დასასრული

123 11 1
                                    

სიბნელე!
სიბნელე!
სიბნელე!
სინათლე!!!
ირგვლივ გაურკვეველი სივრცეა მაგრამ ყველა აქაა. ლაშა, ნინო, დედა, მამა, გიო და ყველა ვისაც ვიცნობ და რაც მიყვარს. ნელნელა ყველაფერი ქრება. ლუკა, ლიზა, ნატა, დაჩი, ნინო, დედა, მამა, გიორგი. ყველანი ქრებიან. სად მიდიან? მინდა რომ გავაჩერო, მაგრამ ამის მაგივრად ვდგავარ და ვუყურებ. ლაშა მარტო რჩება... არა! ლაშაც მიდის. ტრიალდება და მიდის. არ უნდა წავიდეს!
– ლაშა! – ვუძახი მაგრამ მაინც მიდის. ჩემსკენ არც კი ტრიალდება.
აღარავინ მახსოვს.
თვალებს ვახელ და სითეთრეს ვხედავ. ნელ–ნელა თვალები მეწმინდება და ოთახს ვარჩევ. პალატაში ვარ. საწოლზე ვწევარ.
რაღაც მიჭამს ტვინს.
ვინ ვარ? რა მქვია? როგორი ვარ? აქ საიდან გავჩნდი? რატომ არის ჩემი გონება ცარიელი? რატომ წაიშალა ყველაფერი? რატომ არავის ვიცნობ? იქნებ მოვკვდი?
ამ დროს ხმა მესმის.
– ლილე! ლილე... გაიღვიძე? – თავზე ვიღაც საშინლად სიმპათიური ბიჭი მადგას. თვალები ჩასწითლებია, უძინარს ჰგავს. ამით ვხვდები რომ ლილე მქვია. დაბნეული ვუყურებ. არ ვიცი ვინ ვარ, ან ეს ბიჭი ვინაა. დაბნეულ გამომეტყველებას ვერ ვცვლი. – ლილე! ლილე ლაშა ვარ ვერ მიცანიი? – ბიჭს სიხარული და დაბნეულობა ემჩნევა.
ოთახში უამრავი ადამიანი ერთად შემოიყრება. ვინ არიან ისინიი? ორი ახალგაზრდა ლამაზი გოგონა, სამი ბიჭი, საშუალო ასაკის ორი ქალი და ერთი მამაკაცი. ვინ არიან ისინი?
– ლილე! – ახლა მეორე სიმპათიური ბიჭი მოდის ჩემთან გახარებული თვალებით.
– გიორგი! – ხმას ის სიმპათიური ბიჭი იღებს, პირველად რომ ვნახე – მგონი ის მოხდა რისიც გვეშინოდა! – და მზერას ისევ მე მესვრის
– არა!... ლილე ხომ იცი ვინც ვარ? ხო მიცანი? – ბიჭი ისეთ სახით მიყურებს მინდა რომ თავი დავუქნიო მაგრამ მას არ ვიცნობ. შეიძლება ვიცნობდი მაგრამ ახლა ნამდილად არ ვიცი ვინაა. იქნებ მეგობარი? შეყვარებული? ძმა? არ ვიცი? ვერ ვიხსენებ და მინდა რომ მოვკვდე. – ლილე! გახსოვარ თუ არა? – ისევ მეკითხება და იმედიანი მზერით მაჩერდება.
– ვინ ხარ? ესენი ვინ არიან? – ამას ვამბობ თუარა ერთერთი გოგო, მგონი ნინო ერქვა როგორც დაუძახეს, ქვითინს იწყებს და იქვე მდგარ ბიჭს ეხუტება.
– ლილე! მე შენი ძმა ვარ! ეს დედაა! – ლამაზ ქალზე მანიშნებს – ეს მამა! – ახლა კი ამ ქალის გვერდით მდგარ მამაკაცზე რომელიც ძალიან ჰგავს ამ ბიჭს რომელიც მელაპარაკება. უფროსწორად ბიჭი ჰგავს მას – მე კი შენი ძმა ვარ ლილე! შენი უფროსი ძმა! – ვერა. ვერ ვიხსენებ და მინდა თავი დავიხრჩო – ეს ლაშაა! ასე რომ გიყვარს ის ლაშაა ლილე! შენ მისი შეყვარებული ხარ! როგორ არ გახსოვს! – იმ ბიჭზე მეუბნება ძალიან რომ მესმპათიურა. ის ჩემი შეყვარებულია! ბიჭს ცრემლები მოსდის მაგრამ არ ტირის, ჩუმადაა – შენი საუკეთესო მეგობარი! ნინო! ნუთუ არც ის გახსოვს! – მხრებზე მეხება და ოდნავ მანღრევს, მცირე მოძრაობაზეც კი თავში საშინელი ტკივილი მივლის და მინდა ვიკივლო. სახეს ტკივილისგან ვმანჭავ და ამ დროს ოთახში თეთრხალათიანი კაცი შემოდის. ექიმია.
– მას არაფერი ახსოვს! – დედაჩემი ტირილით ეუბნება.
– ეს მოსალოდნელი იყო! ვწუხვარ! მძიმე მდგომარეობაა და არ ვიცი დაუბრუნდება თუარა მეხსიერება ოდესმე! შეიძლება ნაწილ–ნაწილ ყველაფერი გაიხსენოს მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს! ახლა კი უმჯობესია რომ დაისვენოს. გასაწერად ორ დღეში მზად იქნება. – ექიმი ოთახის კარს აღებს და ყველა გარეთ გადის, მხოლოდ ის ბიჭი... ლაშა რჩება.
– მე დავრჩები, შეიძლებაა? – ექიმს მუდარით უყურებს
– კარგით თქვენ დარჩით! – ეუბნება ექიმი, შემდეგ კი ჩემსკენ მოდის და რაღაც ნემსს მიკეთებს, მგონი დამაძინებელს რადგან ძალიან ვითენთები. ბიჭი... ლაშა ჩემს გვერდით ჯდება და ჩემს ხელს თავისაში აქცევს, მას ვუყურებ, თითქოს ეს თვალები მეცნობა, თითქოსა არა ნამდვილად მეცნობა, მისი ღია მწვანე თვალები, თავი დამნაშავედ მიმაჩნია რადგან მასაც კი ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვეღარ ვძლებ და მეძინება.
* * *
ესეც ორი დღე. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც აღმოუჩენელ პლანეტაზე ვარ და არავის არ ვიცნობ. საშინელებაა.
– ლილე! ჩემო ლამაზო დროა გაემზადო! – ოთახში დედაჩემი შემოდის. (გავარკვიე რომ მას ლიდა ჰქვია, მამაჩემს კი დათო) ვცდილობ გავიღიმო, ოდნავ გამომდის – ტანსაცმელი მოგიტანე! – შუბლზე მკოცნის – ახლა უნდა ადგე და ჩაიცვა.
ამ დროს ნინო და (როგორც გავიგე) ლიკა ოთახში შემოდიან და ისინიც მესალმებიან. მათაც შეძლებისდაგვარად ვუღიმი. მინდა ვიცნობდე, მახსოვდეს და ისე ვუღიმოდე მათ როგორც კარგად ნაცნობს.
გუშინ მომიყვნენ როგორ დამეჯახა მანქანა როდესაც ლაშასთან ერთად მივსეირნობდი გზაში. საავადმყოფოში ლაშამ მომიყვანა. რამოდენიმე ადგილას მცირე დაჟეჟილობა მაქვს. თეძოც ოდნავ მტკივა და გამილურჯდა. საფეთქელთან რამოდენიმე უმნიშვნელო ნაკაწრი მაქვს. მაგრამ არაფერი მომტეხვია. უბრალოდ თავი იმდენად მაგრად დავარტყი რომ მეხსიერების პრობლემები შემექმნა. როგორც უკვე კარგად ვიცით.
ლიკა და ნინო მეხმარებიან საწოლიდან წამოვდგე. ამდენი წოლისგან თავბრუ საშინლად მეხვევა და ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. არაუშავს, მირჩევნია 30 კილომეტრი გადაბმულად მარბენინოს ვინმემ ვიდრე აქ გაუნძრევლად ვიწვე და ბუზები ვითვალო.
სააბაზანოში შევდივარ და წყალს ფრთხილად ვივლებ. თმას ვიშრობ და ვიწნი, ვიწნი თითქოს ეს ერთგვარი წესია ჩემთვის და მიკვირს, ალბათ სულ ვიწნიდი ხოლმე. ვიცვამ დედას მონატან თეთრ თავისუფალ ქვედაბოლოს, ასევე ამ ქვედაბოლოს თანმხლებ ტოპ მაისურს, ჯინსისფერ პერანგს და შავ ადიდასის ბოტასებს.

Kamu telah mencapai bab terakhir yang dipublikasikan.

⏰ Terakhir diperbarui: Jul 13, 2023 ⏰

Tambahkan cerita ini ke Perpustakaan untuk mendapatkan notifikasi saat ada bab baru!

სვანეთის ტყის ბნელი ანგელოზი Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang