1 თავი

343 14 1
                                    

დილით ძველი ხის ფანჯარიდან შემოჭრილ სხივებმა შვიდზე გამაღვიძა, მზის სხივები პირდაპირ თვალებში მესობოდა. თვალები ძლივს – ძლივობით გავახილე და გვერდითა საწოლზე მშვიდად მომძინარ დედას გავხედე. მაშინვე ავდექი და ჩემი ტყის ტანსაცმელი ჩავიცვი. მართალია ზაფხული იყო მაგრამ სვანეთ ხომ სვანეთია. ცოტათი მაინც ციოდა. ხელპირი დავიბანე, თმა ისევ ნაწნავად ჩავიწენი როგორც ყოველთვის და გარეთ გავედი.

ოჰ როგორ მიყვარს ჩემი სვანეთი! – გავიფიქრე და სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე. თეთნულდის მწვერვალიდან მზე ლამაზად ამოჭრილიყო და თვალს მჭრიდა. მწვანე ცამდე აწვდენილი მთები კი ამაყად დუმდნენ. მე მოხუცი კაკლის ხის ფუღუროდან მშვილდ ისარი გამოვიღე, ღობეზე გადავძვერი და ჩემი სახლის უკან მყოფ ჩაბნელებულ და იდუმალი ტყისკენ გავემართე.

* * *
გამარჯობა! მედ ლილე მჭედლიანი ვარ 17 წლის. სკოლა წელს დავამთავრე მაგრამ სასწავლებლად წასვლას უსახსრობის გამო ვერ ვახერხებ. არადა სულ მინდოდა რომ მხატვარი გამოვსულვიყავი. სულ ვხატავ ჩემს ტყეს ხოლმა მაგრამ ნახატში ვერ გადავიტან იმას რაც ამ ტყეს გააჩნია. ვცხოვრომ მესტიის ერთერთ უბანში. მყავს დედა – ლიდა დევდარიანი 39 წლის და ძმა – გიორგი მჭედლიანი 22 წლის, ვერც მან მოახერხა სასწავლებლად წასვლა. მამა... ეს ის თემა რომელზე საუბარიც არასდროს მინდოდა. მამაჩემმა მაშინ მიგვატოვა როცა მე თვეების ვიყავი გიო კი 4 წლის. არ ვიცი რატომ ან რისთვის. რისთვის დაგვტოვა ასე მაგრამ არც მინდა რომ ოდესმე გავიგო. დედას ვაფასებ ასე რომ გაგვზარდა და არ გვაგრძნობინა უმამობა და უფულობა. იმისდამიუხედავად რომ მამამ ასსე დაგვტოვა და მე მისი სახელის და გვარი დათო მჭედლიანის მეტი არაფერი ვიცი მაინცყოველდღიურად მემატება მის მიმართ მონატრების სიყვარულისა და ბრაზის გრძნობა.

მაქვს ბუნებრივად ქერა, წელამდე სწორი თმა და ლურჯი თვალები. სიმაღლეში – 1.76 შიშის დროს კი პანიკები მეწყება. თუ რამის შემეშინდება ხოლმე გამუდმებით მესმის ქალის გამაყრუებელი კივილის ხმა რომელიც შიშთან ერთად იმატებს! ამაზე საშინელება მერწმუნეთ არაფერია. ბევრჯერ წამიყვანეს ფსიქიატრთან მაგრამ ვერაფერი მიშველეს.

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი Место, где живут истории. Откройте их для себя