმართლე არ ათქმევინე, მაგრამ ადრე თუ გვიან ხო იცი ყველაფერი ირკვევა, ახლაც ასეა ნახე, ყველაფერი გაირკვა, დალაგდა და მარტო დარჩი..
- ამისი მოსმენა და ატანა მეტი აღარ შემიძლია.. - განადგურებულმა ჩავილაპარაკე, გამწარებულმა ჩავიტენე ტელეფონი ჯინსის უკანა ჯიბეში და სახლიდან სირბილით გავედი.
ჰაერზე თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი. მაგრამ ნერვიულობისაგან მიღებული თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება არ მშორდებოდა.. მანქანის კარს მივეყუდე და მლაშე სითხე მაშინვე დამედინა თვალებიდან..
რამდენჯერ მიოცნებია ამ სახლში ოთხივეს ერთად გვეცხოვრა. თითქოს ზღაპრების სახლი იყო, რომელზეც ვოცნებობდი. ვოცნებობდი რომ მექნებოდა ლამაზი მწვანე ეზო, ჰამაკი, ყვავილები და მშობლების სიყვარული.. უნდა ვაღიარო ეს ყველაფერი ჰქონდა ამ სახლს უბრალოდ ამ სახლში მე არასოდეს მიცხოვრია და არც მშობლების სიყვარული მქონია..
ამიტომ ვიყავი ასეთი უცნაური.. ამიტომ მიჭირდა ურთიერთობების გაშლა და თავისუფლების მიცემა. ამიტომ ვერ ეგუებოდა დანიელი ჩემი ამ კუთხის გამოვლინებას.
არც მე მიყვარდა , მაგრამ ჯერ ასე მალე საკუთარ თავს ვერ ვცვლიდი..
შესაცვლელიც არაფერი იყო. მხოლოდ გვერდით დგომას და ჩემზე ზრუნვის უფლებას ითხოვა..
ქალების უმეტესობა ამას მამაკაცისაგან ითხოვს ის კი უფლებას ითხოვდა რომ ასე მოქცეულიყო. რადგან მე ვღმართავდი კედელს ჩემსა და მის გრძნობებს შორის, მუხედავად იმისა რომ ეს კაცი საშინლად მიყვარდა და მისთვის ყველაფერზე წავიდოდი ამ კედელს ვერაფერს ვუხერხებდი, ვერაფრით ვანგრევდი..
არ მახსოვს როგორ მივედი სახლამდე.. თვალებზე თითქოს ბინდი მქონდა გადაკრული, ვერაფრით ვიჯერებდი რომ დედაჩემს რომლის სისხლი და ხორცი ვიყავი, ასეთი საუბარი შეეძლო ჩემს შვილზე. ასეთი მუქარა.. ასე უხაროდა რომ შვილი დავკარგე..
ვგრძნობდი როგორ მერთმეოდა ძალა, თვალებში პატარა შავი და ფერადი წერტილები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
მანქანის კარები ნელა მივკეტე და მოწყვეტით დავჯექი სველ ასფალტზე. საყვარელი ნომერი ავკრიფე და მისი ხმის გაგონებაზე მხოლოდ ორიოდე სიტყვის თმა მოვახერხე .
თვალები რომ გავახილე, გვარიანად გათენებული იყო. დანიელის ხმა სამზარეულოდან მესმოდა, სავარაუდოდ ტელეფონზე საუბარობდა.. ფრთხილად წამოვჯექი და საათს ავხედე, რვა საათი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ საშინლად მეძინებოდა. საბანი თავზე გადავიფარე და ძილის სამყაროში გადავედი..
ხელის შეხებამ გამომაღვიძა და დამფრთხალმა გავახილე თვალები... გვერდით მეჯდა, მუხლებზე ყავა და ჩემი საყვარელი პეროგის მოზრდილი ნაჭერი ედო. თბილი ტუჩებით მაკოცა შუბლზე და გამიღიმა..
- გელოდე რომ გაიღვიძებდი მაგრამ 12ზე თათბირი მაქვს, უნდა წავიდე, საუზმე მოგიტანე, ჭამე და საღამოს ვილაპარაკოთ.
- ახლა რომელია? დაეჭვებულმა შევხედე და ლანგარი გვერდით მივიდგი..
- თერთმეტია მძინარა.. - თუ არ ვიჩქარებ დამაგვიანდება.. - გინდა საღამოს სადმე გავიდეთ?
- აუ არააა, სახლში ვიყოთ. არ დააგვიანო და დანარჩენზე პასუხს მე ვაგებ - თვალი ჩავუკარი და ჰალსტუხში მოვქაჩე.
- მართა !- მაშინვე დამიღრინა და მოგრეხილი ფალსტუხი გაისწორა. - ბავშვი ხარ რა . წავედი, იცოდე ჭამე და 7ზე სახლში ვარ..
- კარგიი, მომწერე რომ მიხვალ - კარებში გასულს დავაწიე და პეროგის უზარმაზარი ნაჭერი ჩავიტენე პირში.
მთელი საღამო ვემზადებოდი დანიელის დასახვედრად..
მინდოდა ეს საღამო მისთვის და ჩემთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. თვალებში ვატყობდი რაღაცა აწუხებდა, მაგრამ ამ წუხილს ჩემი სახელი არ ერქვა.. ისიც ვიცოდი რადგან თავად არ საუბრობდა ამაზე , უბრალოდ არ უნდოდა ამ თემის განვრცობა და მეც მაქსიმალურად მომთმენი უნდა ვყოფილიყავი..
კარგად მქონდა გააზრებული რომ მისი ცხოვრების ყველა დეტალზე ვერ დამელაპარაკებოდა , ვიცოდი რომ ეს რაღაცა დეტალი მხოლოდ მისი და მშობლების ურთიერთობა იყო.
მისი თვალები უძირო სევდას ატარებდა.. თითქოს სახეც კი გაცრეცილი ჰქონდა, წუხანდელი ღამის მერე სრულიად შეცვლილი და გადასხვაფერებული იყო .
ერთიანად გაზრდილი, მეტად დაკაცებული და გამომეტყველება შეცვლილი მეჩვენებოდა..