ბორტგამცილებლის ხელის შეხებაზე თვალები გაახილა და გაუღიმა. მიხვდა რომ უკვე აეროპორტში იყო. უკვე რამოდენიმე საათიც და ისევ ჩაიკრავდა მართას გულში, მისი თმების სურნელს ხარბად შეიყნოსავდა და ეს საკმარისი იქნებოდა მშვიდი ძილისთვის.. გადაღლილი გავიდა აეროპორტის შენობიდან და ყვავილებით ხელში მდგარ ლევანს გაუღიმა.
- ისე მომენატრე ფისო , ყვავილები მოგიტანე..
- ლევან, რას მაიმუნობ ამხელა ბიჭი- სიცილით უთხრა და ძმაკაცს ხელი შემოხვია..
- მომეცი ეგ ჩანთა, რა სახე გაქვს, დაიღალე? - ეს ყვავილები შენი კი არაა მართლა, მართასთვის გიყიდე..
- ძმა ხარ . მაგრად დავიღალე. მგონი არც ერთი მშენებლობა არ დამატოვებინეს ეს სამი დღე მაგრად მიხმარეს - ძლივს ამოღერღა და მანქანის საბარგულში ჩემოდანი კი არ ჩადო ჩაახეთქა. - მაგრად მეძინება, ძმაკაცს გადახედა და გაუღიმა..
- სად მიგიყვანო?
- ჩემს საიდუმლო ბუდეში, - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტელეფონს დახედა.. უკვე შუაღამე იდგა. ოთხი საათი იყო... გარეთ კი მანქანების სიარული არ წყდებოდა.
ოცდამეხუთე სართულზე , მხოლოდ მაშინ მიდიოდა დანიელი როცა ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება უნდოდა, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდებოდა და საკუთარ ფიქრებში გარკვევა უნდოდა. ახლა კი მხოლოდ ძილი და შხაპის მიღება ყველაფერს ერჩივნა..
მიმღებში მდგარმა გოგონამ უმალ იცნო დანიელი და აქამდე ძილშეპარული თვალები გვარიანად გაახილა..
- საღამო მშვიდობის ბატონო დანიელ
- საღამო მშვიდობის - ძლივს ჩაილაპარაკა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
- რაიმე გინდათ? - დამფრთხალმა უთხრა და დანიელს მზერა აარიდა.
- მინდა, ძალიან , ძალიან დაღლილი ვარ, მხოლოდ ის მინდა რომ ვინმემ რაიმე მსუბუქი საუზმე ამომიტანოს და მერე არავინ შემაწუხოს, ვინც გინდა დარეკოს ან მიკითხოს აქ არ ვარ..
- კარგით, კი მაგრამ ბატონო დანიელ, სულ დამავიწყდა თქმა.. თქვენს სახლში , ანუ თქვენს ოთახში, თქვენი და არის დილიდან.
- ჩემი და? - ძილიდან ერთიანად გამოერკვია და გოგონას მკერდზე დახედა.. - ნინო, დარწმუნებული ხარ , რომ ჩემი დაა? გასაღები თქვენ მიეცით?
- არა მე არა, დილის სმენის გოგონამ, მაგრამ დამიბარა და მითხრა რომ იქ თქვენი დაა და ითხოვა რომ არავინ შეაწუხოს..
- გასაგებია, ჩემი დაც ითხოვს რომ არავინ შეაწუხოს. კარგი პრობლემა არაა- ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ლივტისკენ წავიდა.. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა გახსნა კარები და ჩემოდანი კართან დადო.. აშკარა იყო სახლში სიბლენე და გამეფებული სიჩუმე ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა.. მგზავრობისაგან დაკუჭული მაისური გაიძრო და საძინებლისკენ აიღო გეზი...
კარგა ხანს იდგა გახევებული ერთ ადგილას, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, უფრო სწორად ვერ უჯერებდა რომ მის საწოლში, მის დას ვიღაცა მამაკაცთან ერთად ეძინა. მხოლდო ახლა გაიაზრა რომ და რომელიც ასე ძალიან უყვარდა და ასე ძალიან სწამდა, ასე მარტივად ატყუებდა დანიელს, ასე მარტივად შეეძლო მისთვის სახეში ეყურებინა და არაფერი ეთქვა...
სახეზე გაბრაზებამ გადაუარა და ბედნიერების ტაში შემოჰკრა.
- დანიელ???- სასოწრაკვეთილმა დაიძახა ნიამ და შიშველ მკერდზე ვარდის ფურცლებით მოფენილი საბანი აიფარა... - როდის მოხვედი?
- როდის მოვედი? დარწმუნებული ხარ რომ ეს ის კითხვაა რაც შენ უნდა მკითხო?
- მისმინე, აგიხსნი..
- რას ამიხსნი, რაღაა აქ ასახსნელი?- რა უნდა ამიხსნა გოგო? - გამწარებულმა იყვირა და მთელი ძალით დაჰკრა ფეხი კარადას..
- დანიელ..
- რა დანიელ?? რა დანიელ, ნია???? რა უნდა მითხრა, „ეს ის არაა რაც შენ გგონია?“- თავი კინოს მსახიობი გგონია? - ჩაიცვით და გამოდით, ორივე !- გაბრაზებულმა თქვა და საძინებლის კარი მთელი ძალით მიაჯახუნა.
ვერანდაზე იჯდა და ატკიებულ თავზე ხელებს მთელი ძალით იჭერდა თავდახრილი გამოვიდა ნია საძინებლიდან და უკან მასზე თავით მაღალი უჩა მოყვებოდა.. ფრთხილად შეახო ხელი ძმას ნიამ და გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.. გაბრაზებული მზერა შეავლო მამაკაცს დანიელმა და მაშინვე დას მიუტრიალდა.
- გისმენ, მიდი ახსენი , ხო მეუბნებოდი აგიხსნიო, ამიხსენი ნია, ამიხსენი, ჩემს სახლში, ჩემს საწოლში ..
- იქნებ ნიას გარეშე გველაპარაკა - საუბარში ჩაერია უჩა და დანიელის წინ გაჩერდა.. - მარტოებს გველაპარაკა .
- ვილაპარაკოთ , მე არსად მეჩქარება, უკვე აღარსად მეჩქარება ნერვიულად მოისრისა შუბლი დანიელმა და სკამზე ანიშნა დაჯექიო..- შენ წადი კარები გახსენი, წეღან საჭმლის ამოტანა ვთხოვე - ნიასკენ არც გაუხედავს ისე უთხრა და ცივი წყლით სავსე ჭიქა მიიყუდა..
ყავამ ცოტა გონს მოიყვანა.. თვალებიდან გამოიხედა და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა გახედა დას. სკამის ზურგს მთელი ძალით მიეყრდნო, როგორც სჩვევია ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ინტერესით შეხედა უჩას, რომელიც აქამდე დუმდა და სიტყვებისათვის თავის მოყრას ვერ ახერხებდა..
- მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ დანიელ. შენი და მიყვარს. ეს ერთადერთია რაც მინდა რომ იცოდე..
- მეტი არაფერი არ უნდა ვიცოდე? - ის რომ გიყვარს ეს საკმარისია? და ის რომ ჩემს სახლში რომანტიულ ღამეებს იწყობთ ეს არ უნდა ვიცოდე..- სიმწრისგან ფეხზე წამოხტა და საკუთარი ემოციების შესაკავებლად აივანზე გავიდა..
- მე და ნია ერთად ვსწავლობით - თამამად დაიწყო უჩამ და დანიელს გვერდით დაუდგა..- მერე ჩვენი გზები გაიყარა, ერთმანეთს დავშორდით. ორი წლის წინათ ცოლი მოვიყვანე, მაგრამ არც აქ გამიმართლა, ჩემი ცოლი მშობიარობას გადაყვა, სახსოვრად პატარა გოგო დამიტოვა , თვითონ კი... - ნერვიულად მოისრისა კისერი და დანიელს შეხედა..
- შვილი გყავს?- ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ჰკითხა და კარშ მდგარ ნიას გახედა..
- კი ერთი წლის ნინა- სულ პატარააა, მე ვიყავი მისთვის აქამდე დედაც და მამაც, მაგრამ ახლა რაც ნიაც გამოჩნდა ისევ ჩემს ცხოვრებაში ეს რამოდენიმე თვეა ასე მგონია რომ თავიდან დავიბადე.. ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, მე რომ და მყავდეს და ასე მენახა მეც ძალიან გავბრაზდებოდი, არაფერში გამტყუნებ დანიელ. შენთან ლაპარაკი გვინდოდა მაგრამ ნიას ეშინოდა..
- მაინც რისი? - მისკენ წავიდა და თვალებში ჩახედა.. - მაინც რისი გეშინოდა, ოდესმე ყოფილა რამე რომ ვერ გამეგო, რამე გითქვამს და არ დაგხმარებივარ? თუ რისი გეშინოდა?
- იმის რომ ვერ გაიგებდი ჩემს სიყვარულს.. მეშინოდა რომ ბავშვის შესახებ თუ გაიგებდი გვერდში არ დამიდგებოდი...
- აქამდე, ნია, ამ დღემდე მეგონა რომ შენ ყველაზე კარგად მიცნობდი, მაგრამ შენ საერთოდ არ იცნობ შენს ძმას თურმე.. - მე ბავშვის წინააღმდეგი არასოდეს ვიქნებოდი და არც ახლა ვარ - მაგრად დაჰკრა ხელი უჩას დანიელმა და ეცადა სახიდან ტკივილი გაექრო, მერე როცა ყველაფერი დინების მიმართულებით დაიწყებს სვლას, მოიყვანე და გამაცანი შენი ნინა..
- დანიელ...
- დავიღალე ნია, უბრალოდ დავიღალე დასვენება მინდა - ისე უთხრა ზედ არ შეუხედავს და ოთახიდან ორივეს გაეცალაა.
ტანსაცმლიანი გადაწვა საწოლზე და ისე როგორც ბავშობაში ხელები ბალიშის ქვეშ შეაცურა.. ახლა ძილი ყველაფერს ერჩივნა მაგრამ ტკივილი , დის მიერ მიყენებული ტკივილი იმაზე მეტად მტკივნეული იყო ვიდრე ამას თავად გრძნობდა , ვიდრე ეს წარმოედგინა.
ყოველთვის ყველასგან ელოდა რაღაცა დარტყმას და ნიასგან არა..
გული არა უბრალოდ სხეულშ შიგნით რაღაცა სტკიოდა, რაღაცა სჭამდა და ამ რაღაცას ტყუილი ერქვა..
მთელი ცხოვრება ტყუილიდან ტყუილს ეჯახებოდა სახით , როცა ეგონა რომ ყველაფერი გამოსწორდა ყველაფერი დალაგდა და თავისი ადგილი მიუჩნა, მაშინ, სწორედ მაშინ ვიღაცა ისეთი ძალით არტყავდა ზურგში დანას რომ დიდხანს ვერ ახერხებდა ფეხზე წამოდგომას.
სახე ბალიშებს შორის ჩამალა და თავი მოიმძინარა.. ოთახში შესულ ნიას მალულად გახედა და მაშინვე ბავშურად დაიწყო მისი მოტყუებდა
- ვიცი რომ ძალიან გატკინე გული დანო- სლუკუნით უთხრა და თავზე ნელა გადაუსვა ხელი. - მე თუ არა ვინ იცის რომ საშინლად გაწყენინე. რომ იცოდე როგორ ვნანობ რომ აქამდე არ გითხარი სიმართლე. არ ვიცი რატომ მეგონა რომ ვერ გამიგებდი, რომ მეჩხუბებოდი, რომ უბრალოდ ჩემს მხარეს არ დაიჭერდი, ძალიან ვნანობ რომ ასე მოვიქეცი, მაგრამ ახლა ვერაფერს გამოვასწორებ გარდა იმისა რომ გითხრა როგორ მიყვარხარ. - მაპატიე ძალიან გთხოვ - ტირილისაგან დაბერილი ტუჩები შეახო ძმას ლოყაზე და გვერდით დაუწვა.