ლაშა მეც მიყვარხარ! – ვუთხარი და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა
– ლილე მართლა გეკითხები კარგად ხააარ? – ლაშა სახურავზე წამოჯდა
– ძალიან კარგად ვარ ლაშა! თუ არ ჩავთვლით იმას რომ სვანეთში მინდა ვიყო და ამას იქ გეუბნებოდე! – ვუთხარი და მეც წამოვჯექი
– ვაიმე! – უემოციოდ თქვა მან და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი ნერვიულად დაიწყო სიარული. მეც წამოვდექი ფეხზე. ლაშა დაახლოებით სამი მეტრის დაშორებით ჩემგად ზურგით იდგა.
– "სვანეთის ტყის ბნელო ანგელოზო" მიყვარხარ! – ისე უცეფ შემოტრიალდა და ჩემსკენ სწრაფად წამოვიდა რომ ვერაფერის გააზრება მოვასწარი
ხელები წელზე მომხვია და ჰაერში ამიტაცა. მეც კისერზ მაგრად მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე, ფეხები კი მაკაკასავით მოვხვიე წელზე.
– მეც "რასშვრები სახლში როგორ ხარ" ლილე! – სიცილით მითხრა ისე რომ არ დავუსვივარ და მაბზრიალებდა
– მეც ლაშა! – მაგრად ჩავეხუტე – კაი დამსვი! – ვუთხარი როცა თვითონ ისევ ვერ მოეფიქრებინა გაჩერება. მანაც დამსვა და თავიდან ჩამეხუტა, მე მის საქციელზე გამეცინა.
– ჯობია ჩავიდეთ! – ხელები კაპიშოუნის ჯიბეებში ჩავიწყვე
– როგორც გინდა! – გამიღმა და გამატარა.
მე ჯერ ჩემს აივანზე ჩავხტი, ლაშაც მალე ჩამოხტა. ჩემი ოთახიდან ჩუმად გავედით და კიბეებს დავუყევით.
ჩემი და ლაშას სახლის საერთო კედელთან ისე მივედით დაცვას არ დავუნახივართ.
– კარგად ანგელოზოო! – მითხრა ლაშამ, ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და კედლის მეორე მხარეს გადაძვრა
– რამე ხომ არ გჭირდებათ ქალბატონო ლილე? – თავზე ერთი ჯეჯგვი დაცვა დამადგა, გული კინაღამ გამისკდა
– ააა.... არა არაფერი უბრალოდ ეზოში ვსეირნობდი! – უცეფ დავიბენი – და კიდე ქალბატონო არა რაა.... უბრალოდ ლილე! – შევუსწორე
– როგორც გნებავთ.... გნებავს! – შეასწორა, და ღიმილით დამტოვა. ღრმად ამოვისუნთქე შვებისგან. ილოს ვერსად ვხედავდი, ალბათ მისი მორიგეობის საათები ამოიწურა.
მოახლეების სართულზე შევედი, საშინლად მწყუროდა, არც მანდ იყო ვინმე. მაცივარი გამოვაღე და ანანასის ფანტა გამოვიღე შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი.
ტანზე წყალი გადავივლე, ხელპირი დავიბანე და თმა დავივარცხნე შემდეგ კი საწოლში შევწექი. შუქი ჩავაქრე და ვარსკვლავებს დავაკვირდი.ისეთ შეგრძნებას მიტოვებდნენ რომ ცოტაც და ჩამოცვივდებოდნენ, მაგრამ ეს გრძნობა ძალიან სასიამოვნო იყო. თან იმაზე ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუარა ლაშას სიმართლე რომ ვუთხარი. მაგრამ ბოლოს იქამდე მივედი რომ სწორად მოვიქეცი ამის გაკეთებით.
დაახლოებით დილის 4 საათზე ჩამეძინა.
დილიტ ჩემს ოტახში მამას ხმა მაღვიძებს.
– ლილეეე! – ფრთხილად მისვამდე ზურგზე ხელს – ლილე – და მეც ძლივს გავახილე თვალები – ლილე მამა! მე, ლიდა და გიორგი რაღაც საქმეებზე მივდივართ და შენ სახლში უნდა დარჩე, თუ რამე მოგინდა ხომ იცი ყველა მოახლე შენს ხელშია! – მითხრა და გამიღიმა
– აააააააააჰამ! – დავეთანხმე. მამამ თავზე მაკოცა და ოტახიდან გავიდა.
საათს დაწვრილებული თვალებით შევხედე ტუმბოზე. უკვე დილის 11 იყო. კარგად ჩამძინებია. რატომღაც ცუდ ხასიათზე დავდექი მაგრამ ფეხზე მაინც წამოვდექი და სააბაზანოში გავედი. ხელ–პირი დავიბანე და გარდერობში ფეხებისთრევით გავედი.
გამოსაცვლელები ავარჩიე და ჩავიცვი: თეთრი მოკლე და გაშვებული სარაფანი, ნაცრისფერი "ჟაკეტი" და ALL STAR - ის ტეთრი კედები. თმა ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავიტოვე. ლაშას ნაჩუქარი კულონი შევიმოწმე მეკეთა თუარა და რომ დავინახე თავის ადგილზე იყო გამიხარდა. როგორც ოველთვის ასეთ რაღააცეებს სწრაფად ვკარგავ ხოლმე.