არ გიყვარვარ ლაშა არ გიყვარვარ! – ვუთხარი ტირილით და ძირს წამოვჯექი. ლაშამ შემომხედა და ჩემს წინ ზუსტად ისე ჩამოჯდა როგორც მე
–ლილე რას ქვია არ მიყვარხარ! მართლა მიყვარხარ! – მითხრა და მაშინვე ტუჩებში მაკოცა, მალევე მომშორდა და თვალებში დამაშტერდა
– სახლში უნდა წავიდეთ! – – ცრემლები მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი. გზას სწრაფად გავუყევი ლაშაც უკან მომყვებოდა.
– აქ ხშირად მოდიხარ ხოლმეე? – ლაპარაკი მან წამოიწყო
– კიი სულ! – ვუთხარი
– ხვალ დათო ბიძა მოდის ხოო? – მკითხა. გამიკვირდა ასე კარგად როდის გაიცნო "დათო ბიძას" რომ ეძახის მეთქი მაგრამ არაფერი მიკითხარვს.
– კი და ცხენებს ჩამომიყვანს! – ვუთხარი და ბედნიერებისგან ღიმილით ტაში შემოვკარი
– ორი წლის ბავშვი! – ისევ სიცილით თქვა
– თუ გინდა შენც დაგსვამ ხოლმე! – შევთავაზე
– არა! 12 წლის ვიყავი ცხენიდან რომ გადმოვვარდი და აღარ ვაპირებ დაჯდომას! – მტკიცედ განმიცხადა
– მერე რაა... ჩემთან ერთად დაჯექი! – არ ვეშვებოდი
– აღარ ვაპირებ დაჯდომას თქო! – ისევ გამომეორა
– დააპირებ... – ვუთხარი მე. მას გაეცინა
– არვიცი... – ისევ ჩაფიქრდა
– იცი და ვსო! – ვუთხარი დ სალაპარაკო ტემაც დავხურე. ამ დროში სახლშიც მოვედით
– იმედია ჯერ არავის ღვიძავს! – თქვ ლაშამ და კარები ჩუმად შეაღო. უკვე დილის 5 საათი იყო
– რა დრო გასულა... – ვთქვი როცა საათს შევხედე
– ჰო! – თქვა – მე წავედი და შენ არ წამოხვაალ? – იკითხა უკვე კიბეებზე ადიოდა
– იქ დამელოდე! – ვუხარი და მისკენ ჩუმად გავიქეცი.
– რას აკეთებ? – მკითხა როცა სირბილით კიბეზე ავუსწარი
– სააბაზანოში პირველი უნდა შევიდე! – ჩავძახე ჩუმად
– ორი წლის ბავშვი! – ჩაიბუტბუტა და მშვიდად განაგრძო ამოსვლა.
როგორც კი ოთახში შევვარდი მაშინვე დავტაცე პიჟამას და პირსახოცს ხელი და აბაზანაში ჩქარი სუნთქვით შევვარდი. დავიბანე, პიჟამა ჩავიცვი და თმა გავიშრე, შემდეგ ისევ ჩავიწენი და ოთახში გავედი.
– დიდება ღმერთს! – ჩემი დანახვის თანავე ფეხზე წამოხტა ლაშა და სააბაზანოსკენ მიაშურა – თუ გინდა დღეს საწოლზე დაიძინე! – მითხრა და შევიდა მაგრამ რაღა აზრი ქონდა ხვალე მაინც სახლში გადავიდოდით დაა ერთი დღეს ჩვეულერივად გავუძლებ,
დივანზე წამოვწექი, პედი გადავიფარე და დღევანდელზე ვპიქრობდი. სულ გადამავიწყდა ლაშას ნათქვამი, მაგრამ რახან მეუბნებიან ბავშვური ხარო ეგეც ბავშვურობაში ჩათვალონ. ცოტახანში ჩამეძინა
დილით 12 – ზე მეღვიძება, საათს დავხედე თუარა მაშინვე დენდარტყმულივით წამოვხტი საწოლიდან. გამოსაცვლელებს ხელი დავავლე და სააბაზანოში შევირბინე, ხელპირი დავიბანე და ჩავიცვი: მუქი ნაცრისფერი სვიტრი, ჯინსის, ოდნავ მოშვებული, კოჭებთან აკეცილი შარვალი და ნაცრისფერი ბოტასები. შემდეგი კი მთელი სისწრაფით დაბლა ჩავირბინე, სადაც უკვე საუზმობდნენ.